აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას აზერბაიჯანი გაიზიარებს

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს წარმატებულ გამოცდილებას აზერბაიჯანი გაიზიარებს

access_time2022-12-07 12:20:27

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის, ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარების საკითხზე იმსჯელეს.


გიორგი ხანიშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობას და აღნიშნა, რომ, არსებული გამოწვევის დაძლევის მიზნით, ქართველი მცენარეთა დამცველები აქტიურად ითანამშრომლებენ აზერბაიჯანელ კოლეგებთან.



„ფაროსანასთან ბრძოლის ჩვენი მიდგომა სამაგალითოა ბევრი ქვეყნისთვის. ჩვენმა წარმომადგენლებმა იმის შესახებ, თუ საქართველომ მოკლე ვადებში როგორ შეძლო მავნებლის კონტროლის ქვეშ მოქცევა, არაერთი ქვეყნის ფერმერებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს გაუზიარეს საკუთარი ცოდნა. დღეს აღნიშნულ გამოწვევის წინაშეა აზერბაიჯანი. რა თქმა უნდა, კოლეგებს საჭირო ინფორმაციას და ჩვენს გამოცდილებას გავუზიარებთ", -აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.


„ჩვენი ვიზიტის ძირითადი მიზანია, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ განხორციელებული ბრძოლის მეთოდებისა და იმ გამოცდილების გაცნობა, რაც საქართველომ ბოლო წლებში დააგროვა. ვიზიტის ფარგლებში, მივიღებთ შესაბამის ცოდნასა და ინფორმაციას ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც მავნებელთან ბრძოლას უკავშირდება", - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა, აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული მომსახურების სააგენტოს (ASA) უფროსმა მირზა ალიევმა.


მავნებელთან ბრძოლის სტრატეგიის გაცნობის მიზნით, შეხვედრა სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა. დელეგაციის წევრებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფიტოსანიტარიული ლაბორატორია დაათვალიერეს.


ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დასავლეთ საქართველოში სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის მუშაობის სისტემის გაცნობა და მეთხილე ფერმერებთან შეხვედრა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up