სიდნეის საერთაშორისო კონფერენციაზე  საქართველოს აზიურ ფაროსანასთან  ბრძოლის გამოცდილება  სამაგალითოდ აღიარეს

სიდნეის საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გამოცდილება სამაგალითოდ აღიარეს

access_time2020-03-06 10:44:12

მავნე ორგანიზმების გავრცელების რისკი და პრევენცია, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ-დაავადებები, ველური ბუნებისა და გარემოს გამოწვევები განიხილეს ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მესხი დაესწრო.


კონფერენციის ერთ–ერთი მთავარი თემა იყო აზიური ფაროსანას გავრცელება და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებები. მავნებელთან ბრძოლის მეთოდების, საქართველოში შექმნილი სპეციალური სისტემის და მიღებული შედეგების შესახებ კონფერენციის მონაწილეებს ინფორმაცია ნიკოლოზ მესხმა მიაწოდა. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში დანერგილი სისტემის უნიკალურობა.



„საქართველომ მავნებლის წინააღმდეგ შეიმუშავა და დანერგა მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული პროგრამა. ახლა ვსწავლობთ ქართველებისგან, როგორ შეძლეს ეს. მადლობას ვუხდით ქართველ კოლეგებს, რომ ჩამოვიდნენ და თავისი ცოდნა და გამოცდილება გაგვიზიარეს, რადგან ინფორმაციის გაცვლა და კოორდინირებული მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, - განაცხადა ავსტრალიის სოფლის მეურნეობის, წყლისა და გარემოს დეპარტამენტის ბიოუსაფრთხოების მთავარმა ოფიცერმა იან ტომპსონმა.


საერთაშორისო კონფერენცია ავსტრალიის სოფლის მეურნეობის, წყლისა და გარემოს დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც 28 ქვეყნის სახელმწიფო უწყების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების 100-მდე მონაწილე და მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის სამდივნოს (IPPC) წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს გამოცდილების გასაზიარებლად ავსტრალიელი მცენარეთა დამცველები საქართველოში 2019 წელს იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, მათ მოინახულეს საქართველოს რეგიონები, გაეცნენ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის მუშაობას და შეხვდნენ ფერმერებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up