აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საორგანიზაციო შტაბი აქტიურად მუშაობს

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საორგანიზაციო შტაბი აქტიურად მუშაობს

access_time2019-08-16 19:47:09

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აბაშის მუნიციპალიტეტში განთავსებული აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საორგანიზაციო შტაბი (მართვის ცენტრის) დაათვალიერეს და მუშაობის პროცესს გაეცნენ.

საქართველომ აზიური ფაროსანას  წინააღმდეგ ბრძოლა, საერთაშორისო პარტნიორების  და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, მავნებლის გავრცელებისთანავე მყისიერად დაიწყო.  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, უკვე მესამე წელია, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს. მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვა-განხორციელების მიზნით, 2018 წელს, აბაშის მუნიციპალიტეტში შეიქმნა და დღემდე აქტიურად მუშაობს მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო  მართვის ცენტრი. მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირების  მიზნით,  შექმნილია SMS გზავნილების სისტემა და სპეციალური ვებგვერდი. ყოველდღიურ რეჟიმში ტარდება მოსახლეობასთან შეხვედრები და აქტიური საინფორმაციო კამპანია. ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში ჩართული არიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების და მცენარეთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით, უპრეცედენტოდ უმოკლეს პერიოდში, საქართველოს, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ხელშესახები პოზიტიური შედეგები აქვს. 

 „ღონისძიებების ეფექტიან განხორციელებაში საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვით დონორ ორგანიზაციებს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  USAID-ის, რომელთა მხარდაჭერით, გაძლიერდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური  შესაძლებლობები. 2017 წელს მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებში  მხოლოდ 17 ერთეული  სპეციალიზებული  ტექნიკა  იყო ჩართული, 2019 წელს კი,  რეგიონში მობილიზებული და ღონისძიებებში ჩართულია 250 ერთეულზე მეტი  ტექნიკა. ტექნიკური აღჭურვილობის გაზრდილმა რაოდენობამ საშუალება მოგვცა, მაქსიმალურად შეგვემცირებინა  მავნებლის გავრცელების კერები დასავლეთ საქართველოში.


დღეისათვის, დასავლეთ საქართველოში, თერმული ნისლის ტექნოლოგიით 125 370 ჰექტარი  ფართობია დამუშავებული. რეგიონებში განთავსებულია 36 800 „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური, რომლის მეშვეობით წერტილოვანი შეწამვლა 22 405 ჰა ფართობზე განხორციელდა (აქედან, ტყისპირა  პერიმეტრი - 8 483 ჰა;  სიმინდის მასივები - 33 425 ჰა). ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, სოფლების ტერიტორიებზე, განთავსებულია  3074  ფერომონი.





ტურისტების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა

ტურისტების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა
access_time2020-01-22 19:00:34
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ტურისტების რიცხვმა [2019 წელს] 9 მილიონს გადააჭარბა. დასახელებული რიცხვი საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობას შეესაბამება და არა ტურისტული ვიზიტების რაოდენობას. 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ტურისტების რიცხვი 6.8%-ით გაიზარდა და 5 მლნ შეადგინა. ცხრილი 1: საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკა საქართველოში წყარო: საქართველოს...

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა
access_time2020-01-22 18:30:49
გამოცემა Economist-ის ყოველწლიური, დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის ხარიხსი გაუარესდა. 2019 წელს საქართველო კვლავ დარჩა ე.წ. ჰიბრიდული რეჟიმების ჯგუფში, თუმცა შეფასების ქულა 0,08 ქულით გაუარესდა. თუ კი 2018 წელს საქართველოს შეფასებითი ქულა 5,5 ქულა, იყო 2019 წელს 5,42-მდე შემცირდა. უცვლელი დარჩა საქართველოს პოზიცია და წინა წლის მსგავსად კვლავ 89-ე ადგილს ვიკავებთ. ახალი შეფასება 2012 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია. შეფასების...

Deutche welle: ამერიკა ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდება

Deutche welle: ამერიკა  ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდება
access_time2020-01-22 20:00:27
2021 წელს  აშშ-ს შეუძლია ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდეს, და ჩაანაცვლოს რუსეთი, საუდის არაბეთი, ანგოლა, და ავსტრალია . ასეთი დასკვნამდე  გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტი ამერიკულ-ჩინური სავაჭრო შეთანხმების შესწავლის შედეგად მივიდა.   როგორც ცნობილია, დოკუმენტს   ხელი 15 იანვარს ხანგძლივი სავაჭრო ომის შემდეგ მოეწერა.   კერძოდ, ჩინეთი იღებს თავის თავზე ვალდებულებას 2 წლის მანძილზე 200 მლრდ....

„სილქნეტმა“ გლობალურ საკომუნიკაციო კომპანიასთან OneWeb თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

„სილქნეტმა“  გლობალურ საკომუნიკაციო კომპანიასთან OneWeb   თანამშრომლობის მემორანდუმს  მოაწერა ხელი
access_time2020-01-22 14:55:46
წამყვანმა ქართულმა კონვერგენტულმა სატელეკომუნიკაციო კომპანია „სილქნეტმა“ გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი გლობალურ საკომუნიკაციო კომპანია OneWeb-თან. OneWeb-ის მიზანია სატელიტური კავშირგაბმულობის გამოყენებით უზრუნველყოს მაღალი სიჩქარის და დაბალი ლატენტობის ინტერნეტ-კავშირი ყველგან და ყველასთვის, დედამიწის ნებისმიერ წერტილში. სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა, და OneWeb-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადრიან სთექელმა, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის...

საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით რეგიონში ლიდერობას კარგავს

საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით რეგიონში ლიდერობას კარგავს
access_time2020-01-22 16:30:30
4.5-5% - ეს ის საპროგნოზო მაჩვენებლებია, რომელსაც ეროვნული ბანკი და უცხოური ორგანიზაციები, საქართველოში 2020 წელს ეკონომიკური ზრდისათვის პროგნოზირებენ. ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველოს სომხეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი უსწრებს. ეროვნული ბანკი ახალ საბაზო სცენარს აქვეყნებს, რომელიც მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის უახლეს გამოცემას ეფუძნება. ამ სცენარის მიხედვით, მომდევნო წლებში ეკონომიკური აქტივობა არსებულ ტენდენციას შეინარჩუნებს. ამასთანავე,...


მსგავსი სიახლეები

up