აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სერვისების ხელშესაწყობად სექტორული განვითარების პირველი სესხი დაამტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სერვისების ხელშესაწყობად სექტორული განვითარების პირველი სესხი დაამტკიცა

access_time2020-09-30 20:30:19

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 150 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ევროში) ოდენობის სესხი დაამტკიცა, რაც საქართველოში წყალმომარაგებისა და წყალარინების სერვისების გაუმჯობესებას და წყლის სექტორის განვითარებისთვის მთავრობის კომპლექსური მიდგომის შემუშავებაში დახმარებაზე დაიხარჯება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „აზიის განვითარების ბანკიდან“ აცნობეს, წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის ფარგლებში ADB 130 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პოლიტიკაზე დაფუძნებულ სესხს გამოყოფს, ხოლო 20 მილიონი აშშ დოლარი პროექტის განსახორციელებლად მიმართული სესხია.

„ამჟამად საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების მართვა და ოპერაციები არაეფექტურია. ეს აფერხებს სექტორის მდგრადობას და ხელს უშლის წყალმომარაგებისა და წყალარინების გამართული სერვისების თანაბრად მიწოდებას ქალაქებსა და სოფლებში. ამ პროგრამის მიზანია საქართველოს დაეხმაროს სექტორის მართვისა და ეფექტურობის გაუმჯობესებაში და ამით კიდევ უფრო მეტი ოჯახისა და ბიზნესისთვის გახადოს ეს სერვისები ხელმისაწვდომი“,- განაცხადა ADB-ის ურბანული განვითარების მთავარმა სპეციალისტმა, ჰეიონგ ჰონგმა.

როგორც ADB-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოში წყალმომარაგება დღეში ოთხიდან ოცდაოთხ საათამდე მერყეობს, რაც კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის პირობებში ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს.

„ქალაქების მოსახლეობის დაახლოებით 92%-ს და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის 64%-ს წყალი ონკანით მიეწოდება, მაშინ როცა ქალაქის მოსახლეობის 84%-ს და სოფლად მცხოვრებ 20%-ს მიუწვდება ხელი კანალიზაციაზე, ხოლო მთელი მოსახლეობის მხოლოდ 36% სარგებლობს წყალარინების გამწმენდი სისტემით. ADB-ის პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხი დაეხმარება მთავრობის ძალისხმევას განავითაროს ერთიანი წყალმომარაგებისა და წყალარინების პოლიტიკა, რომელიც თანაბრად დაფარავს ქალაქებსა და სოფლებს. სესხი დაეხმარება სამართლებრივი, მარეგულირებელი და ინსტიტუციური გარემოს გაუმჯობესებას, რაც შექმნის ხელსაყრელ პირობებს ახალი ინვესტიციების მოზიდვისა და კერძო სექტორის ჩართულობისთვის. ეს გააძლიერებს ადგილობრივი მმართველობებისა და სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შესაძლებლობებს ქალაქად და სოფლად არსებული საჭიროებების ადეკვატური შესრულებისთვის. პროექტისთვის გამოყოფილი სესხი დააფინანსებს ოპერირებისა და მომსახურების შესაძლებლობების გაზრდასა და აღჭურვილობით უზრუნველყოფას, რაც საქართველოს 10 რეგიონის 57 ქალაქში სერვისებს გააუმჯობესებს. ის ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით წყალმომარაგებისა და წყალარინების განვითარების მოსამზადებელ სამუშაოებს დაეხმარება. თელავში, რეგიონულ ცენტრში, სადაც წყალი დღის განმავლობაში დაახლოებით 4 საათით მიეწოდება, წყლის სისტემების რეაბილიტაცია და ახალი რეზერვუარებისა და ჭაბურღილების მოწყობა საბოლოო ჯამში 24-საათიან წყალმომარაგებას უზრუნველყოფს. ასევე გაიზრდება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელში ჩართული საცხოვრებელი სახლების რაოდენობა, ხოლო გამრიცხველიანება არსებული 40%-დან 100%-მდე გაიზრდება. ADB ასევე განახორციელებს 250 000 აშშ დოლარის ოდენობის ტექნიკურ დახმარებას, რომელიც საქართველოს შერჩეულ ქალაქებში ქონების მართვის სისტემას წყალმომარაგების მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურავს. აღნიშნული თანხიდან 225 000 აშშ დოლარი ADB-ის მაღალი ტექნოლოგიების ფონდიდან გრანტის სახით დაფინანსდება, დანარჩენ 25 000 აშშ დოლარს მთავრობა გაიღებს. ADB საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების გაუმჯობესებაში 2011 წლიდან ეხმარება, მას შემდეგ რაც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას $500 მილიონამდე მულტიტრანშული სესხი გამოუყო. ამან გაზარდა წყალმომარაგებისა და წყალარინების სერვისებზე წვდომა ქვეყნის 12 ქალაქში მცხოვრები 300,000-ზე მეტი ადამიანისთვის. მიმდინარე წლის ივლისში ADB-მ Georgia Global Utilities (GGU) მიერ პირველად გამოშვებულ მწვანე ობლიგაციებში 40 მილიონი დოლარის ინვესტირების შესახებ განაცხადა, რომლის ამონაგები თანხა მოხმარდება წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესებას თბილისსა და ახლომდებარე მუნიციპალიტეტებში და მოახდენს განახლებადი ენერგიისა და წყლის ოპერირების ვალის რეფინანსირებას. GGU-ს შვილობილი კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (Georgian Water and Power LLC) საქართველოში ყველაზე დიდი კერძო კომუნალური მომსახურების კომპანიაა, რომელიც დაახლოებით 1.4 მილიონ მომხმარებელს ემსახურება.


ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.


IPN.GE 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up