აზიის განვითარების ბანკის ახალი მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში მუშაობას შეუდგა

აზიის განვითარების ბანკის ახალი მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში მუშაობას შეუდგა

access_time2019-10-04 11:00:17

აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ახალი დირექტორი შეინ როზენტალი მუშაობას შეუდგა. ბანკის ცნობით, ის უხელმძღვანელებს ADB-ის ოპერაციებსა და ბანკის ურთიერთობებს მთავრობასთან და სხვა პარტნიორებთან, ასევე მეთვალყურეობას გაუწევს ADB-ის ახლახან დამტკიცებულ ქვეყანასთან თანამშრომლობის 2019-2023 სტრატეგიის განხორციელებას.

 

თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ეფექტურობის გაზრდასა და სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად მეზობელ ქვეყნებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ეკონომიკური ინტეგრაციის გზით.

 

„უაღრესად მოხარული ვარ საქართველოში ჩამოსვლით. ADB-ის საქართველოსთან თანამშრომლობა ვითარდება და იცვლება, რათა დააკმაყოფილოს მზარდი საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნის მოთხოვნები. ეს მოიცავს ინვესტიციებისთვის საჭირო ფინანსებსა და თანამედროვე მიდგომებს, რათა მყარი საფუძველი ჩაეყაროს რეგიონულ სახმელეთო კავშირებს, გაუმჯობესდეს მუშახელის უნარები და ხელი შევუწყოთ ქალაქების განვითარებას. აღნიშნული გამოწვევების დაძლევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ახლო თანამშრომლობას ექნება“, – განაცხადა შეინ როზენტალმა.

 

შეინ როზენტალი ავსტრალიის მოქალაქეა, აზიის განვითარების ბანკში 2004 წლიდან მუშაობს და ორგანიზაციაში არაერთი მაღალი თანამდებობა ეკავა. 2016-2019 წლებში სომხეთში ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორობისას, მისი ხელმძღვანელობით ქვეყანაში გასამმაგდა ADB-ის კერძო სექტორის დაფინანსება და ახალი პროგრამები დაინერგა ჯანდაცვისა და განათლების სისტემებში.

 


შეინ როზენტალს ურბანული ინფრასტრუქტურის დაფინანსების, საჯარო-კერძო თანამშრომლობისა და განათლების სფეროებში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს. ADB-მდე მუშაობდა ბუნებრივი რესურსებისა და გარემოსდაცვითი მართვის კუთხით, მათ შორის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში. როზენტალი ფლობს ვაშინგტონის ამერიკული უნივერსიტეტის ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხს, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანამედროვე საერთაშორისო კვლევების სკოლის მაგისტრის ხარისხს და კემბრიჯის უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს.

 

ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. ADB-ის მიერ საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების საერთო მოცულობა 2.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.


1TV




საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა
access_time2020-06-05 15:05:18
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრი კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის ონლაინ შეხვედრას უმასპინძლა, რომლის მთავარი თემა საქართველოს მთავრობაში მომზადებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტი გახლდათ. კანონპროექტი, რომელიც თვისობრივად ახალ მიდგომებს ითვალისწინებს გარემოს დაცვის მიმართულებით, ბიზნესსექტორის განსაკუთრებული ინტერესის საგანი ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა, როდესაც მისი პირველადი ვერსია იქნა...

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში
access_time2020-06-05 15:30:42
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის გახსნის საკითხზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის განვითარება. „პირველ ეტაპზე გაიხსნება შიდა ტურიზმი და დარწმუნებული ვარ, შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს.დღეს ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ, ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ, არ...

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?
access_time2020-06-05 12:00:42
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების დაბალი ხარისხისა და გადაადგილების პრობლემების გამო, ბოლო პერიოდში კერძო ავტომობილებით მოძრავი მოქალაქეების რაოდენობა უფრო გაიზარდა, შესაბამისად საპარგინგე ადგილებზე მოთხოვნამაც მოიმატა. როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქის მაცხოვრებლები არასწორი პარკირების ჯარიმას, საურავებსა და მანქანის გადაყვანის საფასურს ზუსტად იმავე წესით იხდიან, როგორც მანამდე და „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანია...

რატომ შემცირდა „ბიუ-ბიუს“ პროდუქციაზე მოთხოვნა?

რატომ შემცირდა „ბიუ-ბიუს“ პროდუქციაზე მოთხოვნა?
access_time2020-06-05 17:00:09
„ბიუ-ბიუს“ პროდუქციაზე მოთხოვნა მცირდება. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამის მიზეზი იმპორტირებული, დაბალი ხარისხის ქათმის პროდუქციაა, რომელიც შედარებით იაფად იყიდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, სწორედ მოთხოვნის შემცირების გამო, „ბიუ-ბიუ“ პროდუქტს ჯერჯერობით აღარ გააძვირებს. შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარების დასრულების შემდეგ ქათმის შესაძლო გაძვირებაზე...

ბუნებრივი გაზის ავტოგასამართი სადგურების ასოციაცია კონკურენტული გარემოს აღდგენის მიზნით, თხევად აირზე აქციზის 450 ლარით განსაზღვრას ითხოვს

ბუნებრივი გაზის ავტოგასამართი სადგურების ასოციაცია კონკურენტული გარემოს აღდგენის მიზნით, თხევად აირზე აქციზის 450 ლარით განსაზღვრას ითხოვს
access_time2020-06-05 11:00:53
“საქართველოს ბუნებრივი ავტოგაზგასამართი სადგურების ასოციაცია” მიესალმება საქართველოს პარლამენტში...


მსგავსი სიახლეები

up