აზიის განვითარების ბანკის 70 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი საქართველოში სამუშაო უნარების მოდერნიზებას მოხმარდება

აზიის განვითარების ბანკის 70 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი საქართველოში სამუშაო უნარების მოდერნიზებას მოხმარდება

access_time2020-12-08 14:50:49

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს დაამტკიცა 70 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი, რომელიც ქვეყანაში სამუშაო ძალის ნაყოფიერებისა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, საქართველოში ხარისხიან პროფესიულ განათლებასა და მომზადებაზე წვდომის გაუმჯობესებას დაეხმარება.

ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.

„სექტორული განვითარების პროგრამა — თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის ­— საქართველოს განათლების სისტემაში ADB-ის პირველი პროგრამაა და მიზნად ისახავს პროფესიული განათლებისა და მომზადების ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესებას ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგებში, თანამედროვე სამუშაო ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის სოციალური სექტორის განყოფილების დირექტორმა რიე ჰირაოკამ განაცხადა, განათლება და უნარების განვითარება 21-ე საუკუნის ყველა წარმატებული ეკონომიკის საფუძველია.

„პროგრამა ხელს შეუწყობს უნარების განვითარებას და გააუმჯობესებს კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობებს საქართველოში, გაზრდის კარგი ანაზღაურების მქონე სამსახურის პოვნისა და შემოსავლების მატების შანსებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რბილი უნარები, მათ შორის კომუნიკაცია, პრობლემების გადაჭრა და გუნდური მუშაობა“, – განაცხადა რიე ჰირაოკამ.

აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო ახალი კანონი ქვეყანაში პროფესიული განათლებისა და მომზადების გასაძლიერებლად, თუმცა, ეს მიმართულება საჭიროებს პოლიტიკისა და ინსტიტუციური ჩარჩოს შემდგომ გაძლიერებას და ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესებას, რადგან დღევანდელი მდგომარეობით შეიმჩნევა სამუშაო ბაზარზე არსებულ მოთხოვნასა და სისტემის მიერ მომზადებულ კადრებს შორის შეუსაბამობა.


მათვე ცნობით, „კოვიდ-19“-ით გამოწვეული უმუშევრობის ზრდის გათვალისწინებით, პროექტი შექმნილია იმ დარგების გასაძლიერებლად, რომელთაც პანდემიებთან გამკლავებაში განსაკუთრებული როლი აქვთ ან ეკონომიკურ გაჯანსაღებაში შეიტანენ წვლილს, როგორიცაა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და სამედიცინო და ფარმაცევტული წარმოება. ის დააფინანსებს ელექტრონული სწავლების დაწყებას და გადაამზადებს ყველაზე მეტად დაზარალებულ დარგებში დასაქმებულებს, რათა მათ ახალი უნარების შეძენასა და იმ სფეროებში დასაქმებაში დაეხმაროს, სადაც მზარდია მოთხოვნა.

ამასთან, როგორც ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა აღნიშნა, საქართველოს ადამიანური კაპიტალის განვითარება და მისი პოტენციალის რეალიზება, ADB-ის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია.

„განათლებასა და დასაქმებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული გენდერული უთანასწორობის გათვალისწინებით, პროგრამა ასევე მოიცავს კონკრეტულ საშუალებებს პროფესიულ განათლებასა და მომზადებაზე წვდომის გასაზრდელად ქალებისათვის, ასევე ეთნიკური უმცირესობებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის“, – განაცხადა შეინ როზენტალმა.

პროექტი ასევე დააფინანსებს უნარების განვითარების ორი ინოვაციური ჰაბის შექმნას ქუთაისისა და თელავის არსებულ პროფესიულ სასწავლებლებში. აქ მაღალი ხარისხის მომზადება-გადამზადება მოხდება ეკონომიკის შვიდ პრიორიტეტულ დარგში: ელექტრონული ინჟინერია, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სამედიცინო და ფარმაცევტული წარმოება, მოდა და დიზაინი, წყლის ინჟინერია, ავეჯის წარმოება და სადურგლო საქმე და მომსახურება (მასპინძლობა და ტურიზმი).

როგორც აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციაშია აღნიშნული, ADB-ის პროგრამა ეხმარება ინსტიტუციურ რეფორმებს, როგორიცაა ახალი რეგულაციური ჩარჩო ზრდასრულთა განათლებისთვის, ჩარიცხვის წესები პროფესიული განათლებისა და მომზადების დაწესებულებებში და უფრო სამართლიანი დაფინანსების სქემის შემუშავება ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობის გასაზრდელად. სხვა განსახორციელებელი რეფორმები გულისხმობს პროფესიული განათლების და მომზადების ბიუჯეტის 23%-ით ზრდას, ხოლო პროფესიული განათლების მასწავლებლების ხელფასების 30%-ით ზრდას, კვალიფიციური მასწავლებლების მოზიდვისა და შენარჩუნებისთვის.

პროგრამა ასევე მიზნად ისახავს კერძო სექტორის მონაწილეობის გაზრდას პროფესიული განათლებისა და მომზადების სფეროში, რაც გულისხმობს კერძო სექტორის მონაწილეობას შრომითი სტანდარტებისა და სამუშაო ადგილზე სწავლების განვითარებაში, კერძო-საჯარო პარტნიორობის დაწყებას და მთავრობის ვაუჩერების პროგრამის გაგრძელებას სტუდენტებისთვის, რომლებიც კერძო პროფესიული განათლების ინსტიტუციებში პრიორიტეტულ პროგრამებზე ჩაირიცხებიან.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up