აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთან თანამშრომლობას აღრმავებს

აზიის განვითარების ბანკი საქართველოსთან თანამშრომლობას აღრმავებს

person access_time2016-02-24 16:32:18

აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ ევროპის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი 2016 წლის 23-24 თებერვალს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის მთავრობას შეხვდა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრსა და აზიის განვითარების ბანკის მმართველს ნოდარ ხადურს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ნოდარ ჯავახიშვილს და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს მარიამ ვალიშვილს შეხვდა. მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.  


„აზიის განვითარების ბანკი და საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობენ 2007 წლიდან და დღეის მდგომარეობით ქვეყნისთვის დამტკიცებული თანხის ოდენობა $1.9 მილიარდს შეადგენს, ხოლო აქტიური პორტფელის ოდენობა $925 მილიონს აჭარბებს, განაცხადა ბ-ნა ოსალივანმა, –აზიის განვითარების ბანკი მზადაა გააღრმაოს თანამშრომლობა საქართველოს შემდგომი განვითარების მიზნით.“   



აზიის განვითარების ბანკი მხარს უჭერს მთავრობის სწრაფვას აითვისოს მსესხებელუნარიანობის პოტენციალი და სახსრები სტრატეგიულ და შედეგებზე ორიენტირებულ მიზნებს მოახმაროს. აზიის განვითარების ბანკი კვლავაც განაგრძობს ქვეყნის ხელშეწყობას დაგეგმილი პროგრამის ფარგლებში, რომელიც წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, გზების, ურბანული ტრანსპორტისა და ენერგეტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებს მოიაზრებს. აზიის განვითარების ბანკი ასევე ითანამშრომლებს ქვეყანასთან მეორე თაობის სტრუქტურული რეფორმების, კერძოდ კი საპენსიო რეფორმის, კაპიტალის ბაზრების განვითარებისა და ეფექტური საჯარო-კერძო თანამშრომლობის სფეროში. აზიის განვითარების ბანკი, რომლის სათავო ოფისი მანილაში, ფილიპინებზე მდებარეობს, მიზნად ისახავს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში სიღარიბის დონის შემცირებას ეკონომიკური ზრდის, გარემოსდაცვითი ღონისძიებების და რეგიონული 

ინტეგრაციის მეშვეობით. დაარსდა რა 1966 წელს, ბანკი აერთიანებს 67 წევრ ქვეყანას, საიდანაც 48 აღნიშნული რეგიონის წარმომადგენელია.



„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up