აზიის განვითარების ბანკი საქართველოში მიმდინარე წელს ეკონომიკის 5-პროცენტიან ვარდნას, ხოლო მომდევნო წელს 4.5-პროცენტიან ზრდას პროგნოზირებს

აზიის განვითარების ბანკი საქართველოში მიმდინარე წელს ეკონომიკის 5-პროცენტიან ვარდნას, ხოლო მომდევნო წელს 4.5-პროცენტიან ზრდას პროგნოზირებს

access_time2020-09-16 13:30:21

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა. ბანკი 2021 წელს საქართველოსთვის 4.5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამასთან, ორგანიზაციის შეფასებით, მომდევნო წელს ტურიზმის, ექსპორტისა და ადგილობრივი მოხმარების ზრდა ეკონომიკურ ზრდაზე დადებით გავლენას მოახდენს.

ამასთან, განახლებული პროგნოზით, აზიის განვითარების ბანკი მიმდინარე წელს ეკონომიკის 5-პროცენტიან ვარდნას ვარაუდობს, რაც ეკონომიკასა და საინვესტიციო კლიმატზე „კოვიდ-19“-ის უარყოფითი გავლენის შედეგია, თუმცა ორგანიზაციის შეფასებით, ტენდენცია 2021 წელს სასიკეთოდ შეიცვლება.

რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) მიმდინარე წლის დასაწყისში დაახლოებით 5.8 პროცენტით შემცირდა, 2019 წლის იმავე პერიოდის 4.8 პროცენტიანი ზრდის საპირისპიროდ.

„კოვიდ-19“-ის ეკონომიკური შედეგების შესარბილებლად საქართველომ არაერთი ნაბიჯი გადადგა, მათ შორისაა საბანკო რეგულაციებისა და გადასახადების აკრეფის შერბილება, სოციალური პაკეტების გაფართოება, კარანტინის გამო შეჩერებული ბიზნეს-საქმიანობის ფრთხილი გახსნა და შიდა ტურიზმის წახალისება.

გაჯანსაღების შენარჩუნება შესაძლებელია ზოგიერთი საგადასახადო და სავალო შეღავათების გახანგრძლივებით, კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობითა და ჯანდაცვის ინსტიტუტების გაძლიერებით, შესაძლო მეორე ტალღის დასახვედრად. აზიის განვითარების ბანკი კვლავაც სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს პანდემიის დაძლევაში და მის გვერდით იქნება დივერსიფიცირებული და ინკლუზიური განვითარების გზაზე“, – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში, შეინ როზენტალმა.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ინფლაცია 2020 წელს 6.0 პროცენტი, ხოლო 2021 წელს 4.5 პროცენტს შეადგენს, რაც აპრილში გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით, გაზრდილი მაჩვენებლებია.

2020 წლის პირველ ნახევარში, ინფლაცია გასული წლის 3.6 პროცენტთან შედარებით გაიზარდა და 6.4 პროცენტი შეადგინა. შესაბამისად, გაიზარდა ფასების ინდექსი: 13.6 პროცენტით კვების პროდუქტებზე, 4.3 პროცენტით სხვა საქონელზე და 2.2 პროცენტით მომსახურებაზე. საბაზო ინფლაციამ 6.6 პროცენტს მიაღწია და სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 10.1 პროცენტით გაიზარდა. შემომავალი ტურიზმისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი შემცირების გამო, ლარი გასულ წელთან შედარებით 4.4 პროცენტით გაუფასურდა, თუმცა, საქართველოს ეროვნული ბანკი ჩაერია და ვარდნის შესარბილებელი ოპერაციები განახორციელა.


„კოვიდ-19“-ის შესაკავებლად გატარებულმა შეზღუდვებმა კერძო ინვესტიციები 1.9 პროცენტით შეამცირა. საჯარო მოხმარების მცირედი, 0.9 პროცენტით, ხოლო სახელმწიფო ინვესტიციების 0.8 პროცენტიანი კლება შეინიშნა, თუმცა 2020 წლის ბოლოს ორივე მათგანის ზრდაა მოსალოდნელი. ასევე, მოსალოდნელია კერძო მოხმარებისა და ინვესტიციების მატება ფისკალური მასტიმულირებელი პაკეტის კვალდაკვალ, რაც მშპ-ს 7.5 პროცენტს შეადგენს.

განახლებულ ანგარიშში მკვეთრადაა გაზრდილი საქართველოს მიმდინარე ანგარიშების დეფიციტი 2020-სა და 2021 წლებში შესაბამისად 11 და 8 პროცენტით, რაც 2020 წლის პირველ კვარტალში თითქმის გაორმაგებული დეფიციტის თანმდევი პროგნოზია, რადგან ტურიზმის 29.8 პროცენტით შემცირებამ სერვისების ექსპორტი 15.6 პროცენტით შეამცირა.

ტურიზმის, საგარეო მოთხოვნისა და მიწოდების ჯაჭვების შეფერხების შესაძლო გახანგრძლივება ზრდის პროგნოზს ამცირებს, ისევე როგორც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის მუშაობის მოსალოდნელი სავარაუდო შენელება.

აზიის განვითარების ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1 966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი“, – აღნიშნულია აზიის განვითარების ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


1tv.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up