აზიის განვითარების ბანკი კორონავირუსის პანდემიის საპასუხოდ 6.5 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს

აზიის განვითარების ბანკი კორონავირუსის პანდემიის საპასუხოდ 6.5 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს

access_time2020-03-18 20:00:38

დღეს აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 6.5 მილიარდი აშშ დოლარის ფინანსური პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ წევრი განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად.


„ეს პანდემია მთავარ გლობალურ კრიზისად იქცა და მძლავრი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე. ჩვენს განვითარებად წევრ ქვეყნებთან ერთად, ვადგენთ აგრესიული ნაბიჯების გეგმას პანდემიის დასამარცხებლად, რათა დავიცვათ რეგიონის მოსახლეობა, განსაკუთრებით მისი ღარიბი და მოწყვლადი ნაწილი და უზრუნველვყოთ ეკონომიკის სწრაფი დაბრუნება ჩვეულ კალაპოტში. ჩვენს წევრებთან და პარტნიორ ინსტიტუტებთან დახურული მოლაპარაკების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება 6.5 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ, რათა დავაკმაყოფილოთ წევრი ქვეყნების გადაუდებელი საჭიროებები.“ — განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ.


პრეზიდენტმა ასაკავამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ „$6.5 მილიარდიანი პაკეტის გარდა, ADB მზადაა საჭიროების მიხედვით დამატებით ფინანსური და საკონსულტაციო დახმარება გაუწიოს მის წევრებს.“


გამოყოფილი ძირითადი პაკეტი მოიცავს დაახლოებით 3.6 მილიარდ აშშ დოლარს სუვერენული (სახელმწიფო) ოპერაციებისთვის პანდემიის წინააღმდეგ რიგი საპასუხო ქმედებების დასაფინანსებლად ჯანდაცვის სისტემაში და ეკონომიკურ შედეგებთან გასამკლავებლად; ხოლო 1.6 მილიარდი აშშ დოლარი მოხმარდება არასუვერენულ (კერძო სექტორის) ოპერაციებს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების, შიდა და რეგიონული ვაჭრობის დაფინანსებას და ასევე ხელმისაწვდომი იქნება კომპანიებისთვის, რომელთაც პირდაპირი ზარალი მიიღეს. ADB ასევე მობილიზებას გაუკეთებს დაახლოებით 1 მილიარდ შეღავათიან რესურსებს მიმდინარე პროექტებიდან და პროექტების გაუთვალისწინებელი ხარჯებიდან. ADB ასევე გამოყოფს 40 მილიონ აშშ დოლარს ტექნიკური დახმარებისა და სწრაფი გრანტებისთვის.


წევრი ქვეყნებისთვის დახმარების პაკეტის მაქსიმალურად სწრაფად და მოქნილად გასაცემად,  ADB გადახედავს მის ფინანსურ ინსტრუმენტენტებს და ბიზნეს პროცესის მიმდინარეობას. აღნიშნული პროცედურების ADB-ის დირექტორთა საბჭოს დამტკიცების შემდეგ დახმარების უფრო სწრაფად მიღების საშუალება მიეცემათ ეკონომიკებს, რომლებიც მწვავე ფისკალური შეზღუდვებს განიცდიან. ასევე გამარტივებული პროცედურებით გაიცემა საკანონმდებლო ცვლილებებისთვის განკუთვნილი სესხები და უნივერსალური შესყიდვები შედგება მოქნილი და სწრაფი მექანიზმით.



პანდემია მოითხოვს ქვეყნებსა და ორგანიზაციებს შორის კოორდინირებულ მოქმედებასა და მჭიდრო თანამშრომლობას. COVID-19-ის საპასუხო ქმედებების ეფექტიანი განხორციელების მიზნით ADB კიდევ უფრო გაამყარებს თანამშრომლობას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, რეგონული განვითარების ბანკებთან, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და ორმხრივი დაფინანსების სააგენტოებთან, მათ შორის იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან, ისევე როგორც აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრებთან და კერძო სექტორის ორგანიზაციებთან.


2020 წლის 7 თებერვლის ანუ კორონავირუსის საპასუხოდ განხორციელებული პირველი ქმედების შემდეგ ADB-ს 225 მილიონ აშშ დოლარზე მეტი აქვს გამოყოფილი წევრ განვითარებად ქვეყნებში მთავრობებისა და ბიზნესებისთვის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ამ ეტაპზე ბანკის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ განხორციელებული საპასუხო ქმედებები მოიცავს შემდეგ ოპერაციებს:

• 7 თებერვალი, 2020წ.: 2 მილიონი აშშ დოლარის გრანტი ინფექციური დაავადებების პრევენციის, დადგენის და საპასუხო ქმედებების გასაძლიერებლად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და დიდი მეკონგის ქვერეგიონში;

• 25 თებერვალი, 2020წ.: 130 მილიონი ჩინური იუანის (18.6 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის კერძო სექტორის სესხი გაცემული უჰანში არსებული სადისტრიბუციო ფარმაცევტული კომპანიისთვის აუცილებელი დამცავი სამედიცინო და პირადი აღჭურვილობის მიწოდების ჯაჭვის უწყვეტად შესანარჩუნებლად;

• 26 თებერვალი, 2020წ.: მეორე საგრანტო ფანჯარა შეიქმნა საწყისი 2 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით წევრი განვითარებადი ქვეყნების კორონავირუსის წინააღმდეგ ქმედებების განსახორციელებლად. ამ საგრანტო ფანჯრისთვის მობილიზებულია დამატებითი ფინანსებიც;

• 12 მარტი, 2020წ.: 200 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო ADB-ის მომარაგებს ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, კორონავირუსის წინააღმდეგ საჭირო მედიკამენტებისა და აღჭურვილობის მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანიებისთვის. პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით ADB-ს აქვს შესაძლებლობა ასეთ კომპანიებს სამუშაოდ აუცილებელი კაპიტალი გამოუყოს;

• 13 მარტი, 2020წ.: 3 მილიონი აშშ დოლარის გრანტი გამოიყო COVID-19-ის წინააღმდეგ ფილიპინების მთავრობის საპასუხო ქმედებებისთვის, მათ შორის გადაუდებელი სამედიცინო მარაგებისა და ეფექტიანი ჯანდაცვის სერვისების მიწოდებისთვის;

• 13 მარტი, 2020წ.: 600 000 აშშ დოლარის გრანტი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების პროექტის ფარგლებში გამოიყო შრი-ლანკაში კორონავირუსის წინააღმდეგ პრევენციული და საპასუხო ზომების დასაფინანსებლად, მათ შორის დაავადების შესწავლისა და სამედიცინო მარაგისა და აღჭურვილობის შესაძენად;

• 13 მარტი, 2020წ.: 100 000 აშშ დოლარი გამოიყო ტაჯიკეთში დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის ინტეგრირებული პროექტიდან COVID-19-ის პრევენციისა და შედეგების შემცირების მიზნით, სამედიცინო მარაგისა და აღჭურვილობის დასაფინანსებლად;

• 18 მარტი, 2020წ.: 1.4 მილიონი აშშ დოლარი გამოიყო მონღოლეთში ჯანდაცვის სექტორის განვითარების მეხუთე პროექტიდან მწვავე რესპირატორული დაავადებების ადრეული აღმოჩენის, გადაუდებელი მკურნალობისა და მართვისთვის საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად. ADB-მა ასევე გამოყო 225 000 აშშ დოლარის ოდენობის მცირე ტექნიკური დახმარება მონღოლეთში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ეროვნული სისტემის გასაძლიერებლად.


ფინანსური ინსტრუმენტები, რომელთა საშუალებით ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები განხორციელდა ADB-ის წევრი ყველა განვითარებადი ქვეყნისთვისაა ხელმისაწვდომი. 

თეგები:
ADB



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up