აზიელი მილიონერები ყველაზე სწრაფად მდიდრდებიან

აზიელი მილიონერები ყველაზე სწრაფად მდიდრდებიან

person access_time2016-06-23 15:30:36

აზიელი მილიონერები ჩრდ. ამერიკის კონტინენტზე მყოფ მილიონერებზე მეტ ქონებას აკონტროლებენ. აღნიშნულ ინფორმაციას კონსალტინგ ჯგუფი, Capgemini ახალ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს. 2015 წელს აზიელი მილიონერების ქონება 9.9%-ით გაიზარდა. აშშ-სა და და კანადაში საფონდო ბირჟების სისუსტემ კი ადგილობრივი მილიონერების ქონების მხოლოდ 2.3%-იანი ზრდა გამოიწვია. რაც შეეხება ლათინურ ამერიკას, პოლიტიკურმა არამდგრადობამ და ბრაზილიაში საფონდო ბირჟაზე მიმდინარე რყევებმა შედეგი გამოიღო - მილიონერების ქონება 3.7%-ით შემცირდა. 


ევროპაში 4.8%-იანი ზრდა სტაბილურობას ინარჩუნებს, რაშიც მთავარი წვლილი ესპანეთსა და ჰოლანდიას მიუძღვის. აზიელთა ქონება ბოლო 7 წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდება. 2015 წელს აზიის უმდიდრესი ადამიანების საერთო ქონებამ $17.4 ტრილიონი შეადგინა (2006 წელს მათი ქონების ოდენობა $8.4 მილიარდი იყო). რაც შეეხება ჩრდ. ამერიკას, უმდიდრესი ადამიანები $16.6 მილიარდს ფლობენ - $5.4 მილიარდით მეტს, ვიდრე 2006 წელს. აზიაში სიმდიდრის ზრდა ტექნოლოგიების, ფინანსური და ჯანდაცვითი ინსტიტუტების განვითარების დამსახურებაა. 



ამაში მთავარი წვლილი სტარტაპების (და არა სხვა, ძველი ბიზნესების) განვითარებამ შეიტანა. კონტინენტზე არსებულ 5 100 ათასი მილიონერიდან 2.7 მილიონი იაპონიის, 1 მილიონი კი ჩინეთის მოქალაქეა. ამერიკელ მილიონერთა რაოდენობა კი 4.5-ს შეადგენს. გლობალურად მსოფლიო სიმდიდრე კი სულ უფრო  იზრდება. თუკი 1996 წელს მსოფლიო სიმდიდრის რაოდენობა $16.6 ტრილიონს შეადგენდა, 2015 წელს მან $58.7 ტრილიონი შეადგინა. Capgemini-ის შეფასებით, 2025 წელს მსოფლიო ქონების საერთო ოდენობა $100 ტრილიონზე მეტი იქნება.




მამუკა ხაზარაძე: „პროკურატურამ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღა“

მამუკა ხაზარაძე: „პროკურატურამ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღა“
access_time2019-08-20 20:34:59
თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ: „დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება. ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს...

“ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა“ - რა შეიცვლა ესტონეთში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ - გიორგი ქადაგიძის პოსტი

“ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა“  -  რა შეიცვლა ესტონეთში დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ - გიორგი ქადაგიძის პოსტი
access_time2019-08-20 19:30:07
1991 წლის 20 აგვისტოს, საღამოს 11 საათზე ესტონეთმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა — რა შეიცვალა 28 წლის შემდეგ —  ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის facebook  პოსტს უცვლელად გთავაზობთ: ესტონეთი არის ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა (საქართველოზე 3-ჯერ მდიდარი). 2. ესტონეთი არის...

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია ROKU. Inc-ის აქციები ნებისმიერი ინვესტორის პორტფელში უნდა არსებობდეს

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია ROKU. Inc-ის აქციები ნებისმიერი ინვესტორის პორტფელში უნდა არსებობდეს
access_time2019-08-20 20:00:21
მოგესალმებით. დღეს მინდა ვისაუბრო კომპანიაზე, რომლის აქციებიც შევიძინეთ 2017 წლის 21 ნოემბერს. აქციების შეძენა მოხდა $38 დოლარად. ამ დროისთვის კომპანიის აქციის ფასია $131 დოლარი. რაც ინვესტირებული თანხის 240%-იან ზრდას შეადგენს. მე JDinvestment-ის პორტფელში ამ დროსითვის რამოდენიმე კომპანიის აქცია მაქვს მფლობელობაში. მათ შორის არის კომპანია...

კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co-მ , რომელსაც ტენდერებში მონაწილეობა მსოფლიო ბანკმა აუკრძალა, 2017 წელს 129,843,076 ლარის შემოსავალი მიიღო

კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co-მ , რომელსაც ტენდერებში მონაწილეობა მსოფლიო ბანკმა აუკრძალა, 2017 წელს 129,843,076 ლარის შემოსავალი მიიღო
access_time2019-08-20 18:30:57
კომპანია China Railway 23rd Bureau Group Co, რომელსაც მსოფლიო ბანკმა ტენდერებში მონაწილეობა დროებით აუკრძალა, საქართველოში სხვადასხვა პროექტთან ერთად, ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13 კმ-იან მონაკვეთს ააშენებს. გამარჯვებული კომპანია სწორედ ტენდერის შედეგად გამოვლინდა, თუმცა, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ეს იქამდე მოხდა, ვიდრე მას ტენდერებში მონაწილეობა აეკრძალებოდა. ცნობისათვის, მსოფლიო ბანკმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმსხვილეს...

სილქროუდ ჯგუფის განცხადება „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით: ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის გასაცემად

სილქროუდ ჯგუფის განცხადება „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით:  ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის გასაცემად
access_time2019-08-20 16:30:56
  პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით სილქროუდ ჯგუფი ავრცელებს საჯარო განცხადებას. “კომერსანტი გთავაზობთ ტექსტს უცვლელად: „რივიერას ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით უკვე ჩატარდა 8 საჯარო განხილვა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოში განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტებისთვის. ჩვენ ყველა დაინტერესებულ მხარეს მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია და მოვისმინეთ მათი პოზიცია. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე შეხვედრა...


მსგავსი სიახლეები

up