აზიელი და აფრიკელი მიგრანტები - ლუკაშნეკოს ახალი იარაღი ევროპის წინაამღდეგ

აზიელი და აფრიკელი მიგრანტები - ლუკაშნეკოს ახალი იარაღი ევროპის წინაამღდეგ

access_time2021-07-07 19:00:35

ბელარუსმა  დიქტატორმა ალექსანდრ ლუკაშენკომ თავისი მუქარის აღსრულება დაიწყო და ევროკავშირს ლტოლვილები მიუსია - განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ლიეტუვა აღმოჩნდა, რომელმაც საგანგებო მდგომარეობა შემოიღო.

 

აი უკვე რამდენიმე დღეა, ლიეტუვას სასაზღვრო სამსახური ყოველდღიურად საზღვარზე ასობით ლტოლტილს აკავებს, რომლებიც ბელარუსის გავლით ევროკავშირში გადასვლას ცდილობრენ.

 

2021 წლის დასაწყისიდან ლიეტუვის და ბელარუსის საზღვაზე 1200-ზე მეტი უკანონო მიგრანტია დაკავებული და ეს მაშინ, როდესაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში - მხოლოდ 81.

 

ოფიციალური ვილნიუსი ამას ევროკავშირის წინაამღდეგ ლუკაშენკოს მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილად მიიჩნევს - წლის დასაწყისში მისნსკელი დიქტატორი ევროპას ღიად ემუქრებოდა, რომ ის საზღვარზე ნარკოტიკებს და მიგრანტებს აჩერდება, მაგრამ ეს ვითარება მალე შეიცვლებოდა.

 

სწორედ ამ შეცვლის პროცესს ვხედავთ ლიეტუვაში, რომელიც მიგრაციული კრიზისის ზღვარზეა.

 

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 3-მილიონიანი ქვეყნის ყველა რეგიონულ ხელისუფლებას შეძლებისდავგვარად მიგრანტების მიღება სთხოვა და მათგან პასუხს უახლოესი დღეების მანძილზე ელის.

 

ამ დროისთვის მიგრანტებს - ძირითადად ერაყიდან, ირანიდან, სირიიდან და აფრიკის ქვეყნებიდან ქალაქ პაბარდაში დაჩქარებულ რეჟიმში გახსნილ ლტოლვილთა ბანაკში ათავსებენ. ასევე იგეგმება კიდევ ერთი კარვების ქალაქის აშენება.


 

ლიეტუვას მთავრობა სიტუაციის გასაკონტროლებლად საჯარისო ნაწილების და მსროლელთა ასოციაციის წევრების მობილიზებას ცდილობს.

 

ვილნიუსის მერმა რემიგიუს შიმაშუსმა ლტოლვილების განთასებაზე უარი უკვე განაცხადა, რადგანაც მათ სათანადო საცხოვრებელ ადგილებს ვერ გამოუყოფს.

 

„ჩვენ მკაფიოდ უნდა აუხსნათ საერთაშორისო საზოგადოებას და პოტენციურ მიგრანტებს, რომ ლიეტუვა არაა ის ქვეყანა. რომელიც მათ კარებს გაუხსნის და ისინი აქ კარგად და ლაღად იცხოვრებენ“,  - განაცხადა მერმა.

 

მისი თქმით, მიგრანტების შესაჩერებლად საგანგებო ზომებია მისაღები, წინაამდეგ შემთხვევაში მათი რაოდენობა ათობით ათასამდე გაიზრდება, ეს კი ლიეტუვას სრულფასოვანი ჰუმანიტარული კრიზისით ემუქრება.

 

ლიეტუვის წარმომადგენლები ასევე თურქეთში და ერაყში გამგზავრებას გეგმავენ ლტოლვილების უკან დაბრუნების საკითხის განსახილველად.

 

ასევე არსებობს ინფორმაცია,  რომ მიგრანტების ბელარუსის ტერიტორიაზე აგროვებდნენ და ორგანიზებული ჯგუფებით ლიეტუვაში გადაჰყავდათ და ეს კაგრად დაგეგმილი სპეცოპერაციაა ევროკავშირის წინაამდეგ.

 

საზღვრების დაცვის ევროპული სააგენტო რამდენიმე ათეულ თანამშრომელს და ავტოტრანსპორტს ლიეტუვაში და ლატვიაში აგზავნის. სააგენტომ ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს დამატებით პერსონალის გამოყოფას სთხოვს, რადგანაც პრობლემის მასშტაბებიდან გამომდინარე, დღეისთვის არსებული თანამშრომლების რაოდენობა საკმარისი არ არის.

 

სააგენტოს წარმომადგენელმა ბელარუსი პირდაპირ არ დაასახელა, თუმცა, გასაგებად მიანიშნა ლუკაშენკის რეჟიმზე.

 

„ჩვენ აშკარად ვხედავთ ტენდენციას, როდესაც ევროკავშირის ფარგლებს გარეთ გარკვეული ქვეყნები ლტოლვილების პრობლემას პოლიტიკურ იარაღად იყენებენ“, - განაცხადა მან.

 

faz.net




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up