აზეულას ციხესიმაგრე და ტურისტული ბილიკი განათდა

აზეულას ციხესიმაგრე და ტურისტული ბილიკი განათდა

access_time2018-09-25 10:19:41


კოჯორში, აზეულას ციხესიმაგრე და ტურისტული ბილიკი განათდა.


ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ციხესიმაგრეზე, იუნკერების მემორიალსა და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაზე ორფეროვანი მხატვრული განათების სისტემა მოეწყო, მისასვლელ გზასა და ბილიკებზე კი 50-მდე ლედ სანათი დამონტაჟდა.



მიმდინარე სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ, მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ და „თბილსერვისი ჯგუფის“ დირექტორის პირველმა მოადგილემ დავით დოლიძემ დაათვალიერეს.




„კოჯორს აქვს საუკეთესო პოტენციალი გახდეს მიმზიდველი კურორტი, სადაც განვითარდება სათავგადასავლო ტურიზმი. ამ მიმართულებით განსაკუთრებით საინტერესოა აზეულას ციხე, სადაც დღეს ახალი ტურისტული ბილიკისთვის განათების ქსელი მოეწყო. ამ ადგილის პოპულარიზაციის, ტურისტული მარშრუტების განვითარების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გეგმავს სალაშქრო ბილიკების განვითარებას და მომავალი ტურისტული სეზონისთვის კოჯრიდან რამდენიმე მიმართულებით მოვაწყობთ საფეხმავლო/სალაშქრო ბილიკების ქსელს. ეს იქნება: კოჯორი- კიკეთი; კოჯორი- ასურეთი; კოჯორი-ღოუბანი.“-განაცხადაც გიორგი ჩოგოვაძემ.



სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობამ „თბილსერვისის ჯგუფთან“ ერთად შეასრულა. განათების ქსელი 2 კმ-იან მანძილს მოიცავს. პროექტში ჩართულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
აზეულას ციხესიმაგრე თბილისიდან სამხრეთით, დაბა კოჯორში ზღვის დონიდან 1250 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. თავდაპირველი ნაგებობა აღნიშნულ ტერიტორიაზე IX საუკუნეში აშენდა.





როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება

როგორი იქნება სპორტული მედიცინის ცენტრი, რომელიც თბილისში აშენდება
access_time2021-07-30 16:00:51
თბილისში სპორტული მედიცინის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, - ამის შესახებ jandacva.ge-ს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა ხათუნა საგანელიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სპორტული რეაბილიტაციის ცენტრს ააშენებს. მისი ინფორმაციით, დაწყებულია კონკრეტული მოლაპარაკებები სპორტული მედიცინის ცენტრების მშენებლობაზე, აღჭურვაზე, ექიმების და რეაბილიტოგების გადამზადებაზე. საგანელიძის განმარტებით, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი...

განათლების მინისტრი სასკოლო რეფორმაში ფინურ გამოცდილებას გაითვალისწინებს

განათლების მინისტრი სასკოლო რეფორმაში ფინურ გამოცდილებას გაითვალისწინებს
access_time2021-07-30 12:30:08
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად განათლების სისტემის 10 წლიანი განვითარების გეგმა წარადგინა. მიხეილ ჩხენკელის განცხედებით სკოლებში ესტონური და ფინური გამოცდილების გათვალისწინებით ინტენსიურად მიმდინარეობს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი, რომელიც 2024 წელს დასრულდება. განათლების მინისტრის განმარტებით სწავლების მეთოდოლოგიის შეცვლა მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას შეუწყობს...

კომფორტის ფასი თბილისის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებში

კომფორტის ფასი თბილისის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებში
access_time2021-07-30 15:00:52
თბილისის პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსში მობინადრეების ცხოვრების ხარჯი, კომუნალური გადასახადების გამოკლებით, 400-600 ლარს აღწევს. ამ თანხაში შედის საცხოვრებელი არეალის - სადარბაზოებისა და ეზოების, გამწვანების, ლიფტის, საცურაო აუზების, სასეირნო და სარბენი ბილიკების და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ხარჯი. ამ პროცესს დეველოპერი დაქირავებული კომპანიების საშუალებით უზრუნველყოფს ან ასეთ ფირმებს თავად  ამხანაგობები ქირაობენ. მომსახურების...

ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა

ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა
access_time2021-07-30 11:20:36
ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.  მთლიანად, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკა 12.7%-ით გაიზარდა, საიდანაც თუ პირველ კვარტალში ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა, მეორე კვარტალში რეკორდული - 29.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. საქსტატის ცნობით 2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა,...

სამსუნგის Bespoke მაცივარი - შექმნილია შენთვის, შენს მიერ

სამსუნგის Bespoke მაცივარი - შექმნილია შენთვის, შენს მიერ
access_time2021-07-30 09:55:37
საოჯახო მოწყობილობები იშვათად გვათავაზობს განსაკუთრებულ დიზაინსა თუ ფერებს ჩვენი სამზარეულოსთვის, თუმცა სამზარეულო დამთანხმებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი ოთახია სახლში; Samsung მიზნად ისახავს შეცვალოს სტანდარტული მიდგომები Bespoke Appliance ინიციატივით. სწორედ ამისი ნათელი მაგალითია  Bespoke მაცივარი, რომელიც ინოვაიური და ახალი სიტყვაა საოჯახო ტექნიკის წარმოებაში. კორეული გიგანტისათვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო მომხმარელებთა აზრი და უკუკავშირი. ეს პროდუქტიც...


მსგავსი სიახლეები

up