აზერბაიჯანული საფრთხე: რამდენად საშიშია ტრანსკასპიური გაზსადენი „გაზპრომისთვის“?

აზერბაიჯანული საფრთხე: რამდენად საშიშია ტრანსკასპიური გაზსადენი „გაზპრომისთვის“?

access_time2018-05-30 19:30:19


 

29 მაისს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა  სამხრეთ დერფენის პირველი მილსადენი გახსანა, რომლითაც კასპიური გაზი  ევროპის მიმართულებით გავა.


ახალი მარშრუტი ბოლომდე 2020 წელს დაიტვირთება და მისი გამტარუნარიანობა  16 მლრდ. კუბურ მეტრს მიაღწევს. ამ რაოდენობიდან 6 მლრდ. კუბურ მეტრი დარჩება თურქეთში, 10 კი  სამხრეთ ევროპას მიეწოდება.


ახალი გაზსაქაჩი სადგურების მშენებლობის ხარჯზე 2026  წლის შემდეგ გაზსადენის სიმძლავრე  31 მლრდ. - მდე  გაიზრდება.


„დღეს პროექტში ჩართულია 7 ქვეყანა - აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, ალბანეთი და იტალია. დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ ეტაპზე ჩვენ შემოგვიერთდება კიდევ 3  ბალკანური ქვეყანა - ბოსნია, ხორვატია  და ჩერნოგორია,“ - განაცხადა ალიევმა გაზსადენის გახსნის ცერემონიაზე.


მისი თქმით, ამ პროექტს  ბევრმა ქვეყანამ გაუწია ეკონომიკური და პოლიტიკური  მხარდაჭერა - მათ შორის აშშ-მ და ბრიტანეთმა.


რა მიზნებს ისახავს ახალი პროექტი?


ილჰამ ალიევის თქმით, სამხრეთ დერეფანის გაზის მყიდველებს შორის იქნება 9 მსხვილი ევროპული კომპანია - ჰოლანდიური Shell, ბულგარული Bulgargas, ბერძნული DEPA, გერმანული Uniper, ფრანგულული Engie, იტალიური Hera Trading, Edison, Enel და შვეიცარიული  AXPO.


„მილსადენი არის ჩვენი კომპანიისთვის პორტფელის დივერსიფიკაციის სერიოზული ინსტრუმენტი, რომელიც ამცირებს ჩვენს დამოკიდებულებას მიმდინარე ფასებზე“ - გამნაცხადა AXPO-ს წარმომადგებელმა.



ამავე დროს სამხერთ დერეფანზე არ მოქმედებს ევროკავშირის მესამე ენერგოპაკეტის პირობა, რომლის თანახმადაც, აკრძალულია ერთი კომპანიის მიერ მილსადენის 100%-ით კონტროლი -  ევროკომისიამ სოკარს მისცა  უფლება მთლიანად აავსოს თავისი გაზსადენი საკუთარი გაზით.


იქნება თუ არა სამხრეთ დერეფნის გაზი რუსული „გაზპრომის“ კონკურენტი?


პროექტი აუცილებლად იქნება „გაზპრომის“  კონკურეტნი, იმის მიუხედავად, რომ პირველ ეტაპზე არაა საუბარი დიდ ოდენობაზე - 10 მლრდ. კუბური მეტრი გაზი  ევროპისთვის და 6  მლრდ. კუბური მეტრი თურქეთისთვის. გასათვალისწინებელია ის, რომ რუსეთი თურქეთს წელიწადში 29 მლრდ. კუბურ მეტრ გაზს აწვდის, ხოლო ევროპას - 192 მლრდ.-ს. შესაბამისად, ამ ეტაპზე სამხრეთ დერეფანი არ შეიცავს კრიტიკულ საფრთხეს რუსული ენერგოგიგანტისთვის, თუმცა ეს - მხოლოდ ამ ეტაპზე.


სტრატეგიული თვალსაზრისით, მილსადენი გაზრდის აზერბაიაჯანის როლს არა მხოლოდ როგორც მწაროებლის, არამედ როგორც ტრანზიტორის  - იმ პირობებში, როდესაც გაზსადენის გამტარუნარიანობა შეიძლება გაიზარდოს 31 მლრდ. კუბომეტრამე, ის მარშრუტი გახდება მიმზიდველი კასპიის რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც.


Wood Mackenzie-ის პროგნოზით, ევროპაში გაზის მოხმარება 541-დან 546 მლრდ. კუბომეტრამდე გაიზრდება. 2017 წელს „გაზპომის“ წილი ევროპულ ბაზარზე  33,1%-დან 34,7%-მდე გაიზარდა, 2030 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი მიაღწევს 35-38%-ს.


 „გაზრპომისთვის“ საყურადღებოა არა დღევანდელი სიტუაცია, არამედ სამხრეთ დერეფნის სამომავლო პერსპექტივები. კერძოდ, აზერბაიჯანი ცდილობს  პროექტში ჩართოს ირანი და თურქმენეთი, ეს კი - სულ სხვა დონის თანაშია.


2017 წელს აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ნატიგ ალიევმა განაცხადა, რომ შესაძლებელია გაზსადენის გამოყენება გაზის ტრანზიტისთვის ერაყიდან, ისრაელიდან, და კვიპროსიდან - ამისთვის თურქეთი და აზერნაიჯანი მზად არიან ააშენონ მილსადენი, რომელიც ისრაელის გაზის საბადოს „ლევიათანს“ და სამხრეთ დერეფანს  ერთმანერთთან დააკავშირებს.



ამ შემთხვევაში შესაძლებელი ხდება ამ მარშუტის სატრანზიტო დატვირთვის ზრდამ  წლიურად 60 მლრდ. კუბომეტრს მიაღწიოს - განაცხადა სოკარის ვიცე-პრეზიდენტნა ინვესტიციების და მარკეტინგის საკითხებში ვიტალი ბეგლარბეკოვმა.


ამ ეტაპზე „გაზპრომისთვის“ ყველაზე რეალურ საფრთხეს წარმოადნეგს თურქმენეთის შესაძლო  მიერთება პროექტდან, რაც ჯერ შეუძლებელია კასპიის ზღვის გაურკვეველი სტატუსის გამო.


თუმცა, 2018 წელს იგეგმება ამ თემაზე კონვენციის მიღება, რომელიც  კასპიის რეგიონის ყველა ქვეყანას მილსადენების ინფრასტრუქტურის შექმნის უფლებას მისცემს. ეს ზრდის თურქმენეთის  და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნების სამხრეთ დერეფანთან მიერთების შანსებს.


როგორ შეიცვლება გაზის ფასი ევროპაშო?


ექსპერტების აზრით, სამხრეთ დერეფნით ევროპაში გაზის ტრანსპორტირების დაწყებამ შეიძლება  ფასები 3-5%-ით დაწიოს, რაც არაა კრიტიკული რუსეთისვის.


ამავე დროს კასპიური მილსადენის ამოქმედება იძლევა რუსეთის და აზერბაიჯანის თანამშომლობის შესაძლებლობას - ექსპორტის ზრდის გამო აზერბაიჯანს არ ჰყოფნის გაზი შიდა მოხმარებისთვის.  ამიტომაც 2017 წლის ნოემბერში სოკარმა და „გაზრპომ ექსპორტმა“ ხელი მოაწერეს კონტრაქტზე  აზერბაიჯანში 1,6 მლრდ. კუბური მეტრი რუსული გაზის მოწიდებასთან დაკავშირებით.



თეორიულად არ გამოირიცხება სამხრეთ დერეფნის სატრანზიტო შესაძლებლობების გამოყენება რუსეთის მიერ - ამის შესახებ  ჯერკიდევ 2017 წლის ივნისში  „გაზპრომის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ალექსამდრ მედვედევმა განაცხადა.


„კასპიური გაზსადენი შეიძლება არ აივსოს ბოლოდე, და ეს არ არის ნორმალური სიტუაცია. თეორიულად, ჩვენ შეგვიძლია ამ მილის გამოყენება სამხრეთ ევროპაშო გაზის ტრანზიტისთვის, თუმცა ამაზე უნდა იფიქრონ გაზსადენის მეპატრონეებმა“ - განაცხადა მან.




ნათია მეზვრიშვილი - ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 881 პირი გამოჯანმრთელდა

ნათია მეზვრიშვილი -  ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო  2 881 პირი გამოჯანმრთელდა
access_time2020-10-31 10:49:45
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.       მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა  და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.       „დღეის...

როგორ უნდა მივცეთ ხმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში [ვიდეო]

როგორ უნდა მივცეთ ხმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში [ვიდეო]
access_time2020-10-31 08:32:01
ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს ვიდეოინსტრუქციას, თუ როგორ უნდა მივცეთ ხმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში.   ცესკო-ში აღნიშნავენ, რომ კენჭისყრის პროცესი უსაფრთხოა და კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებულია ინფექციის გავრცელების ყველა პრევენციული ღონისძიება.   „საარჩევნო უბანზე მისვლისას გაიარეთ მარკირების შემოწმების პროცედურა; კენჭისყრის ოთახში შესვლამდე დაიმუშავეთ ხელები შესასვლელში განთავსებული სადეზინფექციო სითხით; ნაკადის მომწესრიგებელს...

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
access_time2020-10-31 08:05:56
საქართველოში დღეს, 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის მოსახლეობა მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული.   ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის 3 526 023 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათ შორის საზღვარგარეთ – 14 170, ხოლო საქართველოში 3 511 853 ამომრჩეველი.   მთელი ქვეყნის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-30 21:00:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. რას გვპირდებოდა და რა შეასრულა - „ქართული ოცნების“ ყველა ეკონომიკური დაპირება, რომელიც მათ საარჩევნო პროგრამაში ჰქონდათ   „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა!“ - სწორედ ეს იყო 2016 წლის საპარლამეტო არჩევნების წინ ქართული ოცნების ლოზუნგი....

ევროზონა უმძიმეს კრიზისულ პერიოდს ვერ უმკლავდება

ევროზონა უმძიმეს კრიზისულ პერიოდს ვერ უმკლავდება
access_time2020-10-30 19:00:31
გერმანიაში ინდექსი DAX —  გერმანული ეკონომიკის ბარომეტრი - უკვე 4%-ით, საფრანგეთს ძირითადი საბირჟო ინდექსი CAC- 40 კი 3,3%- ით შემცირდა და ამა წლის მარტ-აპრილის დონეს მიუახლოვდა.   საფონდო ინდექსების ვარდნა მთელს ევროპაში მიმდინარეობს.   რა არის ეს? შეშინებული ტრეიდერების გადაჭარბებული რეაქცია? ესეც, ოღონდ არა მხოლოდ ეს. საქმე იმაშია, რომ საფონდო ბაზარმა დაინახა ის, რასაც მოსახლეობა ჯერ ვერ ამჩნევს - ევროზონა პანდემიის მეორე...


მსგავსი სიახლეები

up