"ტრანს-ადრიატიკის" გაზსადენის სამშენებლო სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგ აზერბაიჯანული გაზი ევროპაში წავა, უკვე მზადაა თავისი ფუნქციის შესასრულებლად. კერძოდ, ბოლო შესადუღებელი სამუშაოები ცოტა ხნის წინ დასრულდა. — ამის შესახებ გაზსადენის მმართველი კონსორციუმის TAP-ის განცხადებაშია აღნიშნული.
საუბარია 878 კილომეტრის სიგრძის მილსადენზე, რომელიც ერთმანეთთან კასპიის საბადოებს და იტალიის მიმღებ ტერმინალს დააკავშირებს.
პირველ ეტაპზე, გაზის სამხრეთ დერეფანში შემავალი "ტრანს-ადრიატიკის" გაზსადენით ევროპაში წლიურად 10 მლრდ, კუბური მეტრი გაზი წავა.
ახალაშენებული გაზსადენი წარმოადგენს განშტოებას, რომელიც უფრო ადრე აშენებული ტრანს-ანატოლიური გაზსადენის ბოლო პუნქტში - თურქეთის ქალაქ კიპოიში, საბერძნეთის საზღვართან - იწყება.
ახალი მილი თურქეთიდან მიდის საბერძნეთში, ალბანეთში, და შემდეგ ადრიატიკის ზღვის ფსკერით - სამხრეთ იტალიაში.
ახალი გაზსადენის წყალობით აზერბაიჯანი ბულგარეთის გაზის მომხმარების 33%-ს, საბერძნეთის 20%, და იტალიის 10,5%-ს უზრუნველყოფს.
მოამზადა თენგიზ აბლოთიამ
abc.az