რამ წაახალისა საქართველოში დიზელის კონტრაბანდა

რამ წაახალისა საქართველოში დიზელის კონტრაბანდა

access_time2021-08-31 12:00:48

საქართველოში საწვავი, განსაკუთრებით კი, დიზელი, 100%-ით ძვირი ღირს, ვიდრე მოსაზღვრე აზერბაიჯანში. მართალია, ეს ნავთობის მომპოვებელი და ექსპორტიორი ქვეყანაა და ფასიც დიდწილად ამით არის განპირობებული. ფასების ასეთი მკვეთრი სხვაობა ქვეყანაში აღურიცხავი საწვავის შემოტანის წინაპირობას ქმნის, რისი კონტროლიც რეალურად შეუძლებელია.  ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ,,კომერსანტთან“ ადასტურებს, რომ აზერბაიჯანიდან აღურიცხავი საწვავის, განსაკუთრებით, დიზელის შემოტანის ფაქტები გახშირდა.


,,აზერბაიჯანიდან არალეგალური დიზელის საწვავის შემომტანი არიან სატრანსპორტო საშუალებები, როგორც ტრანზიტული, ასევე კერძო სატვირთო მანქანები, რომლებსაც არასტანდარტული ავზები აქვთ დამონტაჟებული და ამის საშუალებით ახერხებენ დიზელის საწვავის შემოტანას.  არაორგანიზებული ბიზნესია, რომელსაც დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერაფერს ვუხერხებთ. ცხადია, მიზეზი ფასთა შორის დიდი სხვაობაა. აზერბაიჯანში დიზელის ფასი 1,20 ლარის ფარგლებშია, ჩვენთან მინიმუმ 2-ჯერ მეტი ანუ 100%-ით ძვირი ღირს. აღურიცხავი პროდუქტის ჩაბარება ზოგიერთ არაბრენდირებულ სადგურზე ხდება.  ეს პროცესი განსაკუთრებით გააქტიურდა იმ ფონზე, როცა ასეთი მზარდია ფასები, დიზელი რეკორდულად ძვირია და ამ დროს მწარმოებელ ქვეყანაში, როგორიც აზერბაიჯანია, ფასი არ იცვლება“, - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.


საწვავის ფასით საქართველო რეგიონის ლიდერია


გარდა აზერბაიჯანისა, საქართველოში საწვავი უფრო ძვირია, ვიდრე სომხეთში, თურქეთსა და რუსეთში. კერძოდ, საქართველოში საწვავის ფასი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შეადგენს – A-92 მარკის  ბენზინი -0,82 ევროს ,  A-95  მარკის ბენზინის ფასი – 0,86 ევროს , A-98 მარკის  ბენზინი – 0,89 ევროს ; დიზელის საწვავი – 0,81 ევროს. ხოლო ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე სუპერის, რეგულარისა და პრემიუმის ტიპის საწვავის ფასი 3 ლარს აღემატება.


ამასთან მზარდია საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასიც. კერძოდ, BRENT-ის მარკის ნავთობის ფასია $72/ბარელი.


სომხეთში – 1 ლიტრი A-92 მარკის  ბენზინის ფასი შეადგენს  – 0,80 ევროს,  A-95 მარკის ბენზინის ფასი 0,82 ევროა, A-98 მარკის  ბენზინი – 0,85 ევრო, ხოლო დიზელის საწვავის ღირებულება 0,78 ევროს შეადგენს.



აზერბაიჯანის შემთხვევაში,  A-92 მარკის  ბენზინი -0,50 ევროდ ივაჭრება,  A-95  მარკის ბენზინის ფასი – 0,73 ევროა, A-98 მარკის  ბენზინი – 0,80 ევრო; დიზელის საწვავი კი 0,40 ევრო ღირს.


თურქეთში – A-95  მარკის  ბენზინის ფასი – 0,79 ევროს, A-98  მარკის ბენზინი – 0,85 ევროს, დიზელის საწვავი – 0,74 ევროს შეადგენს.


უკრაინაში – A-92 მარკის  ბენზინი – 0,93 ევროდ იყიდება;  A-95  მარკის  ბენზინის ფასი – 0,96 ევროა, A-98  მარკის ბენზინი – 1.02 ევროს, დიზელის საწვავი – 0,90 ევროს.


რუსეთში კი საწვავის ფასი 0.53-0.67 ევროს შორის მერყეობს.


ამდენად, საწვავის ფასით საქართველო რეგიონის ქვეყნებში ლიდერ პოზიციაზეა.


თუმცა, ფასის მიუხედავად, იმპორტი და მოხმარება ქვეყანაში ბოლო 2 წლის მაქსიმუმზეა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2021 წლის იანვარ-ივლისის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 631.4 ათასი ტონა, რაც 23.1 ათასი ტონით, ანუ 3.8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (608.3 ათასი ტონა) შედარებით და 50,1 ათასი ტონით, ანუ 8,6%-ით პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (581,3 ათასი ტონა) შედარებით.


ცნობილია, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის დიზელის უმსხვილესი მომწოდებელია. გასულ წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში გადაიზიდა 214,9 ათასი ტონა, რაც 44,7 ათასი ტონით, ანუ 26,3%-ით მეტია 2019 წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოტანილი დიზელის მოცულობაზე. 

 

მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up