აზერბაიჯანში მოსახლეობას დოლარში გაცემული კრედიტები შესაძლოა ძველი კურსით გადაახდევინონ

აზერბაიჯანში მოსახლეობას დოლარში გაცემული კრედიტები შესაძლოა ძველი კურსით გადაახდევინონ

person access_time2016-01-19 15:07:31

აზერბაიჯანის მთავრობა მოსახლეობისთვის დოლარში აღებული კრედიტების ადრინდელი, დევალვაციამდე კურსით დაბრუნების საკითხს  განიხილავს. ესაა კურსი 1,05, რომელიც მანათის „თავისუფალ მცურავ კურსზე“ გადასვლამდე მოქმედებდა (დღეს, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 1.6028 მანათია).

 

აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის ელმან რუსტამოვის თქმით, ძველ და ახალ კურსს შორის სხვაობის დაფარვას შესაძლოა 250 მილიონი დოლარი დასჭირდეს. ამასთან, საუბარია სესხზე 5 ათას დოლარამდე ფარგლებში.

 

რუსტამოვმა ცენტრალური ბანკის კიდევ ერთი გეგმა გაახმოვანა:  მისი თქმით, იგეგმება შეზღუდვების დაწესება აზერბაიჯანიდან ვალუტის გატანაზე. 



„ცვლილებების თანახმად, შემოღებულ იქნება 20%–იანი მოსაკრებელი იმ მოცულობის ვალუტიდან, რომელიც ქვეყნიდან გადის უძრავი ქონების, მიწის ნაკვეთის, ფასიანი ქაღალდების შეძენის ან პირდაპირი ინვესტირების მიზნით,“ – განაცხადა აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა.


შეგახსენებთ,რომ 21 დეკემბრიდან, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი მანათის „მცურავ კურსზე“ გადავიდა. ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ნავთობის მსოფლიო ფასების ვარდნა გახდა. იმავე დღეს მანათი დოლართან მიმართებაში თითქმის 50%–ით გაუფასურდა. შექმნილ ვითარებაში აზერბაიჯანში დოლარის ყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა.



საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება

საქართველოში ხვალიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება
access_time2021-11-30 20:55:41
ხვალიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება.შეგახსენებთ, რომ მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:• არის სრულად ვაქცინირებული;• გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;• ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;• ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;პანდემიის ეფექტური მართვისა და ბიზნესისა და მოქალაქეების მიერ...

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს – დავით საგანელიძე
access_time2021-11-30 16:55:17
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით, „საპარტნიორო ფონდის“ რეორგანიზაციის პროცესის მოკლე დროში დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ ექსპერტებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრა, სადაც „ფონდის რეორგანიზაციის“ გზებსა და ვარიანტებზე იმსჯელეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა, ლირასთან გამყარდა
access_time2021-11-30 18:00:39
30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3.12 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1200 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 6.02 თეთრით 3.5451-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 4.32 თეთრით 4.1636-მდე, 1000 სომხურ დრამთან 3.38 თეთრით 6.3916-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.95 თეთრით 1.8348-მდე, 100 რუსულ რუბლთან 4.60 თეთრით 4.1660-მდე გაუფასურდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.54 თეთრით 0.2387-მდე...

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა

საპენსიო სააგენტო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს - სამიზნე თეგეტა და ნიკორაა
access_time2021-11-30 16:55:10
საქართველოს საპენსიო სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე კომპანიების ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას იწყებს. ამის შესაძლებლობა ფონდს, 1-ელ ოქტომბერს, სპეცდეპოზიტარად საქართველოს ბანკის შერჩევის შემდეგ...

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით

საგანელიძე: გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით
access_time2021-11-30 16:49:49
საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძე ფონდის რეფორმასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის. „მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს. ის რომ არა, ისევ ვიქნებოდით გაურკვევლობაში. გამოვიცვალეთ ოთხი პრემიერი და ისევ იქ ვიყავით - ყველა ამბობდა კი, მაგრამ ის, რაც მან თქვა, არავის უთქვამს, რეფორმა ადგილიდან არ დაძრულა“, - აცხადებს საგანელიძე. საგანელიძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობასთან...


მსგავსი სიახლეები

up