ბოლო 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 523 შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 20 324 შეადგინა.
დღე-ღამეში 9 კოვიდინფიცრებული გარდაიცვალა, რითაც ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 250-მდე გაიზარდა. კორონავირუსის დამარცხება კი 11 742-მა ადამიანმა შეძლო.
ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დადასტურდა.
imedinews