აზერბაიჯანში დოლარში კრედიტის გაცემა იზღუდება

აზერბაიჯანში დოლარში კრედიტის გაცემა იზღუდება

person access_time2016-04-05 13:51:40

დღეიდან აზერბაიჯანის ბანკები სამომხმარებლო კრედიტების უცხოურ ვალუტაში გაცემას აჩერებენ.


შესაბამისი გადაწყვეტილება ფინანსური ბაზრების კონტროლის პალატის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული. 

 

საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვა ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს,თუმცა პალატა უფლებას იტოვებს, გააგრძელოს ეს ვადა.

 

გარდა ამისა, პალატა ერთი თვის განმავლობაში შეიმუშავებს ახალ რეგულაციებს, რომლებიც უცხოურ ვალუტაში კრედიტის გაცემის პროცესს ეხება.


 

აღნიშნული ზომის მიზანია აზერბაიჯანის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა. 

 

გუშინდელ სხდომაზე პალატის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ რუფატ ასლანლიმ განაცხადა, რომ აზერბაიჯანული ბანკების ლიკვიდობა შესუსტებულია და, რესტრუქტურიზაციის მიუხედავად, ნეგატიური ტენდენციები გრძელდება. 

 

ასევე აღინიშნა, რომ სავალუტო კრედიტების წილის გაზრდის პირობებში შესაძლოა მსესხებლები პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ, ამიტომ ბანკებმა უფრო გონივრული და თავშეკავებული საკრედიტო პოლიტიკა უნდა გაატარონ.

 

ფინანსური ბაზრების კონტროლის პალატა აზერბაიჯანის პრეზიდენტის განკარგულებით მიმდინარე წლის 3 თებერვალს შეიქმნა. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ აზერბაიჯანის ფინანსურ ბაზარს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.



სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა, მხარეები სამხედრო შეტაკებებისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა, მხარეები სამხედრო შეტაკებებისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან
access_time2020-09-27 15:22:10
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ...

არტ შემოდგომა ამბასადორი კაჭრეთში - პირველად საქართველოში ციფრული თეატრის დღეები სასტუმროს ტერიტორიაზე გაიმართება

არტ შემოდგომა ამბასადორი კაჭრეთში - პირველად საქართველოში ციფრული თეატრის დღეები სასტუმროს ტერიტორიაზე გაიმართება
access_time2020-09-27 10:30:29
  ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ჯერ კიდევ მარტში დახურული თეატრების კარი ამ დრომდე დაკეტილია. მსახიობებს რეალიზაციის საშუალება არ აქვთ, მაყურებლებს და გულშემატკივრებს კი კულტურული ღონისძიების დანაკლისი გაუჩნდათ.   სასტუმრო ამბასადორი კაჭრეთი მუდმივად ცდილობს სპორტისა და ხელოვნების ხელშეწყობას, ამიტომ 1 ოქტომრიდან 17 ოქტომბრამდე ციფრული თეატრს უმასპინძლებს.   „ჩვენ მუდმივად ვართ ჩართული კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობაში,...

„სამუშაო ადგილების შენარჩუნება, საკმაოდ რთული იქნება - ასე თუ გაგრძელდა, ბევრი კომპანია დატოვებს ბაზარს და სავაჭრო ობიექტებიც დაიკეტება“

„სამუშაო ადგილების შენარჩუნება, საკმაოდ რთული იქნება - ასე თუ გაგრძელდა, ბევრი კომპანია დატოვებს ბაზარს და სავაჭრო ობიექტებიც დაიკეტება“
access_time2020-09-26 20:00:53
„სავაჭრო კომპანიების 90%, დღეის მდგომარეობით, ზარალში იმყოფება,“- ამის შესახებ „აი სი არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია,...

პანდემია და სეზონური გრიპი - ევროპა საფრთხის წინაშეა

პანდემია და სეზონური გრიპი - ევროპა საფრთხის წინაშეა
access_time2020-09-26 18:00:13
ზაფხულის დასრულების შემდეგ, ევროპა მნიშვნელოვანი პრობლემისა და საფრთხის წინაშეა. აგვისტოს ბოლოდან კოვიდ19-ის შემთხვევებმა სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვნად იმატა. პანდემიას სეზონური გრიპიც ერთვის თან, რაც ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების თქმით, რეალური საფრთხეა და საჭიროა...

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და საარჩევნო შტაბის უფროსს წარმოდგენა არა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე

 პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და საარჩევნო შტაბის უფროსს წარმოდგენა არა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე
access_time2020-09-26 11:28:24
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ილაპარაკა კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოში მშპ-ს ზრდის შესახებ. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი არასწორად, მიმდინარე ფასებში დათვალა და თქვა, რომ...


მსგავსი სიახლეები

up