აზერბაიჯანში კორონავირუსისდადსტურებულმა შემთხვევებმა 2 422 შეადგინა. ჯამში 31 ადამინია დაღუპული.
ადგილობრივი მედია ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყანაში ტესტირება 188 950 ადამიანს ჩაუტარდა. დღეს კორონავირუსზე 7 420 ადამიანი გაიტესტა.
აზერბაიჯანში 4 მაისიდან კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შერბილება დაიწყო.
1-ელ მაისს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი 31 მაისამდე გაახანგრძლივა.
Imedinews