აზერბაიჯანში ახალი ტიპის კორონავირუსითდაავადებულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამივე ახალი შემთხვევა ირანთან არის დაკავშირებული. ისინი უახლოეს წარსულში მეზობელს ქვეყანას სტუმრობდნენ.
ამის პარალელურად ცნობილი ხდება, რომ აშშ-მა კორონავირუსის გამო საკუთარი მოქალაქეებისთვის აზერბაიჯანსა და თურქმენეთში მოგზაურობის საფრთხის დონე აამაღლეს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი კორონავირუსისგავრცელების საფრთხის გამო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, აზერბაიჯანში გამგზავრებაზე კარგად დაფიქრდნენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე აამაღლა თურქმენეთში მოგზაურობის საფრთხის დონეც.
სხვა ქვეყნებთან შედარებით აზერბაიჯანსა და თურქმენეთში კორონავირუსთანდაკავშირებით საგრძნობად მსუბუქი ვითარებაა, თუმცა ისინი ირანის მეზობლები არიან. ისლამურ რესპუბლიკაში კი ახალი ტიპის კორონავირუსის 4 747 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა კი ოფიციალური მონაცემებით 124-ს მიაღწია.
1tv