აზერბაიჯანში დღეიდან, 14 აპრილიდან, იმპორტულ ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთი გაიზარდა. ამის შესახებ დადგენილება ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ერთი თვის წინ, 14 მარტს მიიღო, წერს საინფორმაციო სააგენტო haqqin.az წერს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
დადგენილების თანახმად, ეთილის სპირტზე სააქციზო გადასახადი ერთ ლიტრზე 5,2–დან 6 მანათამდე (10,85 ლარი) იზრდება.
ასევე, ღვინის დისტილაციის შედეგად მიღებული სპირტიანი სასმელების სააქციზო გადასახადი 11,2 მანათიდან 12 მანათამდე (21,71 ლარი) იზრდება.