„კომერსანტი“ რეგიონში - აზერბაიჯანსა და სომხეთში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასით დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებში მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა საშუალოდ 50%-ით იაფია.
თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ფასი 1 წლის წინ გაიზარდა. 2022 წლის 1-ლი თებერვლიდან მეტროს და ავტობუსის ფასი გაორმაგდა და 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარი გახდა.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, ტროლეიბუსით მგზავრობა სომხეთში 50 დრამი (0,33 ლარი) ღირს, მეტრო და ავტობუსი - 100 დრამი, რაც 0,67 ლარის ეკვივალენტია. როგორც გაირკვა, სომხეთში ჯერ არ არის დანერგილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ელექტრონული ანგარისწორების სისტემა, არ აქვთ ბარათები, მგზავრობის საფასურის გადახდა ნაღდი ფულით ხდება.
აზერბაიჯანში მეტროც და ავტობუსიც 0,30 აზერბაიჯანული გეპიკია, რაც დაახლოებით 47 თეთრია. აზერბაიჯანში ტრანსპორტის საფასურის გადახდა BakıKart ბარათითაა შესაძლებელი. მრავალჯერადი ბარათი 2 მანათი (3,08 ლარი) ღირს. 7 წლამდე ბავშვები უფასო მგზავრობის უფლებით სარგებლობენ.
ამ მონაცემების თანახმად, აზერბაიჯანსა და სომხეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საქართველოსთან შედარებით თითქმის 50%-ით იაფია, აზერბაიჯანში 50 თეთრით, სომხეთში - 53 თეთრით.
თუ შევადარებთ ქვეყნებში ინფლაციის დონეს, საქართველოში 2022 წელს წლიური ინფლაცია 10.4%, აზერბაიჯანში - 13,8%, სომხეთში - 8,3%.