აზერბაიჯანმა ინვესტორები გადასახადებისგან 7 წლით გაათავისუფლა

აზერბაიჯანმა ინვესტორები გადასახადებისგან 7 წლით გაათავისუფლა

person access_time2016-02-17 15:30:18

აზერბაიჯანმა ინვესტორები გადასახადების ნაწილისა და საბაჟო გადასახადისგან 7 წლით გაათავისუფლა.


შესაბამისი ცვლილებები საგადასახადო კოდექსსა და საბაჟო ტარიფების შესახებ კანონში, ინვესტიციების წახალისების სერტიფიკატის (investment promotion certificate ანუ certificate of investment) შემოღებასთან დაკავშირებით შედის.

კერძოდ, საგადასახადო კოდექსის ცვლილებები ითვალისწინებს, რომ საინვესტიციო სერტიფიკატის მფლობელები 7 წლით თავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადის 50%–ისა და მიწის გადასახადისგან.

რაც შეეხება საბაჟო ტარიფებს, ისინი უქმდება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ინვესტირების მიზნით შედის ტექნიკა და მოწყობილობები ქვეყნის ეკონომიკისთვის პრიორიტეტულ დარგებში. პრიორიტეტებს შორის კი დასახელებულია ტექნოპარკის მუშაობა, სამრეწველო საწარმოების შექმნა, სამეცნიერო–კვლევითი სამუშაოების ჩატარება და ა.შ.

ინვესტიციების წახალისების სერტიფიკატი აზერბაიჯანში შემოდის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ბრძანების შესაბამისად, რომლის მიზანიც ინვესტიციების წახალისების დამატებითი ზომების მიღებაა. 



ერთ თვეში ეკონომიკის სამინისტრო დაამტკიცებს სერტიფიკატის მიღების თხოვნის განაცხადის ფორმას. 

გადასახადების სამინისტროსა და სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს დავალებული აქვთ საშეღავათო მექანიზმების შემუშავება საინვესტიციო სერტიფიკატების მფლობელებისთვის.


სერტიფიკატის აღება შეუძლიათ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას, განაცხადონ პრეტენზია კანონით დაწესებულ საგადასახადო და საბაჟო შეღავათებზე.

სერტიფიკატის ასაღებად საჭიროა ბიზნეს–გეგმის (საინვესტიციო პროექტის) წარდგენა, ასევე პროექტით გათვალისწინებული ინვესტიციების მინიმუმ 10%–ის დადასტურება. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვალუტის მკვეთრი დევალვაცია მოხდა. ნავთობზე მსოფლიო ფასების ვარდნამ ქვეყანა ეკონომიკის დივერსიფიცირებისა და ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობის წინაშე დააყენა.



გერმანიაში დასაქმების პროგრამა სიღარიბის დაძლევის, სამუშაო ადგილების შექმნისა და სიდუხჭირის აღმოფხვრის გზა ნამდვილად არ არის

გერმანიაში დასაქმების პროგრამა სიღარიბის დაძლევის, სამუშაო ადგილების შექმნისა და სიდუხჭირის აღმოფხვრის გზა ნამდვილად არ არის
access_time2021-02-26 17:10:15
ფერმერთა ასოციაცია ქართველების გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამას ნაწილობრივ აკრიტიკებს. ნინო ზამბახიძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანებს მიგრაციისკენ უბიძგებს. ზამბახიძე ეჭვობს, რომ გერმანიაში 3 თვით წასული მოქალაქეები საქართველოში დაბრუნებისგან თავს შეიკავებენ.   „ქართული შრომის ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა კვალიფიციური კადრები იყო. სოფლის მეურნეობის სექტორი დასაქმების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გახლდათ....

კომპანიას, რომელიც ჯარისკაცებს საკვებით ამარაგებდა, ხელშეკრულება შეუწყდა

კომპანიას, რომელიც ჯარისკაცებს საკვებით ამარაგებდა, ხელშეკრულება შეუწყდა
access_time2021-02-26 16:06:22
კომპანია "ნიმა", რომელმაც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღორის ხორცით მომარაგებაზე გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, ხელშეკრულება შეუწყდება.   მიზეზი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობაა.   სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ მიერ ღორის ხორცის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ნიმა “, რის შემდეგაც აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება. კომპანიამ ვერ უზრუნველყო...

ყველაფერი დაკეტილია, ტურისტი არ შემოდის ქვეყანაში, ეკონომიკის მეტი ვარდნა რომ არ გვაქვს, მიკვირს- გიორგი ქობულია

ყველაფერი დაკეტილია, ტურისტი არ შემოდის  ქვეყანაში, ეკონომიკის მეტი ვარდნა რომ არ გვაქვს, მიკვირს- გიორგი ქობულია
access_time2021-02-26 14:59:30
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია „ბიზნესპარტნიორთან“ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს აფასებს, რომლის მიხედვითაც, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა.   მისი განცხადებით, ეკონომიკის შემცირება ბუნებრივი პროცესია იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკა გაჩერებულია. „როდესაც ტურისტი არ შემოსულა ქვეყანაში, რომლის ეკონომიკის უზარზარი წილი ტურიზმზე დგას, გასაკვირია? რესტორანი არ მუშაობს, მაღაზია დაკეტილია, ტურისტი არ...

როდესაც წელს -11%-იანი ეკონომიკური ვარდნით ვიწყებთ, არავის ჰქონდეს ილუზია, რომ კრიზისის შემდეგ 7-8%-იანი ტემპი გვექნება.“ - ზვიად ხორგუაშვილი

როდესაც წელს -11%-იანი  ეკონომიკური ვარდნით ვიწყებთ, არავის ჰქონდეს ილუზია, რომ კრიზისის შემდეგ 7-8%-იანი ტემპი გვექნება.“ -  ზვიად ხორგუაშვილი
access_time2021-02-26 14:00:08
„იქიდან გამომდინარე, რომ გაჩერებული ვიყავით, ასეთი ეკონომიკური ვარდნა მოსალოდნელიც იყო და დიდი ალბათობით ეს ტენდენცია თებერვალშიც გაგრძელდება. შესაძლოა როგორც იანვარში გვაქვს ეს არ იყოს ორნიშნა რიცხვი, მაგრამ კლების ტენდენცია გარდაუვალია – ასე გამოეხმაურა ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი იანვარში ეკონომიკის 11%-ით შემცირებას. მისი განცხადებით, როდესაც 2020 წელი  6%-იანი...

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა
access_time2021-02-26 11:22:05
წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა,- ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.   „დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 11.5%-იანი ვარდნა “, - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.   მისივე განცხადებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის...


მსგავსი სიახლეები

up