აზერბაიჯანის ოფიციალური მედია საქართველოს ხელისუფლებას სომხეთის მხარდაჭერაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის ოფიციალური მედია საქართველოს ხელისუფლებას სომხეთის მხარდაჭერაში ადანაშაულებს

access_time2020-07-20 01:59:16

გავლენიანი აზერბაიჯანული სახელისუფლებო საიტი haqqin.az სომხეთისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებაში სერბეთს და საქართველოს ამხელს.

 

საიტის სარედაქციო სტატიაში ეს ფაქტი შეფასებულია, როგორც თბილისის მხრიდან ბაქოს მიმართ აშკარა ღალატი და სტრატეგიულ პარტნიორობის წინაამღდეგ გადადგმულ ნაბიჯი.

 

როგორც haqqin.az-მა შეიტყო, სომხეთს და აზერბაიჯანს შორის მორიგ სამხედრო შეტაკებამდე რამდენიმე დღით ადრე, სერბეთიდან სომხეთში საქართველოს გავლით შემოტანილ იქნა ნაღმყტყორცნების ჭურვების დიდი რაოდენობა.

 

აზერბაიჯანის მთავრობას ამის უტყუარი მტკიცებულებები გააჩნია.

 

ასევე, ამავე დღეებში, რუსეთიდან სომხეთისთვის, ასევე საქართველის გავლით, „გრადის’ ტიპის სარაკეტო დანადგარებისთვის დიდი რაოდენობის მიწოდება მოხდა.

 

ეს შეიარაღება სომხურმა მხარემ ტოვუზის რაიონის დასაბობმად გამოიყენა.

 

ამ ფაქტებმა აზერბაიჯანული მხარის სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია - როგორ დაუშვა თბილისმა თავის ტერიტორიის გავლით სამხედრო დანიშნულების ტვირთის სომხეთისთვის მიწოდება მაშინ, როდესაც ეჭვგარეშე იყო ამ შეიარაღების გამოყენების მიზანი - აზერბაიჯანის წინაამღდეგ?

 

სტრატეგიული პარტნიორის - საქართველოს - ეს საქციელი აღშფოთებას იწვევს. საქართველომ რამდენიმე წლის წინ სომხეთში სამხედრო ტვირთების ტრანზიტი თავად აკრძალა. ამ შემთხვევაში გამონაკლისი რატომ იქნა დაშვებული?

 


დაუჯერებელია, რომ თბილისში არ იცოდნენ, ეს ჭურვები რომელი მიმართულებით გაფრინდებოდნენ..

 

და რამდენად თავსებადია ასეთი საქციელი მრავალწლიან ქართულ-აზერბაიჯანულ პარტნიორულ ურთიერთობებთან?

 

კარგადაა ცნობილი, რომ საქართველოსთვის ყველაზე მძიმე დღეებში, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, საგარეო პოლიტიკური რისკების მიუხედავად, აზერბაიჯანი ყოველთვის მას ეხმარებოდა. საკმარისია იმის გახსენებაც, რომ გაზის და ელექტროენერგიის ხაზებზე დივერსიების დროს, როდესაც საქართველოს განათების და გათბობის გარეშე დარჩენა ემუქრებოდა, აზერბაიჯანმა საკუთარი მოსახლეობისთვის გაზის მიწოდება შეამცირა, და ის მეზობლებს გაუყო.

 

როდესაც საქართველო ლიკვიდურობის დეფიციტს განიცდიდა, ბაქოდან თბილისში საქართველოსთვის განკუთვნილი ფული ჩადიოდა, როდესაც 2008 წლის აგვისტოში ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს მეთაური სოლიდარობის გამოსახატად თბილისში მიემგზავრებოდა, ისინი იქ გიანჯის გავლით ჩავიდნენ, ავტომობილებით, რომლებიც მათ ოფიციალურმა ბაქომ გამოუყო.

 

თუმცა, თბილისში ეს ყველაფერი დაივიწყეს.

 

წლების მანძილზე აზერბაიჯანი საქართველოში უმსხვილესი ინვესტორი იყო, და მეზობელი ქვეყნის ეკონომიკაში კოლოსალური თანხები ჩადო. ბაქომ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისთვის ყველაფერი შესაძლებელი გააკეთა.

 

და ამის სანაცვლოდ რა მივიღეთ? აზერბაიჯანელი ინვესტორების საქართველოდან გაძევების დაუმთავრებელი მცდელობები, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით. ეს განსაკუთრებით იმ აზერბაიჯანელ ინვესტორებს შეეხება, ვინც ფულს არაენერგეტიკულ დარგებში აბანდებს  - ხშირად საქართველოს მთავრობა მათი ბიზნესის წართმევას ცდილობს, და ფაქტიურად რეიდერულ მიტაცებას ახორციელებს.

 

აზერბაიჯანი თბილისისგან ზურგში ლახვარს მუდმივად იღებს.

 

ამ ფონზე აზერბაიჯანული საზოგადოების აღშფოთება საქართველოს მხრიდან სომხეთის სამხედრო ამბიციების ირიბი მხარდაჭერის გამო, სავსებით კანონზომიერია.

 

ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს რაიმე მტრულ დამოკიდებულებას ქართველი ხალხისადმი - მეგობრობამ აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის მეგობრობამ მრავალსაუკუნოვანი გამოცდა გაიარა, და მისი დანგრევა არც თუ ისე მარტივია.

 

თუმცა, ის ფაქტი, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ სომხეთში სამხედრო დანიშნულების ტვირთების ტრანზიტზე თვალები დახუჭა, ახსნა-განმარტებას საჭიროებს.

 

რას ნიშნავს ეს, რბილად რომ ვთქვათ, არამეგობრული აქტი? არის თუ არა ეს აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაწყვეტა?

 

თუ ეს ასეა,  თბილისმა ეს ღიად უნდა განაცხადოს, ასეთი შემთხვევაში კი ბაქოსაც მის მიმართ პოზიციის გადახედვა მოუწევს.


წყარო: haqqin.az

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up