აზერბაიჯანის ბანკებს რთული პერიოდი აქვთ

აზერბაიჯანის ბანკებს რთული პერიოდი აქვთ

access_time2020-04-30 17:30:14

აზერბაიჯანის ბანკებს რთული პერიოდი აქვთ. ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა აზერბაიჯანის ოთხ მთავარ ბანკში დროებითი ადმინისტრაცია დანიშნა, სხვებისთვის კი კაპიტალის მოთხოვნები შეამცირა. ამის მიზეზი ნავთობზე ფასების ვარდნის გამო ქვეყნის ფინანსური სისტემის ცუდ ვითარებაში ჩავარდნა გახდა.


მარტიდან, მაშინ როდესაც დაიწყო ნავთობის ფასის კლება, აზერბაიჯანის მთავრობამ განსაკუთრებული ნაბიჯები გადადგა, რათა შეეჩერებინა ეროვნული ვალუტის – მანათის კურსის ვარდნა. მთავრობა ამბობდა, რომ არ მოხდებოდა მანათის გაუფასურება.


მაკროეკონომიკური სტაბილურობა აზერბაიჯანში შენარჩუნებულია. ინფლაცია მისაღებ დონეზეა. მანათი სტაბილურია. ვითარება უცხოურ ბაზარზე ნორმალიზებულია. უფრო მეტიც, ვითარება დამაკმაყოფილებელია საბანკო სექტორში. ლიკვიდობა ნორმალურია, საკრედიტო აქტივობების აღდგენა მიმდინარეობს“, – ეს განცხადება აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელმან რუსტამოვმა 24 აპრილს გააკეთა.


თუმცა, მთავრობის ოპტიმიზმი გასულ უქმეებზე ახალი ძვრების შედეგად შეიცვალა. რუსტამოვის განცხადებიდან მეორე დღეს, ცენტრალურ ბანკში განაცხადეს, რომ ამცირებდნენ კაპიტალის რაოდენობას, რაც ბანკებს უნდა ჰქონოდათ, ვინაიდან ამბობდნენ, რომ ბანკებს ძველი მოთხოვნების დაკმაყოფილება გაუჭირდათ.



27 აპრილს კი ცენტრალურ ბანკში განაცხადეს, რომ ოთხ კომერციულ ბანკს – Atabank-ს, AGBank-ს, NBCBank-ს და Amrakh Bank-ს დროებითი კონტროლის ქვეშ აქცევდნენ. როგორც წყარომ როიტერსს“ განუცხადა, აღნიშნულ ოთხივე ბანკს ლიკვიდობისა და ფინანსური სტაბილურობის პრობლემები აქვს.


ეკონომისტ გუბად იბადოღლუს თქმით, ამჟამინდელი საბანკო კრიზისი სექტორში უფრო სისტემური პრობლემებიდან წარმოიშვა:


სამწუხაროდ, 28 წლის განმავლობაში, ჯანსაღი და კონკურენტული საბანკო ბაზარი ვერ ჩამოყალიბდა აზერბაიჯანში, და ისეთი საბანკო მენეჯმენტი, რომელიც თანამედროვე კორპორატიულ სტანდარტებს პასუხობს. ამ ყველაფრის საფასურის გადახდა პირველ რიგში ბანკის მომხმარებლებს უწევთ, რომლებიც ყველაზე დაზარალებულები არიან“.


ეკონომისტის თქმით, რთულია შექმნილ ვითარებაში პროგნოზის გაკეთება.


forbes.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up