აზერბაიჯანი საქართველოს დამატებით 500–700 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის

აზერბაიჯანი საქართველოს დამატებით 500–700 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის

person access_time2016-02-29 16:17:32

აზერბაიჯანი საქართველოს ყოველწლიურად დამატებით 500 მილიონი კუბური მეტრი გაზით უზრუნველყოფს. ამის შესახებ „სამხრეთის გაზის დერეფნის“ საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში გამართული მინისტრების სხდომის შემდეგ სააგენტო Trend–ს  SOCAR–ის ხელმძღვანელმა როვნაგ აბდულაევმა განუცხადა.


„მანამდე შახ–დენიზიდან საქართველოს წელიწადში 800 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს ვაწვდიდით. ახლა კი ჩვენ შევძელით მიწოდების მოცულობის 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდა ამ მიმართულებით მილსადენის საშუალებით,რომელიც ორ ქვეყანას აკავშირებს,“– განაცხადა მან. 

 

მისივე თქმით, ამჟამად არსებობს შესაძლებლობები დამატებით 500–700 მილიონი კუბური მეტრი გაზის მისაღებად „შახ დენიზისგან“.

 

„ჩვენ შევძლებთ ამ გაზის ნაწილის გამოყენებას აზერბაიჯანში, ნაწილს კი საქართველოსა და თურქეთს მივაწვდით,“ – აღნიშნა აბდულაევმა.


 

„აქამდე ჩვენ არ გვქონდა ტექნიკური შესაძლებლობა, გაგვეზარდა საქართველოსთვის მიწოდება. შემდეგ ჩვენ ვესაუბრეთ „შახ დენიზის“ კონსორციუმს, რის შედეგადაც ზამთარსა და ზაფხულში მიწოდების თანაფარდობა 70/30–ზეა (მანამდე იყო 60/40)“– განაცხადა SOCAR–ის ხელმძღვანელმა.


Trend–ი აღნიშნავს, რომ ყოველწლიურად საქართველოში გაზის მოხმარება დაახლოებით 2,4 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. ამასთან, „შაჰ დენიზი“ ქვეყანას 750–800 მილიონ კუბურ მეტრს მიაწვდის, 1,4 მილიონს სოკარი, კიდევ 200 მილიონ კუბური მეტრის მიწოდებას კი რუსული მხარე უზრუნველყოფს. 2016 წლის მიწოდების მოცულობები ახლა ზუსტდება და მოხმარების დონეზეა დამოკიდებული.


2015 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან 1,51 მილიონი ტონა ნავთობის ეკვივალენტი ბუნებრივი გაზის იმპორტი განახორციელა, რომლის ღირებულებაც 314,3 მილიონ დოლარს შეადგენს.

 

ოფიციალური ინფორმაციით, წლიური დაანგარიშებით, თანხობრივად,  საქართველოში აზერბაიჯანული გაზის იმპორტი 9,4 პროცენტით გაიზარდა. 

 



„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up