საქართველო, აზერბაიჯანი და ირანი ახალ სატრანზიტო მარშრუტს გახსნიან

საქართველო, აზერბაიჯანი და ირანი ახალ სატრანზიტო მარშრუტს გახსნიან

access_time2021-12-08 16:00:33

ირანმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ  სპარსეთის ყურის შავ ზღვასთან დამაკავშირებელი სატრანზიტო მარშრუტის ორგანიზებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. აღნიშნულტან დაკავშირებით საერთაშორისო ტრანზიტისა და ტრანსპორტის დეპარტამენტის ირანული ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ჯავად ჰედაათიმ განაცხადა.



მისი თქმით, აღნიშნული გეგმა ჯერ კიდევ რვა წლის წინ შემუშავდა, თუმცა ამ დრომდე მხარეებს შორის შეთანხმება ვერ ხერხდებოდა.



„აზერბაიჯანის და საქართველოს წარმომადგენლებთან ორი შეხვედრის შემდეგ, ჩვენ მათ შევთავაზეთ ახალი სატრანზიტო დერეფნის შექმნის ინიციატივა რეგიონული კონვერგენციისთვის.  შეთანხმების მთავარი მხარეები საქართველო და ირანი არიან, რადგან ირანი თავისუფალ წყლებს სპარსეთის ყურის გავლით უკავშირდება, ხოლო საქართველოს  ორი მნიშვნელოვანი სავაჭრო პორტი აქვს შავი ზღვის აღმოსავლეთით. მეორე მხრივ, საქართველომ და აზერბაიჯანმა დიდი ძალისხმევა ჩადეს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და განვითარებაში, ამიტომ ჩვენ ვეცადეთ, ამ ორ ქვეყანასთან თანამშრომლობა გაგვეფართოებინა“, - განაცხადა მან. 




შეთანხმების თანახმად, პირველ რიგში, მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში საპილოტე ტვირთები ირანიდან გაიგზავნება აზერბაიჯანში ასტარას საზღვრის გავლით, ასევე შავი ზღვით ბულგარეთში ან აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში საქართველოს პორტების გავლით. 



როგორც ჯავად ჰაადათიმ განაცხადა, ცდილობენ, რომ  პროექტის საპილოტე ფაზა წლის ბოლომდე დაასრულონ  (ირანული კალენდრით, 2022 წლის 20 მარტი), რათა  დაბრკოლებების და პრობლემების იდენტიფიცირება მოხდეს.  



მან ასევე აღნიშნა, რომ სამ ქვეყანას შორის გამართულ ფინალურ შეხვედრაზე შეიქმნება მექანიზმი, რომელიც ტვირთების მიწოდების ღირებულებას და დროს შეამცირებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up