აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესს იკვლევდა - მუხტარლის გაუჩინარების დეტალები

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესს იკვლევდა - მუხტარლის გაუჩინარების დეტალები

access_time2017-05-31 08:53:24

თბილისში გაუჩინარდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი. მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას თქმით, იგი ორშაბათს საღამოს შემდეგ არ ეხმიანებოდა სატელეფონო ზარებს. მუსტაფაევამ მიმართა საქართველოს პოლიციას.


სამშაბათს, დღის მეორე ნახევარში, ცნობილი გახდა, რომ მუხტარლი აზერბაიჯანში იმყოფება. მისი ადვოკატის, ნემათ ქარემლის თქმითაც, მუხტარლი თავად დაუკავშირდა მას ტელეფონით და უთხრა, რომ ადვოკატის დახმარება სჭირდება. მუხტარლის მეუღლემ, ლეილა მუსტაფაევამ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა თავისი მეუღლის პასპორტი, რომელიც თბილისში დარჩა, იმის დასადასტურებლად, რომ მუხტარლი თავისი ნებით არ გამგზავრებულა აზერბაიჯანში.

 

მუხტარლი აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკოსადაა ცნობილი. 2015 წლიდან იგი იძულებული იყო თბილისში ეცხოვრა.

 

ახლახან ერთ-ერთ საიტზე, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ კონტროლდება, გამოქვეყნდა ვრცელი სტატია, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, რომ თბილისში მოქმედებს აზერბაიჯანის ოპოზიციონერთა „იატაკქვეშეთი". მის აქტივისტებს შორის დასახელებულია ფარმან ჯეირანოვი, გეზალ ბაირამლი, აფგან მუხტარლი. აზერბაიჯანული საინტერნეტო ტელეარხის, Meydan TV-ს ცნობით, ჯეირანოვი და ბაირამლი ამ დღეებში დააკავეს - ერთი საქართველოს სამართალდამცველებმა, მეორე კი აზერბაიჯანის საზღვარზე, მას შემდეგ, რაც ის იძულებული გახდა შინ დაბრუნებულიყო, ვინაიდან საქართველომ მას არ გაუგრძელა ვიზა.

 

როგორც მუხტარლის მეუღლემ, ლეილა მუსტაფაევამ განაცხადა სამშაბათს "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში" გამართულ პრესკონფერენციაზე, მისი მეუღლის გაუჩინარება პოლიტიკურად არის მოტივირებული ვინაიდან, მუხტარლი იკვლევდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესს საქართველოში.



ლეილა მუსტაფაევამ მომხდარისთვის საქართველოს ხელისუფლებას დააკისრა პასუხისმგებლობა, ვინაიდან, მისი თქმით, ის თავის ტერიტორიაზე თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევს აზერბაიჯანის სპეცსამსახურებს.

 

აფგან მუხტარლის ადვოკატის, ელჩინ სადიყოვის თქმით, მუხტარლი ორშაბათს საღამოს თბილისში, საკუთარ სახლთან დააკავეს და ძალით ჩასვეს მანქანაში. დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, მაგრამ, მუხტარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ.

 

როგორც აფგან მუხტარლის ადვოკატი ამბობს, მის კლიენტს ტომარა ჩამოაცვეს თავზე და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიჰყავდათ მანქანით გაურკვეველი მიმართულებით. მანქანა ორჯერ გამოიცვალეს. მუხტარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სიტყვებით, როცა მას ტომარა მოხსნეს, იგი აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა.

 

მუხტარლის, რომლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს, აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკაონონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს. ადვოკატ სადიყოვის თქმით, სასამართლო მუხტარლის დაკავების საკითხს დღეს, ოთხშაბათს განიხილავს.

 

„რადიო თავისუფლება“

 

 

 

 



ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-28 18:00:31
28 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.60 თეთრით 3.1052-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.0963 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 2.54 თეთრით 3.6663-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 5.03 თეთრით 4.3091-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.3629-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.80 თეთრით 1.8239-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.40 თეთრით 4.2235-მდე, 1000 სომხურ დრამთან...

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
access_time2021-07-28 15:30:11
21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართული დელეგაციისთვის ეს მესამე მედალია. ვაჟა მარგველაშვილმა და 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 90 კგ-იანი წონითი კატეგორია ქართველი ძიუდოისტებისთვის განსაკუთრებულად წარმატებულია. 2004 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სწორედ ამ წონაში...

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა
access_time2021-07-28 14:50:07
პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება მიუღებელია. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიციურ პარტიებისთვის შეთანხმებაზე ხელმოწერა მკაცრად არ მოუთხოვიათ და ამ ფონზე დოკუმენტის მიმართ ცალმხრივ ერთგულებას მათ ამომრჩეველი არ აპატიებდათ. კობახიძის...

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება
access_time2021-07-28 17:00:06
რუსეთი მზად არის საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განსახილველად, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა. „ჩვენ მზად ვართ ამის (ავიამიმოსვლის აღდგენის პრობლემა) განსახილველად. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს საკითხი გადაწყდება“, – განაცხადა სენატორმა, რომელსაც რუსული სააგენტო ТАСС ციტირებს. ამასთან, კარასინს გაუჭირდა ავიამიმოსვლის განახლების კონკრეტული ვადების დასახელება....

ჰუალინგის თიზ–ისა და BB ლიზინგის ერთობლივი შეთავაზება მეწარმეებს

ჰუალინგის თიზ–ისა და BB ლიზინგის ერთობლივი შეთავაზება მეწარმეებს
access_time2021-07-28 15:45:22
ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასა და ბბ ლიზინგს შორის მნიშვნელოვან პარტნიორობას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ მეწარმეებს ისარგებლონ ჰუალინგ ჯგუფში შემავალი ამ ორი კომპანიის მიერ შექმნილი ერთობლივი უნიკალური შეთავაზებით. შეთავაზებაში მოიაზრება ჰუალინგის თიზ-ში, საწარმოო პროექტებისათვის აუცილებელი მანქანა-დანადგარების ლიზინგის განსაკუთრებული პირობებით დაფინანსებას და ბიზნესისთვის ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებულ საწარმოო სივრცეებით...


მსგავსი სიახლეები

up