აზერბაიაჯანის თავდაცვის მინისტრის ზაკირ ჰასანოვის განცხადებით, „ფართომასშტაბიანი კონტრშეტევის შედეგად, გათავისუფლებულია შვიდი დასახლება, რომელიც სომხეთის მიერ იყო ოკუპირებული“. ეს განცხადება ზაკირ ჰასანოვმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლის დროს გააკეთა.
მანამდე, აზერბაიჯანის თავადაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ „აზერბაიჯანელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს სომხეთის მიერ ოკუპირებული ექვსი სოფელი ფიზული-ჯაბარაილი ფრონტის მიმართულებით.
ჰასანოვმა ასევე თქვა რომ, „კონტრშეტევის დროს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის შეარაღებული ძალების დაცვის ხაზი გაარღვიეს“.
1ტვ