ლევან გოგიჩაიშვილი: „სათამაშო ბიზნესს გავლენიანი მფარველები ჰყავს“

ლევან გოგიჩაიშვილი: „სათამაშო ბიზნესს გავლენიანი მფარველები ჰყავს“

access_time2020-02-04 15:30:21

უკვე ორი თვე გავიდა მას შემდეგ,რაც ლევან გოგიჩაიშვილმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა. დამოუკიდებელი დეპუტატი აზარტული და მომგებიანი თამაშების საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევას უკვე მეორედ ცდილობს. მმართველი გუნდის ყოფილი წევრის მცდელობის მიუხედავად, კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა. საქართველოში ფსონების მიღება ისევ ისეთივე მარტივია, როგორც აქამდე იყო, ისევ ასობით ადამიანი იღებს კრედიტებს აზარტული თამაშების გამო. 

 

„საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის განხილვის ვადა 4 - დან 5 კვირამდეა, ამის შემდეგ საკომიტეტო განხილვები უნდა დაიწყოს. მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ რეგლამენტი კომიტეტებს უფლებას აძლევს ბიუროს მიმართოს და ვადა გააგრძელოს, კანონპროექტის განხილვა უკვე ორი თვეა არ ხდება. ამ საკანონმდებლო ჩანაწერით მათ შეუძლიათ ეს კანონპროექტი საერთოდ არ განიხილონ და რამდენჯერმე გადაავადონ. ჩვენ უნდა ვაიძულოთ „ქართული ოცნება“ აღნიშნული კანონპროექტის კომიტეტებში განხილვა დაიწყოს. ნებისმიერ დეპუტატს, რომ ჰკითხო გეტყვის, რომ ძალიან წუხს იმის გამო, რომ სახელმწიფო ამ პრობლემის წინაშე დგას, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მივა, ეს დეპუტატი ან თავს შეიკავებს კენჭისყრის დროს ან ხელს საერთოდ წითელ ღილაკს დააჭერს, რომ თავის პარტიულ ბოსს ასიამოვნოს“, - განმარტავს ლევან გოგიჩაიშვილი.

 

კითხვაზე- რატომ ფერხდება აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვა, ლევან გოგიჩაიშვილი გვპასუხობს, რომ სათამაშო ბიზნესს გავლენიანი მფარველები ჰყავს. მისი განმარტებით, მმართველ პარტიას არა აქვს ინტერესი, სათამაშო ბიზნესს შეზღუდვები დაუწესოს, რადგან სათამაშო ბიზნესი „ქართული ოცნების“  შავ სალაროს აფინანსებს.

 


„ბუნებრივია, რომ ონლაინ კაზინოების სტატუსკვოს ვერავინ ეხება, რადგან ეს არის დღეში მილიონობით ლარის ბრუნვა, ეს არის თანხები,რომელიც შავ ბუღალტერიაში შედის და რომლითაც ფინასნდება პარტია. ეს არის საპარლამენტო თამაშის წესების დარღვევა, ყველა სიტყვაში იტყუებიან. ჩემი კითხვების საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარეს ბიუროზე ორი გამოსვლა ჰქონდა, სადაც მან პირობა დადო, რომ შემდგომი კვირის დასაწყისიდან დაავალებს კომიტეტებს კანონპროექტის განხილვას, მისი სიტყვების შემდეგ თვეზე მეტი გავიდა. ვერავის ენდობი, ყველა იტყუება. იტყუება ბიძინა ივანიშვილი, იტყუება პრემიერ მინისტრი, იტყუება პარლამენტის თავმჯდომარე, იტყუებიან კომიტეტის თავმჯდომარეები, ბოლო სამი წლის განმავლობაში ქოსატყუილებად ჩამოყალიბდნენ. ყველა ლიდერი ე.წ. უზენაესიდან დაწყებული და ხელის ბიჭი ლიდერბამდე დამთავრებული ყველანი მატყუარებად ჩამოყალიბდნენ. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პროცესი გადავტეხოთ? აუცილებელია მედიის და საზოგადეობის აქტიურობა, ასევე საპარლამენტო მექანიზმების გამოყენება„-აცხადებს დეპუტატი. 

 

ლევან გოგიჩაიშვილი დარწმუნებულია, რომ კანონპროექტს ხელისუფლებაში ლობირებენ. 

 

„აგრესიული მარკეტინგით კიდევ უფრო მეტი ადამიანი იქნება თამაშზე დამოკიდებული, კიდევ უფრო დამძიმდება სოციალური ფონი და კიდევ უფრო მეტად ისარგებლებენ შექმნილი ვითარებით. ვინც ეწინააღმდეგება კანონპროექტის მიღებას იმათ, მოქალაქეები არ უყვართ, ისინი პატივს არ სცემენ ადამიანებს, ტყუილებით და სხვადასხვა ხერხებით საკუთარი კეთილდღეობის ხარჯზე ბევრი ადამიანის მძიმე სოციალურ მდგომაროებაში ჩაგდებას ცდილობენ. არღვევენ კანონებს იმიტომ, რომ რამდენიმე ადამიანი იყოს კარგად ამ ქვეყანაში.  ინსტიტუციური პრობლემები გაქვს კანონის უზენაესობა არ არის, ადამიანები მძიმე სოციალურ მდგომარეობაში არიან და მათი გამო ზარალდება ქვეყნის მომავალი“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

 ბაჩო ადამია

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up