აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა სატელევიზიო ბაზარს გადააწყობს

აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა სატელევიზიო ბაზარს გადააწყობს

access_time2022-01-15 16:00:19

საქართველოს სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი 2022 წლიდან დიდი ცვლილებების წინაშე დადგება. აზარტული თამაშების რეკლამები, რომლებიც ტელევიზიებისთვის 20-25 მილიონ ლარს აგენერირებდა, ფაქტობრივად სრულად აიკრძალება. ახალი რეგულაციები ძალაში მარტიდან შევა და ყველა მაუწყებელს საკუთარი ბიუჯეტების გადაწყობისკენ უბიძგებს.

2021 წლის მდგომარეობით, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი წინა წელთან შედარებით მკვეთრად გაუმჯობესდა და წლის 9 თვეში ჯამური შემოსავლები 55.9 მილიონი ლარი იყო. ეს 2020 წელთან შედარებით 32%-ით, ანუ 13.6 მილიონით მეტია. ზრდა ეკონომიკის აღდგენასთან ერთად საარჩევნო პერიოდმაც განაპირობა, რადგანაც არხებზე მილიონობით ლარის პოლიტიკური რეკლამები განთავსდა.

თუკი ზრდა წლის ბოლომდეც შენარჩუნდა, მაშინ სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის ზომა წელს დაახლოებით 90-95 მილიონი ლარი იქნება. ეს თანხა პანდემიამდელ სარეკლამო შემოსავლებზე მეტი იქნება. თუმცა ზრდა დიდხანს არ შენარჩუნდება და 2022 წლიდან იმ პირობებში, რომ აზარტული თამაშების სატელევიზიო რეკლამები ეთერიდან გაქრება და არც არჩევნები არ არის დაგეგმილი, ტელევიზიებისთვის სარეკლამო დროის გაყიდვა გართულდება.


ტელეკომპანიებს შორის სარეკლამო შემოსავლით პირველ ადგილზე „იმედია”, რომელმაც 2021 წლის 9 თვეში რეკლამებიდან 18.1 მილიონი ლარი მიიღო. მეორე ადგილს „მთავარი არხი“ იკავებს 7.9 მილიონის შემოსავლით, მესამეზე კი „რუსთავი 2”-ია, რომელიც ახლა შეცვლილი სტრუქტურით საქმიანობს და მისი სახელით ეთერში „მედია ჰოლდინგი” მაუწყებლობს. „რუსთავი 2“ + „მედია ჰოლდინგის“ სარეკლამო შემოსავალი 9 თვეში 7.1 მილიონი ლარი იყო.




სარეკლამო შემოსავლები მაუწყებლების ყველაზე მთავარი შემოსავლის წყაროა, თუმცა არა ერთადერთი. 2021 წლის 9 თვეში არხების ჯამური შემოსავალი 112 მილიონი იყო, აქედან რეკლამებზე 55.9 მილიონი ლარი, ანუ 49.5% მოდიოდა. დანარჩენი შემოსავალი კი სახელმწიფო მაუწყებლის შემთხვევაში საბიუჯეტო დაფინანსებას წარმოადგენდა, კერძო მაუწყებლების შემთხვევაში კი დამფუძნებლების მიერ განხორციელებული შენატანები იყო. წელს 9 თვეში სახელმწიფო დაფინანსებამ, რაც საზმაუწყებლისა და აჭარის ტელევიზიის დაფინანსებაა, 36.8 მილიონი შეადგინა, რაც სახელმწიფო მაუწყებელს ყველაზე შემოსავლიან არხად აქცევს. ტელეკომპანიების დამფუძნებელთა შენატანები და არასარეკლამო შემოსავლები კი წელს 20 მილიონი ლარი იყო. უშუალოდ სარეკლამო კომპონენტის შემცირებით, არხები მათ დამფუძნებლებზე კიდევ უფრო მეტად იქნებიან ფინანსურად დამოკიდებული, რაც შესაძლოა, მათ სარედაქციო პოლიტიკაზეც კიდევ უფრო მეტად აისახოს.

სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, განცხადებებს და ტელეშოპინგს მოიცავს.


წყარო: forbes.ge




რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი უკრაინისას 13-ჯერ აჭარბებს

რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი უკრაინისას 13-ჯერ აჭარბებს
access_time2022-01-22 21:00:29
მსოფლიო ელის, როდის შეიჭრება რუსეთი უკრაინაში. 2014 წელს ყირიმისა და დონბასის ნაწილის (ლუგანსკის და დონეცკის ოლქები) ანექსიის შემდეგ, რუსეთი უკრაინას ახალი ომით ემუქრება, რასაც წინ უძღოდა ნატო-რუსეთის საბჭოს უშედეგოდ...

სილქფესტი ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს მომხმარებლებს!

სილქფესტი ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს მომხმარებლებს!
access_time2022-01-22 17:48:07
სილქნეტს 22 და 23 იანვარს მრავალფეროვანი შეთავაზებები აქვს მობილური ქსელის მომხმარებლებისთვის. „სილქფესტის“ ხუთი განსხვავებული პაკეტიდან სასურველი პირობის გააქტიურებას ფიზიკური, იურიდიული პირები კომბინაციით *202# შეძლებენ: 300 წუთი - 5 ₾  5 GB + 100 წუთი - 7 ₾  700 წუთი - 9 ₾ 15 GB უსწრაფესი ინტერნეტი  - 10 ₾ 20 GB უსწრაფესი ინტერნეტი  - 12 ₾ მომხმარებელი არ...

ინფლაციის ყველაზე დიდი რისკი გეოპოლიტიკური არეულობაა - მოსაზრება

ინფლაციის ყველაზე დიდი რისკი გეოპოლიტიკური არეულობაა - მოსაზრება
access_time2022-01-22 19:00:32
ინფლაცია არ არის მხოლოდ ქვეყნის შიდა პრობლემა. შეერთებულ შტატებში წლიური ინფლაცია 7%-ს აღწევს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში. ეს საფრთხეს უქმნის ჯო ბაიდენის...

აშშ-ის “ლეტალური” სამხედრო დახმარება უკრაინაში ჩავიდა

აშშ-ის “ლეტალური” სამხედრო დახმარება უკრაინაში ჩავიდა
access_time2022-01-22 13:00:31
კიევში ამერიკის საელჩოს ცნობით, პარასკევს ღამით უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარების მიწოდება დაიწყო, რაც ქვეყანას რუსეთის შესაძლო ინტერვენციისგან თავის დაცვაში...

რუსული "დიდება" ციფრებში - გიორგი ქადაგიძის მიმოხილვა

რუსული
access_time2022-01-22 18:00:58
დღევანდელ რუსეთს არ გააჩნია არანაირი ფინანსური, სამხედრო თუ ინტელექტუალური რესურსი აწარმოოს თუნდაც საშუალო მასშტაბის და ვადის სამხედრო კამპანია,“-ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე  სოციალურ ქსელში...


მსგავსი სიახლეები

up