აზარტული თამაშების მიზნით შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა - PMCG

აზარტული თამაშების მიზნით შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა - PMCG

access_time2022-10-13 09:00:34

აქტივობების მიხედვით 2022 წლის პირველ ნახევარში ზღვაზე მიმავალი ვიზიტორების წილი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასევე, გაიზარდა იმ ვიზიტორთა წილიც, რომელთა მიერ განხორციელებულ აქტივობებს შორის აზარტული თამაშებია. ამის შესახებ ინფორმაციას, PMC კვლევითი ცენტრი აქვეყნებს.


ტურიზმის ყოველთვიური მიმოხილვა ასევე აღნიშნულია, რომ ისეთ აქტივობები, როგორებიცაა: ნადირობა, თევზაობა, ჯომარდობა, მთამსვლელობა და ცხენოსნობა ამ პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ ყველაზე ნაკლებად მოთხოვნადი აღმოჩნდა.


„2022 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო ვიზიტების ძირითადი მიზნების მიხედვით განაწილებაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ დასვენების/რეკრეაციისა (გაზრდილი 9.1პპ-ით) და მეგობრებთან/ნათესავებთან სტუმრობის (6.1პპ) წილი საერთო ვიზიტებში პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუმცა, ტრანზიტის წილი 4.3პპ-ით, ბიზნეს ვიზიტების 4.1პპ-ით, ხოლო შოპინგის 4.0პპ-ით შემცირდა“,  აღნიშნულია მიმოხილვაში.



აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდან საერთაშორისო ვიზიტების აღდგენის მნიშვნელოვანი დინამიკა შეინიშნება. 2022 წლის I კვარტალში ის გაძლიერდა და II კვარტალში 2019 წლის შესაბამისი პერიოდის საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის თითქმის ნახევარს მიაღწია. 2022 წლის პირველ ნახევარში, წინა პერიოდების მსგავსად, ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელდა: კერძოდ, თურქეთიდან (მთლიანი ვიზიტების 18%), რუსეთიდან (17%) და სომხეთიდან (14%). 2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით, 2022 წელს მსხვილ ტურისტულ ბაზრებს შორის ისრაელიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ პანდემიამდელ მაჩვენებელს 2%-ით გადააჭარბა.


ამავდროულად, მნიშვნელოვნად აღდგა ვიზიტები უკრაინიდან (2019 წლის მაჩვენებლის 86%), ირანიდან (61%), ევროკავშირიდან (53%) და თურქეთიდან (52%). საერთაშორისო ვიზიტების ნაწილობრივი აღდგენის მიუხედავად, 2022 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მთლიანმა დანახარჯმა პანდემიამდელ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად, 21%-ით, გადააჭარბა, ხოლო 2022 წლის II კვარტალში დანახარჯები 2019 წლის II კვარტლის მაჩვენებელს მხოლოდ 6%-ით ჩამორჩებოდა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up