აზარტული თამაშების ბიზნესზე სახელმწიფო კონტროლი ძლიერდება

აზარტული თამაშების ბიზნესზე სახელმწიფო კონტროლი ძლიერდება

access_time2021-07-09 20:00:00

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ იმსჯელა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.



მთავრობის მიერ დაჩქარებული წესით განსახილველად წარმოდგენილი კანონპროექტი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, სათამაშო ბიზნესის შესახებ კანონში არსებული ხარვეზების გასწორებას, ადმინისტრირების გაუმჯობესებას და სხვა პრობლემური საკითხების გადაჭრას ითვალისწინებს.


კანონპროექტის მიღებით და სათამაშო ბიზნესის სფეროში საქართველოს ფარგლებს გარეთ ოპერირების შესაძლებლობით, გაიზრდება მისაღები გადასახადებისა და მოსაკრებლების საერთო რაოდენობა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს.


ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ განმარტა, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის აღებას დაექვემდებარება თამაშობების და არსებითი პროდუქციის მიწოდება, როგორც თამაშობის ორგანიზატორისათვის, ისე, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი პირებისთვის.



შესაბამისად, ასეთი პირები სანებართვო რეგულირების და კონტროლის ფარგლებში დაექვემდებარებიან შემოსავლების სამსახურის მიერ დანერგილი ელექტრონული კონტროლის სისტემაში ჩართვას და ამ გზით, სახელმწიფო მოიპოვებს სრულ წვდომას მათ ფინანსურ ოპერაციებზე და ფინანსური ოპერაციებით ფულის გათეთრების რისკები გამოირიცხება.


„გასულ წელს გავაძლიერეთ აზარტული თამაშების ბიზნესზე სახელმწიფო კონტროლი ქვეყნის შიგნით და წარმოდგენილი ცვლილებით კონტროლის ქვეშ მოექცევა ისეთი საქმიანობა, რომელიც აქამდე არ იყო სისტემური კონტროლის ქვეშ საქართველოს ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.


კანონპროექტის შესაბამისად, ზუსტდება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების დეფინიცია, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებელი პირის ცნება.


კანონპროექტი ითვალისწინებს არსებითი პროდუქციის/მომსახურების განმარტებას.


კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სათამაშო სექტორის საკანონმდებლო ბაზის დახვეწას, პრაქტიკაში გამოკვეთილი ხარვეზების აღმოფხვრას, ეფექტური კონტროლის მექანიზმების შემუშავებასა და ქვეყნის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდას.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up