აზარტული თამაშობები ქვეყნის მთავარი ბიზნესია, რომელსაც საკუთარი ლობი ჰყავს

აზარტული თამაშობები ქვეყნის მთავარი ბიზნესია, რომელსაც საკუთარი ლობი ჰყავს

access_time2020-01-09 10:45:03

“დიდი ფული დიდ გავლენას ქმნის - სათამაშო ბიზნესს ჩვენს ქვეყანაში საკუთარი ლობი ჰყავს.” -ასე აფასებს “კომერსანტთან”  ახალგაზრდა ფინანსისტთა ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე- პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე ინფორმაციას, სადაც ტოპ-10   საწარმოდან, რომელსაც ყველაზე მაღალი ბრუნვა აქვს,  6 სათამაშო ბიზნესია.


როგორც GBC წერს ქვეყნის მთავარი ბიზნესი აზარტული თამაშებია და ის ისეთი საწარმოების გვერდით იკავებს ადგილს, როგორებიცაა „ჯორჯიან მანგანეზი“, „ენერგო-პრო ჯორჯია“, „ტოიოტა კავკასია“ და „სოკარ ჯორჯია გაზი“.

ჯორჯიან მანგანეზი

თუჯის, ფოლადის,ფეროშენადნობების წარმოება

ენერგო-პრო ჯორჯია

ელ/გამანაწელებელი

ტოიოტა კავკასია

ავტომობილებით მოვაჭრე

სოკარ ჯორჯია გაზი

საბითუმო ვაჭრობა გაზით

ბეთლაივი

აზარტული თამაშები

ლიდერ-ბეთ სლოტი

აზარტული თამაშები

ავიატორ

აზარტული თამაშები

მარსი

აზარტული თამაშები

ფულ ჰაუსი 

აზარტული თამაშები

შპს ჩემპიონები 111

აზარტული თამაშები


(ჩამონათვალი არ არის რეიტინგის მიხედვით)


სათამაშო ბიზნესმა პირველობა   2018 წლის მსგავსად, არც  2019  წელს დათმო. მაშინ როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანიიდან 5 სათამაშო ბიზნესი იყო. გაკეთებული განცხადებებისა და რიგი დაპირებების მიუხედავად, რომ ქვეყანაში  აზარტული თამაშები დარეგულირდებოდა, პირიქით მოხდა - მათი რაოდენობა 2019 წელს კიდევ გაიზარდა.

 

ექსპერტის თქმით, ხელისუფლება მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ ჩვენს ქვეყანაში სათამაშო ბიზნესი დარეგულირდეს.  იმ ნათელი სურათის შემდეგ რაც დღეს სახეზეა,  თუ ისევ არ მიიღებენ შესაბამის ზომებს სათამაშო ბიზნესის წინაარმდეგ , მთავრობას დაპარლამენტს მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისრება.“

 

„კომერსანტის“ კითხვაზე როგორ უნდა არეგულირებდეს სახელმწიფო ქვეყანაში აზარტული თამაშების გაზრდილ მაჩვენებელს  „ახალგაზრდა ფინანსისტთა ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე- პრეზიდენტი გვპასუხობს:

 


 “მიუხედავად იმისა, რომ ხელისგულზე გვიდევს საგანგაშო მაჩვენებელი არანაირი რეგულაცია და პოლიტიკური ნება არ ჩანს სახელმწიფოს მხრიდან. მუდმივად კეთდებოდა განცხადებები, რომ იყო მზაობა, პოლიტიკური პარტიების მხრიდან, რომ  სათამაშო ბიზნესის საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცეოდა, თუმცა რეკლამის კანონიც კი ვერ მივიღეთ, არათუ სხვა რეგულაციები. ასევე იყო საუბარი მოთამაშეთა ასაკის შეზღუდვაზეც, თუმცა, შესაბამის ყურადღებას არც მთავრობა და არც პარლამენტი არ იჩენს და საკითხს საუბრის დონეზე ტოვებს. აპირებდნენ ასაკობრივი ზღვარის დაწესებას, რის მიხედვითაც 25 წლამდე პირებს თამაში აეკრძალებოდათ. ჩემი აზრით,  ასაკის  21 წლამდე განსაზღვრა  საკმარისია. რაც შეეხება რეკლამას, შეიძლება არ აიკრძალოს სრულად, მაგრამ ისე როგორც თამბაქოს და ალკოჰოლის შემთხვევაშია- ანუ მაქსიმალურად შეიზღუდოს“-ამბობა კაპანაძე და საგანგაშოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ აზარტული თამაშების ბრუნვამ  რამდენიმე მსხვილ ბიზნესს ათეულში ადგილი არ დაუთმო. 


„ეს მაჩვენებელი მთავრობისთვის და პარლამენტისთვის უნდა იყოს გამოფხიზლების საშუალება. რადგან ციფრები ცხვირწინ გვაქვს ყველას. ამას პარლამენტიც ხედავს, მთავრობაც და მოსახლეობაც.  ჩვენს ქვეყანაში,  ბიზნესი აზარტულმა თამაშებმა შთანთქა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ბრუნვა 2019 წელს 12 მლრდ-ია, ეს ბიზნესი ქვეყანაში ეკონომიკურ დოვლათს ვერ ქმნის. სამაგიეროდ,  უდიდეს მოგებას და შემოსავლებს იღებს მოსახლეობისგან, ამძიმებს სოციალურ ფონს, რომელიც ქვეყანაში ისედაც მძიმეა“-აღნიშნავს კაპანაძე. 


როგორც ცნობილია, საქართველოში აზარტული თამაშეზე დამოკიდებულთა ბაზა უნდა შექმნილიყო,უნდა დარეგულირებულიყო მოთამაშეთა ასაკობრივი ზღვარი,რომელიც 25 წლამდე განისაზღვრებოდა, უნდა შეზღუდულიყო გარე რეკლამები, თუმცა, თბილისის ქუჩებში დღეს სათამაშო ბიზნესის უამრავ სარეკლამო  განცხადებებს შეხვდებით, როგორც ბილბორდებზე ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც.  


ბიზნესი, რომელიც ადამიანების სიცოცხლით თამაშობს დღესაც დაურეგულირებელია და უცნობია, რა პოლიტიკის გატარებას გეგმავს სახელმწიფო მის წინააღმდეგ.

 

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს სათამაშო (აზარტული) ბიზნესის ბრუნვა 128%-ით გაიზარდა. თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 6,050 მლრდ ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13,806 მლრდ ლარი შეადგინა. მაჩვენებელი არც 2019 წელს შეცვლილა და აზარტული თამაშები,  კვლავ ქვეყნის ყველაზე შემოსავლიან ბიზნესად რჩება.





ნათია ლომიძე 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up