„აზარტული თამაშები კი არ იწვევს სიღარიბეს, არამედ სიღარიბე უბიძგებს თამაშისკენ ადამიანს“

„აზარტული თამაშები კი არ იწვევს სიღარიბეს, არამედ სიღარიბე უბიძგებს თამაშისკენ ადამიანს“

access_time2020-01-13 10:50:37

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სათამაშო ინდუსტრიის ბრუნვამ 2019 წელს  12 მლრდ. ლარს მიაღწია. პარალელურად, იზრდება ამ სექტორის წილი მთლიან ბიზნეს ბრუნვაში. ციფრები ნათლად მეტყველებს ქართული ეკონომიკის უკუღმართი განვითარების შესახებ - უმუშევრობა, წარმოების არარსებობა და კადრების დეფიციტი პირდაპირ კავშირშია აზარტული თამაშების პოპულარობასთან. ასევე სწორედ ეს დარგია ჭარბვალიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო.


„კომერსანტი“ დაინტერესდა როგორ აფასებენ ფაქტს დეპუტატები, რომ  ქვეყნის ტოპ 10 საწარმოდან 6 სათამაშო ბიზნესია.


„ვიღაცებს თუ დიდი ბოღმა აქვს,  რომ სათამაშო ბიზნესი არსებობს, ამის გამო ხომ არ გავანადგურებთ  სფეროს“- ასე აფასებს საკითხს მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი. მისი განცხადებით, 10 საწარმოდან რომ 6 აზარტული თამაშების ბიზნესია ნიშნავს, რომ ქვეყანას ეკონომიკა არ აქვს.


„ჩემთვის ის კი არ არის მიუღებელი, რომ აზარტული თამაშები არსებობს ქვეყანაში, არამედ ის, რომ სხვა წარმოება არ გაგვაჩნია და ამაზე უნდა ვიმუშაოთ.   წარმოების მხრივ  ალტერნატივა არ გვაქვს, რომ  ათეულში ადგილი სხვა სფეროებმა დაიკავონ და არა აზარტულმა თამაშებმა.“-ამბობს კახაბერ ოქრიაშვილი და სათამაშო ბიზნესის განვითარებაში ორივე ხელისუფლების პასუხისმგებლობას ხედავს.  


როგორც დეპუტატი განმარტავს, ქვეყანაში სათამაშო ბიზნესი რომ ასე ვითარდება ყველა მთავრობის პასუხისმგებლობაა,  დაწყებული გამსახურდიას დროიდან დასრულებული დღევანდელი მთავრობით. ის, რომ რეკლამაც კი არ არის აკრძალული სათანადოდ  მთავრობის ბრალია. „საერთოდ ყველა ხელისუფლების დროს ხდებოდა ამ ბიზნესის დერეგულირება”- აცხადებს  ოქრიაშვილი.


“კომერსანტის” კითხვაზე ეთანხმება თუ არა ექსპერტების მოსაზრებას, რომ სათამაშო ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკურ დოვლათს ვერ ქმნის, არ არის გამჭვირვალე და არ იხდის გადასახადს- დეპუტატი პასუხობს : „ქვეყანაში ეკონომიკის ექსპერტები არ გვყავს და მათ კონკრეტული საქმეების რეალური შეფასება არ იციან“


 

მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი საზოგადოებას პირდდება, რომ 2020 წელს აზარტული თამაშების რეგულირების საკითხთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ნაბიჯი გადაიდგმება. მისი თქმით,აზარტული თამაშები კი არ იწვევს სიღარიბეს, არამედ სიღარიბე უბიძგებს თამაშისკენ ადამიანს. ამის დასაძლეად კი საჭიროა  ქვეყანაში არსებობდეს აზარტულ თამაშებზე უფრო დიდი სამეწარმეო საქმიანობა.

 

„გვჭირდება ინდუსტრიალიზაცია და სამეწარმეო განვითარება. თქვენ იცით, რომ ვმუშაობთ ახალ ცვლილებებზე აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით. პარლამენტში რამდენიმე სხვადასხვა ინიციატივა გვაქვს ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ 2019 წლის ბოლოსაც გვქონდა გაერთიანებული შეხვედრა, პარლამენტის შიგნით საინიციატივო ჯგუფს შორის, სადაც ვისაუბრეთ თუ რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რომ საკითხი მაქსიმალურად მოგვარდეს. რაც მთავარია ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რომ ჩვენმა ინიციატივებმა აზარტული თამაშები არ გადაიყვანოს იატაკქვეშეთში“-ამბობს ნინო წილოსანი.

 

„კომერსანტის“ კითხვაზე ყავს თუ არა აზარტულ თამაშებს ლობი ქვეყანაში და ეთანხმება თუ არა ლევან გოგიჩაიშვილის მოსაზრებას,  რომ ირაკლი კობახიძე აღნიშნულ ბიზნესს ლობირებდა, ნინო წილოსანი პასუხობს:


„ლევან გოგიჩაიშვილი ძალიან ემოციური ადამიანია და ემოციური გამოსვლის დროს რაციონალური ანალიზი ავიწყდება, იმიტომ რომ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ირაკლი კობახიძესა და აზარტულ თამაშებს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს, პირიქით, ის მომხრეა ამ ბიზნესში მკაცრი ცვლილებების. ლობისტებს და მომხრეებს რაც შეეხება ყველა ბიზნესს ჰყავს თავის მომხრე და მესმის, რომ მათი მხრიდან კონკრეტული ბიზნესის დაცვა ხდება მაგარამ ეს არ უკავშირდება კობახიძეს.

რატომ გაჭიანურდა პარლამენტში აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება, ნინო წილოსანი ამბობს, რომ საჭიროა კანონიპროექტი სწორად და ფრთხილად შევიმუშაოთ, რადგან მას შემდგომი გართულება არ მოჰყვეს.

 

 „მუშაობა განახლდება თებერვლიდან, ამ კანონპროექტში აქტიურად ჩავერთვებით და გარკვეული ფორმულირებების მიღების შემთხვევაში ვფიქრობთ,  რომ საგაზაფხულო სესია ნამდვილად იქნება ამ პრობლემის მოგვარების დრო.“-აღნიშნავს წილოსანი.


სუიციდზე აწყობილი ბიზნესი და შემაშფოთებელი სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, ბოლო სამ თვეში 17-მდე ახალგაზრდამ თავი თამაშებზე დამოკიდებულების გამო მოიკლა, 7-მა კი თვითმკვლელობა სცადა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია გარდაცვლილთა ასაკი, რომელიც 14-წლიდან 31-წლამდე მერყეობს.  „კომერსანტი“ დაინტერესდა ხედავენ თუ არა დეპუტატები, ამ შედეგის გამო „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობას. დეპუტატი ნინო  წილოსანი აცხადებს, რომ:

„ბრალდება ლოგიკას მოკლებულია, რადგან პრობლემურ საკითხებს ზუსტად იმ სიმწვავით აღვიქვამთ, რა სიმწვავითაც დგას საზოგადოებაში. ძალიან ვწუხვარ თითოეული ადამიანის ტრაგედიის გამო და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს,  რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ვითომდა აზარტული თამაშების პრობლემას აგვარებდა რეალურად სუიციდის და ტრაგიკული შემთხვევების გამომწვევ მიზეზებს ვერ ჭრიდა. სწორედ ამის გამო ჩვენ ვეცდებით მაქსიმალურად შეჯერებული და სწორი ცვლილებები გავატაროთ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით.“-აცხადებს ნინო წილოსანი.


ნათია ლომიძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up