აზარტული თამაშები, ფულადი გზავნილები, საბანკო გადარიცხვები - რა შემთხვევაში და რატომ მოგიწევთ სავალდებულო იდენტიფიკაცია სწრაფი გადახდის აპარატებზე

აზარტული თამაშები, ფულადი გზავნილები, საბანკო გადარიცხვები - რა შემთხვევაში და რატომ მოგიწევთ სავალდებულო იდენტიფიკაცია სწრაფი გადახდის აპარატებზე

access_time2021-01-21 11:00:38

სწრაფი გადახდის აპარატებით სარგებლობისთვის მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო ხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ანგარიშზე თანხის შეტანის, გატანის ან სხვა ტრანზქციის დროს აპარატი ტელეფონითა და პირადი ნომრით იდენტიფიკაციას მოგთხოვთ. ინფორმაცია ამის შესახებ „კომერსანტს“ ეროვნულ ბანკში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში ამბობენ, აღნიშნული განპირობებულია 2019 წელს მიღებული “ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს ახალი კანონის მოთხოვნებით, რომელიც თავის მხრივ ემყარება ევროდირექტივით და FATF-ის 40 რეკომენდაციით გათვალისწინებულ საერთაშორისო სტანდარტებს.


2021 წლის 15 იანვრიდან სწრაფი გადახდის აპარატებით განხორციელებული გადახდების დროს გადამხდელის სავალდებულო იდენტიფიკაციის მოთხოვნა ამოქმედდა რამდენიმე სერვისზე, თუმცა იდენტიფიკაცია, მიუხედავად თანხის ოდენობისა, საერთოდ არ მოითხოვება აპარატით განხორციელებულ შემდეგ გადახდებზე:


- კომუნალური გადახდები (დენი, წყალი, გაზი, დასუფთავება, ინტერნეტი და ტელეკომუნიკაცია, მობილური ოპერატორები)
- სახელმწიფო ხაზინაში შემავალი გადახდები
- სახელმწიფო საპენსიო ფონდში გადახდები
- სამოქალაქო ტრანსპორტი (მუნიციპალური ტრანსპორტი, ტაქსი, რკინიგზის ბილეთები, ავტობუსის ბილეთები)
- საფოსტო მომსახურება
- განათლება (უმაღლესი სასწავლებლები, სკოლა, ბაგა-ბაღი, საბავშვო წრეები)
- სპორტული გამაჯანსაღებელი წრეები
- მედია/პრესა (გაზეთების და ჟურნალები) გამოწერა
- საყოფაცხოვრებო მომსახურება (ლიფტები, დასუფთავება, დაცვა, მცირეთანხიანი სარემონტო სამუშაოები)
- ჯანდაცვა (სამედიცინო მომსახურების საფასური) და ვეტერინარია (გარდა მედიკამენტებით ვაჭრობისა)
- სავიზო მომსახურების საფასური
- გარკვეული ტიპის დაზღვევა, რომელიც კანონმდებლობით გათავისუფლებულია იდენტიფიკაციის მოთხოვნებისგან.
- დაბალრისკიანი საქონლის შეძენა.


„ცვლილება პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს უკავშირდება და ის რეგისტრაციის სავალდებულოობას განსაზღვრავს იმ ოპერაციებთან მიმართებით, რომლებიც ფულის გათეთრების მომეტებული რისკების მატარებელია, ხოლო არაერთი კატეგორიის სერვისზე ის არ იმოქმედებს. სწრაფი გადახდის აპარატებით განხორციელებულ ნებისმიერი სხვა ტიპის გადახდებზე მოქმედებს ნულოვანი იდენტიფიკაციის ვალდებულება. შესაბამისად, ეს მოთხოვნა დაწესებულია მხოლოდ იმ ტიპის გადახდებზე, რომელიც შედარებით მომეტებული ML/FT რისკების მატარებელია და საჭიროა, მათი სრულყოფილი მონიტორინგი ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მიტიგიციისათვის.



ამ ცვლილებების შესახებ სრულად იყვნენ ინფორმირებული საფინანსო სექტორის შესაბამისი წარმომადგენლები. მათ ჰქონდათ გარკვეული ვადა იმისთვის, რომ მოეხდინათ მომხმარებლების ინფორმირება ახალი რეგულაციის 2021 წლიდან ამოქმედების შესახებ“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.


საქართველოს საბანკო ასოციაცია კი უფრო დეტალურად განმარტავენ და აღნიშნავენ, რომ სავალდებულო რეგისტრაცია საჭიროა იმ ოპერაციების დროს, რომლებიც საბანკო სერვისებს, აზარტული თამაშებს, ფულად გზავნილებსა და სხვა მსგავს გადახდებს უკავშირდება.


„თვითმომსახურების ტერმინალებით სხვადასხვა გადარიცხვის ოპერაციის შესრულებისას, მომხმარებლის პირადი ნომრისა და მობილურ ტელეფონზე გამოგზავნილი SMS კოდის შეყვანა სავალდებულო გახდა. გადაწყვეტილება ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია.


იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის გავლა შემდეგ სერვისებზე თანხის გადარიცხვისას სავალდებულოა:

• აზარტული თამაშები და ლატარია;
• ონლაინ თამაშები ;
• დაზღვევა და კერძო საპენსიო ფონდები;
• ფინანსური სერვისები, მათ შორის: ფიზიკური და იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და სესხის გამცემი სუბიექტების სერვისები, ლიზინგი, ელექტრონული საფულის შევსება, ფინანსური ბაზრები და ფულადი გზავნილები;
• ინტერნეტ მარკეტინგი;
• ტრანსპორტი და ლოჯისტიკა;
• ტურისტული მომსახურება;
• ქსელური მარკეტინგი;
• ქველმოქმედება;
• საკონსულტაციო მომსახურება;
• პოლიტიკური პარტიები;
• უძრავი ქონების ყიდვასთან დაკავშირებული სერვისები“,
- აცხადებენ საბანკო ასოციაციაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up