აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის განხილვა მომდევნო კვირაში იგეგმება - ვინ დაუჭერს ცვლილებას მხარს და ვინ არა, სესიაზე გამოჩნდება

აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის განხილვა მომდევნო კვირაში იგეგმება - ვინ დაუჭერს ცვლილებას მხარს და ვინ არა, სესიაზე გამოჩნდება

access_time2019-02-28 12:00:59

საქართველოში საბანკო სექტორის შემდეგ, სათამაშო ბიზნესის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე  მძლავრი, მომგებიანი და ფაქტობრივად, ხელშეუხებელი სფეროა. მიზეზად ხშირად გავლენიანი მფარველები სახელდება, ბერკეტად კი ის მილიარდობით ლარი, რომლითაც ბიუჯეტი ივსება.

 

ბოლო მონაცემებით, ამ ბიზნესში  სულ 170-მდე ბიზნეს-სუბიექტი ოპერირებს და 7,7 ათასი ადამიანია დასაქმებული, ბრუნვამ კი გასულ წელს 5,6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც,  წინა  წლის მაჩვენებელთან შედარებით, 5% -ით მეტია. 

 

როგორც ექსპერტები აცხადებენ, გავლენიანი ლობის დამსახურებით, სათამაშო ბიზნესზე წლებია არანაირი საკანონმდებლო რეგულაცია არ ვრცელდება. პრობლემა შეექმნა ცოტა ხნის წინ თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს  აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელების აკრძალვას შესახებ.  


პროექტის ავტორმა, დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ღიად განაცხადა,  რომ აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით არის შეჩერებული:


„სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის „თხოვნით თუ მოთხოვნით“ არის გაჩერებული,“ - აცხადებს კანონპროექტის ინიციატორი.


მ თემაზე  „კომერსანტი“ უკვე წერდა და სვამდა კითხვას — როდესაც ასეთი ტიპის კანონპროექტის განხილვა ფერხდება ერთი პიროვნების მიერ, ამჯერად, პირადად პარლამენტის თავმჯდომარის ჩარევით, ცხადია, ჩნდება ძალიან ლეგიტიმური კითხვა: რა ინტერესები აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს სათამაშო ბიზნესში?


კანონპროექტის მიღება, სხვა სიკეთეებს რომ თავი დავანებოთ, პირველ რიგში, მიმართულია იქით, რომ დაიცვას არასრულწლოვნები აზარტული თამაშების მავნე გავლენებისაგან, ამიტომ ჩვენთვის გაურკვეველია რა არგუმენტი შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს — შეაჩეროს, გადაავადოს ან შეაფერხოს კანონპროექტი, თუ ის პირადად არ არის ჩართული ამ ბიზნესში.


მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ამ შეკითხვაზე პასუხი მთავარი კანონმდებლისგან  არ მიგვიღია, ამიტომ „კომერსანტი“ საკითხის გარკვევას სხვა დეპუტატებთან შეეცადა. 


აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი ცოტნე ზურაბიანი აცხადებს, რომ პარლამენტი საკანონმდებლო ინიციატივას კენჭს უახლოეს მომავალში უყრის.



„კომერსანტის“ კითხვაზე, რატომ ხდებოდა კანონპროექტის გადადება და რა ინტერესები აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს სათამაშო ბიზნესში, დეპუტატი გვპასუხობს, რომ ამ მიმართულებით არანაირი ინფორმაცია არ აქვს.

 

„გამომდინარე იქედან, რომ დიდი ხანია კანონპროექტზე ვმუშაობთ, მაინტერესებს ამ კანონპროექტის ბედი და, როგორც ვიცი, მომდევნო სასესიო კვირაში მოხდება ამ საკითხის განხილვა,“ - აცხადებს ცოტნე ზურაბიანი.

 

მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სათამაშო ბიზნესს პარლამენტში ლობისტები ჰყავს. პარლამენტარები კონკრეტული სახელების დასახელებისგან თავს იკავებენ, თუმცა აცხადებენ, რომ კენჭისყრა აჩვენებს, ვის არ სურს აზარტული თამაშების რეკლამის გავრცელების აკრძალვა.

 

„კომერსანტი“ რამდენიმე დეპუტატს დაუკავშირდა და ჰკითხა, რატომ აფერხებს ირაკლი კობახიძე კანონპროექტის განხილვას და უჭერენ თუ არა მხარს აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელების აკრძალვას.

 

მმართველი გუნდის წევრი ისკო დასენი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია  იმის შესახებ, თუ რატომ ფერხდება კანონპრექტის განხილვა. ყოფილი ბოზნესმენი ამბობს, რომ საკანონმდებლო ინიციატივას თავად მხარს უჭერს.


„თუ კანონპროექტი შემოვა, მე მხარს აუცილებლად დავუჭერ, ამას გულახდილად გეუბნებით,“ - აცხადებს ისკო დასენი.

 

რატომ შეაჩერა კანონპროექტის განხილვა ირაკლი კობახიძემ, არ იცის არც მმართველი გუნდის კიდევ ერთმა წევრმა ზაზა ხუციშვილმა. ხუციშვილმა არც ის იცის, დაუჭერს თუ არა კანონპროექტს  მხარს. „ქართული ოცნების“ დეპუტატი აცხადებს, რომ ჯერ უნდა გააანალიზოს, რა შედეგები შეიძლება მოუტანოს საკანონმდებლო ინიციატივამ მოსახლეობას და ბიზნესს.

 

„მინდა, რომ ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონო. კანონპროექტში განსაზღვრული იყო, რა რადიუსში არ უნდა იყოს რეკლამა განთავსებული და ისე ხომ არ გამოდის, რომ მთელ ქალაქი მოვიცვათ? რა სივრცეს ვუტოვებთ მათ, სარეკლამო ბიზნესს მნიშვნელოვანი ზარალი ხომ არ მიადგება, როგორი იქნება ამ კანონის შედეგები? ამის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

 

მმართველი გუნდის წევრისგან განსხვავებით, გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს რომან გოცირიძეს. დეპუტატი აცხადებს, რომ კანონპროექტს ეთანხმება და მხარს აუცილებლად დაუჭერს.

 

„ამ კანონპროექტს მხარს ვუჭერ, საკომიტეტო განხილვაზეც მხოლოდ ერთი შენიშვნა მქონდა. მთლიანობაში ვეთანხმებოდი ამ კანონპროექტს. საპარლამენტო უმრავლესობას თუ არ უნდა ამ კანონის მიღება, გაიტანოს და ჩააგდოს კენჭისყრაზე. ალბათ ქართულ ოცნებას არ უნდა პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება და, როგორც ჩანს, ტექნიკური მიზეზებით  აფერხებენ კანონის მიღებას, რაც არ არის სწორი. დაიცვან რეგლამენტი და ყველამ დაინახოს, ვინ უჭერს მხარს და ვინ არა,“ - განმარტავს რომან გოცირიძე.


ბაჩო ადამია

 






ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს
access_time2021-07-31 16:00:06
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...


მსგავსი სიახლეები

up