„აზარტულ თამაშებზე შესაძლოა, რეგულაციები დაწესდეს, რომელიც ორი-სამი წლის პერსპექტივაში დაახლოებით 60%-მდე შეამცირებს მომხმარებელთა რიცხვს“

„აზარტულ თამაშებზე შესაძლოა, რეგულაციები დაწესდეს, რომელიც ორი-სამი წლის პერსპექტივაში დაახლოებით 60%-მდე შეამცირებს მომხმარებელთა რიცხვს“

access_time2019-11-14 13:12:41

დეპუტატთა ჯგუფმა აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია აზარტული და მომგებიანი თამაშების სფეროში მკაცრი რეგულაციების დამყარება.


„ჩვენ უკვე დავარეგისტრირეთ კანონპროექტი, რომელიც რეკლამის აკრძალვას ეხება. ახლა კი დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს იმგვარ რეგულაციებს, რომელიც ჩვენი აზრით, ორი-სამი წლის პერსპექტივაში დაახლოებით 60%-მდე შეამცირებს მომხმარებელთა რიცხვს, ასევე გაზრდის შემოსულობებს საქართველოს ბიუჯეტში და სახელმწიფოს საშუალებას მისცემს აკონტროლოს ეს ძალიან მძიმე ვითარება ჩვენს ქვეყანაში, რასაც ჰქვია აზარტულ და მომგებიან თამაშებზე ჩვენი მოქალაქეების დამოკიდებულება“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.


მისი თქმით, აზარტულ და მომგებიან თამაშებზე მოქალაქეების დამოკიდებულება დღეს ძალიან დიდ მასშტაბებს აღწევს, სახელმწიფო ხედავს ამ პრობლემას, თუმცა, მისი მოგვარება დღემდე არ ხდება. ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პრობლემა არ გვარდება შეგნებულად, ვინაიდან კონკრეტული ადამიანები, ვისაც ხელეწიფება გადაწყვეტილებების მიღება, აღნიშნული ბიზნესიდან ხელს ითბობენ, ამავე დროს სახელმწიფოს მხრიდან ამ ბიზნესზე ადმინისტრირება არ ხორციელდება ისე, როგორც უნდა ხორციელდებოდეს და ეს ბიზნესი ფულის გათეთრების ერთ-ერთ საშუალებასაც წარმოადგენს.



„არსებული სისტემა პრობლემას უქმნის მოქალაქეებს მათი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ასევე არსებობს თანმდევი სერიოზული პრობლემები. ეს სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ არასრულწლოვნებმა მარტივად მოახერხონ აღნიშნული სერვისით სარგებლობა. იგი იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენი მოსწავლეების, შვილების, ოჯახის წევრების შესაძლო ჩართულობა იყოს ძალიან მაღალი. ეს სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანები კიდევ უფრო მეტად გაღარიბდნენ და კიდევ უფრო მეტად შეექმნათ პრობლემები. სამწუხაროდ, აქედან გამომდინარე ქვეყანაში არის სუიციდის ფაქტებიც. აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ, ხელახლა დაგვერეგისტრირებინა ის კანონპროექტი, რომელიც მთავრობამ თითქმის წელიწადნახევრის წინ დაარეგისტრირა და დღემდე არ განხილულა პარლამენტში“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.


მისი თქმით, ეს კანონპროექტი გულისხმობს: პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა -ასაკობრივი ცენზის დაწესება 25 წლამდე, მეორე - მოთამაშეთა ერთიანი რეესტრის შექმნა, რომელიც გამორიცხავს თავიდან ბოლომდე არასრულწლოვნების ჩართულობას ლეგალურად ამ სერვისის მოხმარებაში, ასევე დამოკიდებულ პირთა რეესტრის შექმნას. კანონმდებლობაში შემოდის ცვლილებები ასევე გადასახადების გაზრდის მიმართულებით, სანქციების გაორმაგების კუთხით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დასჯის და აღსრულების მექანიზმების დახვეწის მიმართულებით.


„ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფოს ექნება ჩამოყალიბებული პოლიტიკა თუ რა რის შემდგომ განახორციელოს. მთავარია, რომ პირველ რიგში დავარტყათ მოდას, რომ თითქოს თამაში არის კარგი. თამაში არ არის კარგი, თამაში არის ძალიან ცუდი. თამაში იწვევს დამოკიდებულებას და სახელმწიფო ვალდებულია დაეხმაროს თავის მოქალაქეებს, ჩვენ არავის არაფერს არ ვუკრძალავთ, უბრალოდ, სახელმწიფომ უნდა დაამყაროს კონტროლი აღნიშნულ ბიზნესზე“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.


bpn.ge





დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება
access_time2020-07-07 20:00:58
უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იაკოვ სმოლი მოულოდნელად გადადგა. ეს იმ დროს მოხვდა, როდესაც მთავრობამ 1, 7 მლრდ. დოლარის სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება დაიწყო.უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ისევ გაკოტრების წინაშე დგას.მხოლოდ 2020 წელს კიევმა 17 მლრდ. დოლარის ოდენობის საგარეო დავალიანება ან უნდა დაფაროს, ან მისი რესტრუქტურიზება მოახერხოს.ამ მიზნით გამოშვებული ობლიგაციების გაყიდვა ლონდონის საფონდო ბირჟაზე იგეგმებოდა. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის...

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი
access_time2020-07-07 13:30:27
თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნა კიდევ ერთხელ გადაიდო. პროექტი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსს“ ეკუთვნის. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად განუცხადა. მისი განმატებით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნამ ტურისტების არარსებობის გამო, კიდევ ერთხელ გადაიწია. „Hilton-ის გახსნა გადადებულია. ფანჯარაში ვიხედებით, როდესაც მსოფლიოში კარგი სიტუაცია იქნება ანუ როცა ტურისტები შემოსვლას დაიწყებენ,...


მსგავსი სიახლეები

up