შემოსავლები 18%-ით შემცირდა - სათამაშო ბიზნესის პასუხი პრემიერს

შემოსავლები 18%-ით შემცირდა - სათამაშო ბიზნესის პასუხი პრემიერს

access_time2022-06-24 19:00:39

„ბოლო პერიოდის განმავლობაში სათამაშო ბიზნესის  შემოსავლები, დაახლოებით  18% -ით  შემცირდა, თუმცა ეს  იმას  არ ნიშნავს, რომ  ხალხმა თამაში შეწყვიტა“, -  ამის შესახებ „კომერსანტთან“ „სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა ისაუბრა, რითაც პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის 22 ივნისის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრემიერი საუბრობდა, რომ აზარტულ თამაშებზე დაწესებული რეგულაციის შედეგად თამაში 1 500 000 ადამიანს შეეზღუდა.

 

გიორგი მამულაიშვილი ამბობს, აკრძალულ პირთა სიაში დარეგისტრირებულია 940 000 ადამიანი, თუმცა რეალურად დადასტურებული ფაქტები არსებობს იმაზე, რომ ეს  ადამიანები გადაბარგდნენ უცხოურ  ბაზრებზე, მაინც აგრძელებენ თამაშს და ამის გამო საქართველოს ბიუჯეტი კარგავს თანხებს.

 

„ბევრი დადასტურებული ფაქტი არსებობს იმაზე, რომ ეს ხალხი  საქართველოს ბაზრიდან უცხოურ  ბაზარზე გადაბარგდა და ჩვენ უხეში დათვლებით დაახლოებით წელიწადში ორ მილიარდ ლარამდე გავა ქვეყნიდან.


ქართულ  ბაზარზე ძალიან ბევრი  უცხოური  საიტის  არალეგალური  რეკლამა  გამოჩნდა, ამის  შესახებ კომუნიკაცია  ყოველდღიურად  მაქვს შემოსავლების სამსახურთან,  პირადად  მე ვუგზავნი სქრინებს,  რომ ეს რეკლამა და  ეს  შემოთავაზება უკონტროლოდ შემოდის ჩვენთან. საერთოდ  ბაზარზე  ძალიან ცუდი  სოციალური  ფონი შეიქმნა  იმ კუთხით, რომ დაწესებულმა შეზღუდვებმა არალეგალური  საიტების  და  კრიმინალური  ელემენტების  გააქტიურება გამოიწვია და რეალურად ის ხალხი, ვინც ქართველ ოპერატორებთან ვეღარ თამაშობს ჩართულები  არიან  უწესრიგო, არაკონტროლირებად თამაშებში, რომლებიც  საქართველოს ბიუჯეტში თანხებს არ იხდიან და არანაირ  კანონებს  არ  ექვემდებარებიან.


ამის  შეზღუდვა  საკმაოდ  რთული  პროცესია და მსფოლიო პრაქტიკამაც დაგვანახა ის, რომ ეს დღესდღეობით  შეუძლებელია და მისი დაბლოკვა დიდმა ქვეყნებმაც ვერ შეძლეს. მთელი ცივილიზებული მსოფლიო გადავიდა  იმაზე, რომ  ჯობია სათამაშო ბიზნესი იყოს ჩასმული  ჩარჩოში და ლეგალური,  სქართველოს  სათამაშო  ბიზნესი ყოვეთვის  კარგად  იყო  განვითარებული, ჩვენგან  მაგალითს იღებდნენ ჩვენი მეზობელი ქვეყნები, თუმცა მას შემდეგ რაც ახალი კანონმდებლობა ძალაში შევიდა, ყველა გაკვირვებულია, გვეუბნებიან, რომ ფაქტობრივად   მოწესრგიგებული სისტემა დავანგრიეთ და არალეგალურ სისტემად ვაქციეთ“, -  აღნიშნა გიორგი მამულაიშვილმა.



მამულაიშვილი „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ საქართველოში შექმნილია ძალიან ბევრი ფორუმი, სადაც იმ პირებს ვისაც თამაში შეზღუდული აქვთ, შეუძლიათ user-ების და საბანკო ანგარიშების ქირაობაც.


„ძალიან ბევრი ფორუმია, ხელზე ფსონების დადების, ე.წ. გამაზვის“ პრაქტიკა დაბრუნდა, რამდენიმე შემთხვევა გავიგე, ფორუმები არის სადაც კლიენტები აქირავებენ თავს საბანკო ანგარიშებს და user- ებს, თუ საბანკო გადარიცხვებს დაუბლოკავენ ჩვეულებრივ კრიპტოვალუტით  გააგრძელებენ  თამაშს, თუმცა საბანკო  გადარიცხვების  დაბლოკვაც  ძალიან  რთულია, იმიტომ  რომ ეს ადამიანები ძალიან მარტივად იცვლიან მერჩანტს,  ეს  პრაქტიკა  არსებობს და  შეიძლება  აზარტული და  მომგებიანი  თამაშების  mcc კოდი   საერთოდ  არ  ჰქონდეს მომხმარებელს  და ჰქონდეს  დავუშვათ  ტურიზმის  ან უძრავის  ქონების კომპანიის კოდი“, - აღნიშნა გიორგი მამულაიშვილმა.


მამულაიშვილმა ასევე  აღნიშნა, რომ მოუხედავად იმისა, რომ საქართველომ აზარტულ თამაშებს  სპორტის სპონსორობა შეუზღუდა, უცხოური კომპანიები მაინც ახერხებენ ამა თუ იმ გუნდის სპონსორობას. მისივე თქმით მას შემდეგ, რაც აზარტული თამაშები რეგულაციების ქვეშ მოექცა, ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინება  და უკონტროლო თამაშები გაიზარდა.

 

თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up