ახვლედიანის ქუჩაზე IBIS BUDGET-ის სასტუმროს გახსნა 2022 წლამდე გადაიდო

ახვლედიანის ქუჩაზე IBIS BUDGET-ის სასტუმროს გახსნა 2022 წლამდე გადაიდო

access_time2021-06-25 15:00:00

თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე IBIS Budget-ის ბრენდის სასტუმროს გახსნა 2022 წლამდე გადაიდო. პროექტის განმახორციელებელი კომპანია “ბეტა ჯგუფის“ დირექტორის, გიორგი ჯოხაძის განცხადებით, მიზეზი პანდემიაა,რის გამოც 2020 წელს სამშენებლო სამუშაოების ტემპი შემცირებული იყო.


მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის სასტუმროს მშენებლობა თითქმის დასრულებულია, დარჩენილია მხოლოდ შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რომელსაც დაახლოებით 2 თვე დასჭირდება.


158 ნომრიან სასტუმროს მშენებლობაზე 7 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება.



ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის აგვისტოში გაასხვისა. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველი ვალდებული იყო, სულ მცირე 6 მლნ ლარის ინვესტიცია და სასტუმრო აეშენებინა. „ბეტა ჯგუფს“ ასევე დაევალა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისათვის, ვაჟა ფშაველას N33-ში 2 630 000 ლარის ღირებულების, მინიმუმ 2900 კვ.მ. ფართის შენობის აშენება.


კომპანია „ბეტა ჯგუფი“, 2016 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. კომპანიას თავდაპირველად 4 მეწილე ჰყავდა: თამაზ თავაძე 25%, გიორგი ქარაზანიშვილი 25%, ბეჟან სამხარაძე 25% და ედიშერ მამალაძე 25%, რომელიც კომპანია საქკაბელის“ მმართველი პარტნიორიცაა. დირექტორად კი რეესტრის მონაცემებში გიორგი გოშხეთელიანი ფიქსირდებოდა.


რეესტრის ბოლო მონაცემებით, კომპანიაში მფლობელები შეიცვალნენ. რეესტრის ბოლო მონაცემებით, 30%-ს ფლობს ნანა აროშიძე, 35%-ს შპს სიემსი, 17.5%-ს ბეჟან სამხარაძე, ხოლო 17.5 %-ს ედიშერ მამალაძე.


business-partner.ge


თეგები:
IBIS BUDGET



ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-30 21:00:51
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ივნისშიც გაგრძელდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელდება. ივნისში მშპ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით გაიზარდა.   2. ქართული არქიტექტურული პროექტი...

საქართველოში დიპლომიანი მოქალაქეების 32 - 38 % უმუშევარია

საქართველოში დიპლომიანი მოქალაქეების 32 - 38 % უმუშევარია
access_time2021-07-31 11:00:30
დღემდე საქართველოს ეკონომიკისთვის უმუშევრობა მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, ხოლო საზოგადოებისთვის მთავარ გამოწვევად. წლების მანძილზე, სხვადასხვა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ეროვნულ დონეზე მთავარ პრიორიტეტად სამუშაო ადგილები სახელდება. 2020 წელს,  NDI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 46%-ისთვის მთავარი პრობლემას, კვლავ უმუშევრობა წარმოადგენდა.   2017-2020 წლებში საქართველოში უმუშევრობის ტენდენციებსა და COVID-19-ისგან გამოწვეული...


მსგავსი სიახლეები

up