IBIS Budget-ის ბრენდის სასტუმრო  ივნისში გაიხსნება

IBIS Budget-ის ბრენდის სასტუმრო ივნისში გაიხსნება

access_time2020-02-26 17:40:26

თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე IBIS Budget-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება ივნისში გაიხსნება. ამის შესახებ „კომერსანტს“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ბეტა ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი ჯოხაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, 158 ნომრიან სასტუმროს მშენებლობაზე 7 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

 

ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის აგვისტოში გაასხვისა. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველი ვალდებული იყო, უძრავ ქონებაზე განეხორციელებინა სულ მცირე 6 000 000 ლარის ინვესტიცია და ადგილზე სასტუმრო აეშენებინა. „ბეტა ჯგუფს“ ასევე დაევალა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისათვის, ვაჟა ფშაველას N33-ში 2 630 000 ლარის ღირებულების, მინიმუმ 2900 კვ.მ. ფართის შენობის აშენება.


 


პროექტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები „კომერსანტმა“ არქიტექტურის ვებ-გვერდზე გაარკვია. განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ:


საპროექტო ტერიტორიის საერთო ფართით 1269 კვ.მ. ტერიტორიაზე მდებარეობდა XX საუკუნის I ნახევარში აშენებული სამ სართულიანი აგურის შენობა. ბოლო პერიოდამდე შენობა წარმოადგენდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კორპუსს, თუმცა ნაგებობა ავარიული იყო (არსებობს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, 2015 წლის ივლისში შესრულებული ექსპერტიზის დასკვნა). უმაღლესი სასაწავლებლის უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე შენობაში სასწავლო პროცესი შეჩერებული იყო.


როგორც ოფიციალური დოკუმენტიდან ირკვევა, პროექტის კონცეფცია მდგომარეობს, ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოში, თანამედროვე ქალაქგეგმარებითი პრინციპების გათვალისწინებით ახალი მოცულობის ფორმირებაში. პროექტი ითვალისწინებს არსებული განაშენიანების მასშტაბს. შეიქმნა უბნისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული აქცენტების მქონე გადაწყვეტა, რომელიც ესადაგება გარემოს და შორს დგას ფსევდოისტორიული პერიფრაზისაგან.


 


განმარტებით ბარათში ასევე წერია:



„საპროექტო შენობა იმეორებს ტერიტორიაზე ამჟამად არსებული ნაგებობის მოცულობას. არსებული სამ სართულიანი შენობის მაღალმა სართულებმა შესაძლებელი გახადა იგივე სიმაღლეში ოთხი სართულის მოწყობა.


შენობის იერსახეს აყალიბებს აგურის წყობით მოპირკეთებული ორი სართულისა და დაჟანგებული სპილენძის ტექსტურის მქონე კომპოზიტური პანელებით მოპირკეთებული ზედა ორი სართულის სინთეზი. შენობის ერთ-ერთი ფორმათშემქმნელი ელემენტია ვერტიკალური ფრთები, რომლებიც საინტერესო რითმით ზედა ორ სართულს მიუყვება და ქვედა, აგურით მოპირკეთებულ ფასადზე გამოკვეთილ პილიასტრებს ემთხვევა.


მიმინოშვილის ქუჩის მხრიდან მიწისპირა სართულზე მოწყობილია პორტეკოშერი, რაც იძლევა საშუალებას სასტუმროში მოსული ავტომობილები ისე შეჩერდნენ, რომ არ მოახდინონ ქუჩაზე მოძრაობის შეფერხება.



სასტუმროში შესვლა ხდება მიმინოშვილის ქუჩის მხრიდან, პორტეკოშერის გავლით. მიწისპირა სართულზე განლაგებულია რეცეფცია, მოსაცდელი სივრცე, მენეჯერის კაბინეტი, ბარგის ოთახი, სასადილო, ღია კაფე და 18 სასტუმრო ნომერი. მიწისპირა სართულიდან გასვლა ხდება გამწვანებულ შიდა ეზოში, რომელის ფასადებიც ქუჩის ფასადების მსგავსად აგურითა და დაჟანგებული სპილენძის ტექსტურის მქონე კომპოზიტური პანელებით არის მოპირკეთებული.


სარდაფის სართულზე მდებარეობს მომსახურე პერსონალის გასახდელები საშხაპეებით, დასასვენებელი ოთახი, სამზარეულოს ბლოკი პერსონალის სასადილო, თეთრეულის სასაწყობე ბლოკი, ტექნიკური სათავსები, სახანძრო ტუმბოებისა და ავზების ოთახი და სხვა დამხმარე სათავსოები.


შენობის პირველი მეორე და მესამე სართულები ტიპიურია და თითოეულ მათგანზე განლაგებულია 40 სასტუმრო ნომერი, რომელთაგან სართულზე თითო შშმპ პირთათვის არის სრულად ადაფტირებული, თითო მისაწვდომია და თითოც დიდი, ექვს ადგილიანი საერთო ოთახია.


შენობის ბოლო სართულზე 20 სასტუმრო ნომერია. ჯამში სასტუმროს შენობაში 158 ნომერია. სასტუმრო და მისი ნომრები „IBIS Budget“ ბრენდის სტანდარტების შესაბამისად არის დაგეგმარებული.


ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროექტის პირობებში არ იზრდება მოძრაობის ინტენსიობა, ვინაიდან სასტუმროში მომსვლელთა რაოდენობა ბევრად მცირეა ვიდრე სასწავლებლის დატვირთვა. კერძოდ სამედიცინო უნივერსიტეტთან გადამოწმებული ინფორმაციით, არსებულ შენობაში სწავლობდა 537 სტუდენტი და მუშაობდა 58 პედაგოგი, სულ 595 ადამიანი, რაც თითქმის სამჯერ მეტია, ვიდრე 158 ნომრიანი სასტუმროს ვიზიტორების რაოდენობა მაღალი დატვირთვისას (158*1.5 ადამიანზე * 70% დატვირთულობაზე = 166 ადამიანს + სასტუმროს 40 თანამშრომელი, სულ 206 ადამიანი)“, ვკითხულობთ არიქტექტურის ვებ გვერდზე.


კომპანია „ბეტა ჯგუფი“, 2016 წლის ოქტომბერშია დაფუძნებული. კომპანიას თავდაპირველად 4 მეწილე ჰყავდა: თამაზ თავაძე 25 %, გიორგი ქარაზანიშვილი 25%, ბეჟან სამხარაძე 25% და ედიშერ მამალაძე 25 %. ცნობისათვის, ედიშერ მამალაძე, კომპანია საქკაბელის“ მმართველი პარტნიორიცაა. დირექტორად კი რეესტრის მონაცემებში გიორგი გოშხეთელიანი ფიქსირდებოდა. რეესტრის ბოლო მონაცემებით, კომპანიაში მფლობელები შეიცვალნენ. რეესტრის ბოლო მონაცემებით, 30%-ს ფლობს ნანა აროშიძე, 35% -ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სიემსი, 17.5 %-ს  ბეჟან სამხარაძე ხოლო 17.5 %-ს  ედიშერ მამალაძე.


ბაჩო ადამია



თეგები:
IBIS Budget



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up