„ახტალას" ფასი ისევ დაუდგენელია – ინვესტორის გამოჩენამდე კურორტი ახალი სეზონისთვის ემზადება

„ახტალას" ფასი ისევ დაუდგენელია – ინვესტორის გამოჩენამდე კურორტი ახალი სეზონისთვის ემზადება

person access_time2016-04-18 19:00:40

„კომერსანტი“ საქართველოს კურორტების სიახლეების მიმოხილვას განაგრძობს. ამჯერად დავინტერესდით, შესთავაზებს თუ არა ამ სეზონზე მომხმარებელს სიახლეებს ახტალა, რომელიც გასული წლიდან საპრივატიზაციო ნუსხაშია შესული, თუმცა, ამ დრომდე არათუ არ გაყიდულა, მისი საპრივატიზაციო ღირებულებაც დაუდგენელია.


გურჯაანის გამგებელი გივი გერგიძე განმარტავს, რომ კურორტის 99–პროცენტიან წილს ეკონომიკის სამინისტრო ფლობს, შედეგად, კურორტის გეგმები სამინისტროში, ან თავად კურორტის მმართველ კომპანიაში, სს „ახტალაში" უნდა მოვიკითხოთ.

 

სს „ახტალის" დირექტორი გიგა უტიაშვილი კი განმარტავს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს ბალნეოლოგიური ცენტრის შენობის რემონტი, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება. მისივე თქმით, ახტალაში დასვენება 1 ადამიანზე, დღეში საშუალოდ 70 ლარი ჯდება და როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტების მხრიდან კურორტით დაინტერესება დიდია. სეზონი ახტალაში მიმდინარე წლის 20 მაისს გაიხსნება.



სს "ახტალა" საპრივატიზაციო ნუსხაში გასული წლიდანაა. როგორც წლის დასაწყისში სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებდნენ, აქამდე ღირებულების დადგენა იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ ობიექტი საკმაოდ დიდია და მისი შეფასება კომპლექსურად ხდება.


სააგენტოს ინფორმაციით, კანონით, ობიექტის შეფასებისთვის 1-2 თვე იყო საჭირო.

 

შეგახსენებთ, კურორტ „ახტალას" რეაბილიტაციაზე 2012 წელს 3.5 მილიონი ლარი დაიხარჯა. „ახტალა" საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია. ახტალის ტალახით მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს. ახტალა, თბილისიდან 120 კილომეტრში, ქალაქ გურჯაანში მდებარეობს.



მიხეილ დაუშვილი - კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრების საკითხზე შუალედურ, დაბალანსებულ მოდელზე უნდა შევჯერდეთ

მიხეილ დაუშვილი - კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრების საკითხზე შუალედურ, დაბალანსებულ მოდელზე უნდა შევჯერდეთ
access_time2019-11-19 14:10:33
„უნდა შევჯერდეთ შუალედურ, დაბალანსებულ მოდელზე, რომელშიც ბიზნესის ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული“, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გასაწევ სერვისებზე კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ამასთან, მისი თქმით, სახელმწიფო რეგულაციებს გარკვეული მიზნებით იღებს, ხშირ შემთხვევაში, ეს არის მომხმარებლებისა და მოქალაქეების უფლებების...

კომერციულ ბანკებში დოლარის ფასმა 3 ლარს გადააჭარბა

კომერციულ ბანკებში დოლარის ფასმა 3 ლარს გადააჭარბა
access_time2019-11-19 14:20:50
კომერციულ ბანკებში ეროვნული ვალუტის ღირებულება 3 ლარს აჭარბებს.დღევანდელი მონაცემებით, TBC ბანკის ვალუტის გაცვლის სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.0030 ლარია, საქართველოს ბანკში კი ერთი დოლარის ფასი ამ დროისათვის 3,0020 ლარი. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, დოლარის ფასი 2.9736 ლარია. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გუშინ 0.13 თეთრით...

საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა

საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა
access_time2019-11-19 13:24:14
საქართველოში დიზელის საწვავზე „ევრო 5“ სტანდარტის ამოქმედება 2021 წლამდე გადავადდა. ამის შესახებ მთავრობის დადგენილება გამოიცა.ახალი სტანდარტის ამოქმედება 2020 წლის პირველი იანვრიდან იგეგმებოდა. თუმცა, ბიზნესგაერთიანებები დადგენილების გადავადებას ითხოვდნენ. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ „ევრო 5“-ის ამოქმედების შემდეგ, საწვავის მიწოდებას საქართველოში აზერბაიჯანი ვეღარ შეძლებდა და დიზელის შემოტანა მხოლოდ რუსეთიდან იქნებოდა შესაძლებელი. ამასთან,...

კახა ოქრიაშვილის ინიციატივა მთავრობას-„ბიზნესომბუდსმენი პრემიერს ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა წარუდგინონ“

კახა ოქრიაშვილის ინიციატივა მთავრობას-„ბიზნესომბუდსმენი  პრემიერს  ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა წარუდგინონ“
access_time2019-11-19 12:54:38
ბიზნესმენი და  დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ინიციატივით გამოდის და  აცხადებს, რომ ბიზნესომბუდსმენი  პრემიერს  ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა წარუდგინონ, რის შემდეგაც  შერჩეული კანდიდატის  აღნიშნულ პოსტზე დაამტკიცება მოხდება. „ბიზნესომბუდსმენი არ უნდა იყოს პრემიერის დანიშნული, ან შეიძლება იყოს, მაგრამ აუცილებელია კანდრიდატურები ბიზნესასოციაციებმა მიაწოდონ. იმედი მაქვს, რომ ახალი კადრი იქნება ბიზნესისა და სამართლიანობის დამცავი....

კერხერის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში დიდი სიახლე აქვს!

კერხერის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში დიდი სიახლე აქვს!
access_time2019-11-18 21:35:20
1 ნოემბრიდან იანვრის ბოლომდე ბრენდი კერხერის წარმომადგენლობა საქართველოში ეროვნული კამპანიის ფარგლებში მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე მოთხოვნად საყოფაცხოვრებო მტვერსასრუტს  VC3 _ს 349 ლარად 485 ლარის ნაცვლად 2 წლიანი გარანტიით. ეს მოდელი გამოირჩევა მისი განსაკუთრებული ტექნიკური მახასიათებლებით:  იგი არის ენერგო ეფექტური, რადგან მოიხმარს მხოლოდ 700 ვატს, რაც სრულიად შეესაბამება ევროპის სავალდებულო სტანდარტებს და აქვს საკმაოდ მძლავრი შესრუტვა, რომლითაც მარტივად...


მსგავსი სიახლეები

up