ახმეტაში ჩურჩხელის წარმოების გაფართოება ფინანსების არ არსებობის გამო გადაიდო

ახმეტაში ჩურჩხელის წარმოების გაფართოება ფინანსების არ არსებობის გამო გადაიდო

person access_time2016-10-12 10:00:00

ახმეტაში ჩურჩხელის წარმოების გაფართოება ფინანსების არ არსებობის გამო გადაიდო. როგორც კოოპერატივ ალვანის დამფუძნებელი ლია პაპიაშვილი „კომერსანტთან" აცხადებს,საუბარია, 150 000 ლარზე, რომელიც კომპანიას საწარმოს მშენებლობისთვის აქვს გათვალისწინებული.


როგორც პაპიაშვილი ამბობს, კომპანიამ ახმეტაში, აეროპორტის ყოფილ ტერიტორიაზე 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთიც შეისყიდა, ამ დროისთვის კი თახნების მოძიება მიმდინარეობს. პარარელურად ხდება საწარმოეს პროექტირებაც.


ამ დროისთვის კოოპერატივი „ალვანი" ოჯახურ პირობებში, მცირე რაოდენობთ ჩურცხელას აწარმოებს, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. პაპიაშვილი ამბობს, რომ ერთიანი აგროკრედიტების პროგარამაში ვერ ერთვება,რადგან ბანკი მას ქონების უზრუნველყოფას სთხოვს. „მე ერთი საცხოვრებელი სახლი მაქვს ვაკეში, ამ ბინას ნამდვილად ვერ ჩავდებ. ისედაც, არ არის სწორი ერთდაერთი საცხოვრებელი ადგილის ბანკში ჩადება. ამხელა რიკს ვერ გავწევ"-აცხადებს პაპიაშვილი.



მისივე ინფორამციით, კომპანიას რამდენიმე საერთაშორისო დონორ ორგანიზაციაში საგრანტო განაცხადი აქვს გაკეთებული.


შეგახსენებთ, ქართული ჩურჩხელა გასულ წელს ჰოლანდიის ბაზარზე საცდელად გავიდა. კოოპერატივ ალვანის დამფუძნებელი ლია პაპიაშვილი მაშინ აცხადებდა, რომ ჩურჩხელა ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით და თანამედროვე სტანდარტების დაცვით დაამზადეს და ევროპელი ბიზნესმენების მხრიდან პროდუქტმა მოწონებაც დაიმსახურა. ჰოლანდიაში 200 ჩურჩხელა გავიდა. რომლის ფასი ერთი ევრო იყო.



ქალთა კოოპერატივი ალვანი 2014 წელს დაფუძნდა. ჩურჩხლის წარმოება კი კახეთში 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო. ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდი ფასი 2,5-3 ლარია. თუმცა პროდუქციის ყიდვა მხოლოდ კერძო შეკვეთითაა შესაძლებელი.


 




თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?

„დაჩეხილი კოდექსი“: რა აზრი აქვს ახალ კანონს, თუ შრომის ინსპექცია სუსტი დარჩება?
access_time2020-07-03 18:00:58
იმედი, რომ ახალი „შრომის კოდექსი“, რომელზეც ახლა პარლამენტში მსჯელობენ, არსებულზე გაცილებით სრულყოფილი და ევროპულ სტანდარდარტებთან მიახლოებული იქნებოდა, ნელ-ნელა უქრებათ მშრომელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.კომიტეტებში კანონპროექტის განხილვისას გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში არსებობს წინააღმდეგობა კანონში არაერთი ჩანაწერის მიმართ.კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია უკვე საგრძნობლად შეცვლილი და როგორც სამოქალაქო სექტორი ამბობს, „დაჩეხილია“. თუმცა მთავარი...

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“

მობილური ბაზრის კვლევა : ევროპასთან შედარებით ჩვენთან ტარიფები ორჯერ უფრო დაბალია-„გრანთ თორნთონი“
access_time2020-07-03 13:50:14
გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ გრანთ თორნთონ საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი უსანეთაშვილმა საქართველოს მობილური ბაზრის კვლევის შედეგებზე ისაუბრა. ჩვენ შევაფასეთ მობილური ბაზრის მთავარი ინდიკატორები : აბონენტთა რაოდენობა ,შეღწევადობა, რაც გულისხმობს, აქტიური სიმბარათების ჯამურ რაოდენობას, შეფარდებული მოსახლეობასთან,ასევე საშუალო შემოსავალი ერთ აბონენტზე. აბონენტთა რაოდენობით, საქართველო ევროპაში 26-ე ადგილზეა. 2019 წლის...

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა

სამტრედია-გრიგოლეთის გზა სურამის ციხესავით ვერ აშენდა
access_time2020-07-03 16:00:19
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთის საერთო სიგრძე 51.5 კმ-ია, პროექტი 4 ლოტად ხორციელდება და დაფინასების წყარო ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთის მშენებლობა შეფერხებით მიმდინარეობდა. განსაკუთრებით პრობლემური გზის მეორე მონაკვეთი აღმოჩდა, სადაც პროექტის დასრულების შემდეგ გზაზე ჯდენები წარმოიშვა, რამაც გზის საფარის მოწყობა შეაფერხა და შესაბამისად,...

დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა შესყიდვებიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს-TI

დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა შესყიდვებიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს-TI
access_time2020-07-03 12:00:43
საქართველოს პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის და მისი შვილის, ოთარ ჯაფარიძის წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიები ტენდერებს იგებენ. 2018 წლიდან დღემდე მიღებული კონტრაქტების ჯამურმა ღირებულებამ 6,264,688 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიქტორ ჯაფარიძე 16 წელია საქართველოს პარლამენტის წევრია, იგი ორჯერ იყო მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, ბოლოს კი პარლამენტის წევრი...


მსგავსი სიახლეები

up