ახლო მომავალში „ვისოლი“ საწვავის ფასს არ გაზრდის

ახლო მომავალში „ვისოლი“ საწვავის ფასს არ გაზრდის

access_time2022-01-15 13:30:48

მოკლევადიან პერიოდში „ვისოლი“ საწვავის ფასს არ გაზრდის, ამის შესახებ  კომპანია „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ განაცხადა. მისი განმარტებით, სანავთობო ბირჟებზე გაზრდილი ფასებიდან გამომდინარე, კომპანია ნავთობის ფასს ვერ შეამცირებს, თუმცა არსებული მარაგების ხარჯზე უახლოეს პერიოდში ფასები არსებულ დონეზე შენარჩუნდება.

„იანვრის დასაწყისიდან მოყოლებული ნავთობი ყოველდიურად მაღალ ნიშნულს აფიქსირებდა. დღეს უკვე ბარელის ფასი 85 დოლართან არის მიახლოებული. ეს რა თქმა უნდა, ბაზარზე გავლენას იქონიებს, მაგრამ მოკლევადიან პერიოდში ჩვენი კომპანია ფასების ცვლილებას არ გეგმავს. არსებული მარაგები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სანავთობო ბირჟებზე გაზრდილი ფასები ჩვენს პროდუქციაზე მყისიერად არ აისახოს და მოკლევადიან პერიოდში ფასები შევინარჩუნოთ. გაზრდილი ფასების პირობებში ნავთობპროდუქტებზე ფასს ვერ შევამცირებთ“,- აცხადებს ვასილ ხორავა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დასაწყისიდან საქართველოში საწვავის ფასმა ზრდა დაიწო და ნოემბრის მიწურულს 1 ლიტრი ბენზინის ფასმა 3 ლარს 15-20 თეთრით გადააჭარბა, რასაც "ვისოლისა" და სხვა კომპანიების მიმართ საპროტესტო კამპანია მოჰყვა. გასული წლის დეკემბრიდან ბრენდირებულ სადგურებზე საწვავის ფასი, დაახლოებით 5 თეთრით შემცირდა.

ამჟამად ყველაზე მოთხოვნადი "ევრო რეგულარი" ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე 3.04-3.13 ლარი ღირს.


აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საწვავის იმპორტმა პანდემიამდელ მაჩვენებელს 5%-ით გადააჭარბა.


წყარო: „ბიზნეს ფორმულა“




იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს
access_time2022-01-24 16:00:00
იტალიის მთავრობა ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შეტანას ითხოვს. ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ჯანმარკო ჩენტინაიოს განცხადებას ადგილობრივი წამყვანი სააგენტო, ANSA (Agenzia Nazionale Stampa Associata) ავრცელებს. „ყავა იტალიაში უბრალო სასმელზე ბევრად მეტია: ეს არის ნამდვილი რიტუალი, ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და სოციალურობის გამოხატულება, რაც იტალიელებს სხვებისგან განასხვავებს,“ - აცხადებს ჯანმარკო...

ვახტანგ კაჭარავა: თეგეტამ პანდემიურ პერიოდში გაყიდვების ზრდა და ახალ ბაზრებზე გასვლა მოახერხა

ვახტანგ კაჭარავა: თეგეტამ პანდემიურ პერიოდში გაყიდვების ზრდა და ახალ ბაზრებზე გასვლა მოახერხა
access_time2022-01-02 12:00:08
პანდემიამ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შეამცირა. პრობლემები მეტ-ნაკლებად წარმოებისა და მომსახურების ყველა სფეროს შეეხო. გამონაკლისი არც ავტოინდუსტრია ყოფილა. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 45%-ით $733 მლნ-დან $404 მლნ-მდე შემცირდა, 2021 წელს კი მხოლოდ $456 მლნ-მდე აღდგა. გაურკვევლობის, რეცესიისა და შემდეგ უკვე ორნიშნა ინფლაციის მიუხედავად, კომპანიების ნაწილმა გამოწვევები წარმატებით დაძლია, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი „თეგეტას“ უკავია, რომელმაც 2020 წელსაც გაყიდვების...

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება
access_time2022-01-24 15:00:50
საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების ბაზარზე წარმოებასთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა. ბოლო რამდენიმე თვეა, ფასები მატულობს და 1 ლ რძის ფასი უკვე 5 ლარია, მეტნაკლებად შენარჩუნდა ინდუსტრიული რძის ღირებულება, თუმცა ისიც იმის ხარჯზე, რომ წარმოება თითქმის მასობრივად რძის ფხვნილს იყენებს. როგორც აგროექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჭიჭაყუა ,,კომერსანტთან“ ამბობს, ფასების ზრდა ძირითადად სეზონურ ცვლილებას უკავშირდება, თუმცა ნედლეული ძვირდება გლობალურ ბაზრებზე. ორივე ფაქტორი ერთად...

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია
access_time2022-01-24 12:55:57
საქართველოს მთავრობის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსი დაუდასტურდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი...

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება „ტოიოტა კავკასიას“ ასოციაციის წევრთა რიგებში

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება „ტოიოტა კავკასიას“ ასოციაციის წევრთა რიგებში
access_time2022-01-24 14:55:26
...


მსგავსი სიახლეები

up