მსოფლიო ბირჟებზე ვაჭრობის შედეგად, ერთ დღეში ოქრო 1,8%-ით გაძვირდა. Reutwrs-ის ცნობით, ერთი უნციის ფასი (31,1 გრამი) $1579,72 გაუტოლდა, რაც 2013 წლის აპრილის შემდეგ მაქსიმალური მაჩვენებელია.
ფასზე გავლენა ახლო აღმოსავლეთში შექმნილმა დაძაბულობამ მოახდინა, - წერს გამოცემა.
მანამდე მსოფლიო ბირჟებზე ვაჭრობისას Brent-ის მარკის ნავთობი გაძვირდა. ტელეკომპანია CNBC-ის ცნობით, ფასზე გავლენა ირანელი გენერლის, ყასემ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ვითარების მკვეთრმა გაუარესებამ მოახდინა.
მანამდე ოქრო 2019 წლის აგვისტოში გაძვირდა და ლონდონისა და ნიუ იორკის Comex-ის ბირჟებზე ფიუჩერსის ღირებულება 1,2%-ით გაიზარდა უნციაზე $1,500 აშშ დოლარი შეადგინა.
imedinews.ge