დღეს სასტუმრო რუმსში, 12 საათზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრები ახლად დანიშნულ ბიზნეს ომბუდსმენს, მიხეილ დაუშვილს ხვდებიან.
შეხვედრისას მიხეილ დაუშვილი BAG-ის წევრებს ბიზნესის ურთიერთობის საკუთარი ხედვებზე ისაუბრებს, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია, სადაც ასოციაციის წევრი კომპანიები წარმოადგენენ ბიზნეს სექტორის იმ პრობლემატურ საკითხებს, რომელთა მოგვარებაში ბიზნესომბუდსმენის ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება.
მისასალმებელია, რომ ახლადდანიშნულმა ბიზნესომბუდსმენმა პირველი შეხვედრა საქართველოში ყველაზე დიდი ბიზნეს გაერთიანების წევრებთან გამართება, რასაც ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს ომბუდსმენის აქტიურმა ჩართულობამ უნდა უზრუნველყოს სტაბილური და განჭვრეტადი ბიზნეს გარემო, რადგანაც ეს ინსტიტუტი ისტორიულად ჩამოყალიბდა მთავრობასთან და უშუალოდ პრემიერ-მინისტრთან ბიზნესის კომუნიკაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან არხად. ამიტომაც, იმედს გამოვთვქმთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო იქნება - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
„კომერსანტი“