საქართველოში ფესტივალები და კონცერტები შემოდგომამდე გადაიდო

საქართველოში ფესტივალები და კონცერტები შემოდგომამდე გადაიდო

access_time2020-05-14 14:00:09

ზაფხულის დიდი მუსიკალური ფესტივალები - Tbilisi Open Air-ი, Echowaves, თბილისისა და ბათუმის ჯაზფესტივალები, Black sea Arena-ს დიდ სცენაზე დაგეგმილი უცხოელი არტისტების მუსიკალური ღონისძიებები - მუსიკალურმა ინდუსტრიამ 2020 წელს ზაფხულის შემოსავლების ძირითადი წყარო დაკარგა. ფრენების გაუქმების გამო უცხოელი არტისტები ზაფხულში დაგეგმილ მასშტაბურ ფესტივალებში ვერ მონაწილეობენ.  პანდემიით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის გამო კი ხალხის შეკრება განუსაზღვრელი ვადით აკრძალულია.


ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ინდუსტრია ფეხზე დადგომას შემოდგომის დასაწყისში. როგორც წესი, ფესტივალები, სადაც დიდი რაოდენობით ხალხის შეკრება ხდება, პანდემიის დროს ყველაზე ნაკლებად განიხილება, როგორც საზოგადოებისთვის აუცილებელი აქტივობა.


Life is Beautiful Festival, Burning Man, Coachella and Stagecoach, Ultra Music Festival, Tomorrowland Music Festival, Summerfest - ეს საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალების ის მცირე ჩამონათვალია, რომელთაც მსოფლიოს მელომანების დიდი აუდიტორია 2020 წელს ვერ იხილავს.


საქართველოში დაგეგმილი ფესტივალებისა და მუსიკალური კონცერტების დიდი ნაწილის ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, პანდემიის გამო ჩაშლილი ღონისძიებებით მიღებული ზარალი დიდია, თუმცა, იმედოვნებენ, რომ შემოდგონის დასაწყისში ღონისძიებები აღდგება.



2020 წლის Tbilisi Open Air-ი, სამხრეთ კავკასიის ერთერთი ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალის ჩატარება ივნისში იგეგმებოდა, თუმცა, როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ღონისძიების ჩატარება სექტემბრის მეორე ნახევარში განიხილება. ზუსტი თარიღი კი 25 ივნისამდე გახდება ცნობილი. Tbilisi Open Air-ის ჩატარება წელს 26, 27 და 28 ივნისს ლისი ვანდერლენდში იყო დაგეგმილი და სცენაზე მსმენელები ისეთი შემსრულებლების ხილვას ელოდნენ, როგორებიც არიან SHE WANTS REVENGE, Aparat და LP.


„კონკრეტულ თვესთან დაკავშირებით  ჯერჯერობით ვერ გავაკეთებთ ვერანაირ პროგნოზებს იმიტომ,  რომ ძალიან ბევრ ფაქტორზე ვართ დამოკიდებული, მათ შორის ფრენების აღდგენაზე.ტურისტულ მხარეს რომ თავი დავანებოთ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არტისტი ჩამოვიდეს, მიიღოს მონაწილეობა ფესტივალში. იმედი გვაქვს, რომ 25 ივნისამდე დავასახელებთ კონკრეტულ თარიღს.ფესტივალის ბილეთების გაყიდვა დაწყებული იყო, თუმცა, საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შევაჩერეთ და ყველას ვინც ბილეთები შეიძინა საჩუქრები გავუკეთეთ აბონემენტების სახით. რაც შეეხება ზარალს, რა თქმა უნდა, ყველა ბიზნესისთვის მსგავსი სიტუაცია ნეგატიურად აისახება  იმიტომ, რომ გათვლილი გვაქვს ბევრი რამ და დანაკარგებიც ბევრია. იმედი გვაქვს გამოვძვრებით.“ - განმარტავს Tbilisi Open Air-ის პიარისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი ხატია გელოვანი.


შავიზღვისპირეთში კი Black sea Arena-ს ღონისძიებების ჩამონათვალში ამჯერად მხოლოდ Nile Rodgers & CHIC (18 ივლისი) და One Republic (10 ოქტომბერი)  მუსიკალური ღონისძიებებია მითითებული, რომლებიც ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. როგორც არენას დირექტორი ტატო ხარჩლავა „კომერსანტთან“ განმარტავს, საკონცერტო სივრცის გახსნის უახლოეს პერიოდად ოქტომბრის თვე მიიჩნევა, თუმცა, დეტალური ინფორმაცია ადმინისტრაციის მხრიდან უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.


„ახლა სეზონის გადარჩენაზე მიდის მუშაობა,არტისტებმა თავისთავად გააუქმეს ღონისძიებები,რომელიც დაგეგმილი იყო ივნისსა და ივლისში.იმ მუსიკოსების კონცერტები, რომელიც დაგეგმილია ოქტომბერში, შეიძლება მაინც ჩავატაროთ და სეზონი ოდნავ მაინც გააქტიურდეს. ახლა დეტალების გარკვევის პროცესში  ვართ და ცოტა ხანში ოფიციალურ განცხადებასაც გავაკეთებთ. ეს ძალიან მძიმე პროცესია. რაც შეეხება ზარალთან დაკავშირებულ თანხებს, ამაზეც გვიჭირს საუბარი. მუსიკოსებმა მომავალი წლისთვის გადადეს ჩამოსვლა. ეს ფესტივალებსითვის ძალიან დამაზარალებელი იქნება, რადგან მათ დაანონსებული ჰყავდათ არტისტები.“ - ამბობს ტატო ხარჩილავა.


ამერიკელი ჯანდაცვის ექსპერტის პროგნოზით,  კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო ნაკლებსავარაუდოა, რომ ფესტივალები და კონცერტები მომავალი წლის შემოდგომამდე დაბრუნდეს.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up