ახლა რასაც სახელმწიფო ცდილობს ლიზინგთან დაკავშირებით - ბუტაფორიულია - აიეტ კუკავა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმაზე

ახლა რასაც სახელმწიფო ცდილობს ლიზინგთან დაკავშირებით - ბუტაფორიულია - აიეტ კუკავა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმაზე

access_time2020-05-22 10:50:22

საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომელიც მცირე, საშუალო და მსხვილი ფერმერული მეურნეობების დახმარებას ისახავს მიზნად. პროგრამის ბიუჯეტი 300 მილიონ ლარამდეა და ის საწვავის, ქიმიკატების, მელიორაციის, ლიზინგის, ხვნის, აგროწარმოებისა და სესხების სუბსიდირება-თანადაფინანსებას ითვალისწინებს. პროექტი, ასევე ითვალისწინებს რამდენიმე უკვე არსებული პროგრამის, იაფი აგროკრედიტის, „დანერგე მომავალის“ და სხვების დაფინანსებების გაფართოებას.


რაც შეეხება კონკრეტულად ლიზინგის მიმართულებით ცვლილებებს, „შეღავათიანი აგროკრედიტის” ძირითადი საშუალებების კომპონენტში იზრდება თანადაფინანსების პროცენტი, არსებული წლიური 9%-ის ნაცვლად სახელმწიფო ფერმერს  12%-ს დაუფინანსებს.


„სალიზინგო კომპანიების ასოციაციის“ თავმჯდომარე და „ალიანს ჯგუფი ლიზინგის“ აღმასრულებელი დირექტორი აიეტ კუკავა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მიუხედავად სოფლის მეურნეობის განვითარებაში ლიზინგის დიდი მნიშვნელობისა, სახელმწიფოს მიერ ლიზინგთან დაკავშირებული განცხადება - ბუტაფორიულია.


„სოფლის მეურნეობის განვითარებაში ლიზინგს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს, თავისთავად სოფლის მეურნეობის განვითარება კი აგრო ტურიზმს განავითარებს და ტურიზმის დარგს უფრო მომგებიანს გახდის ქვეყნისათვის. ვინაიდან მოხდება იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი სოფლის მეურნეობის ნაწარმით, ამით ნაკლები ვალუტა გავა ქვეყნიდან იმპორტზე და თავისთავად ეროვნულ ვალუტის გამყარებასაც ხელი შეეწყობა. მომავალში კი ექსპორტის ზრდასაც გამოიწვევს. როგორც ლიზინგის ასოციაციის თავმჯდომარე ვიტყვი, რომ ის რასაც ახლა სახელმწიფო ცდილობს ლიზინგთან დაკავშირებით - ბუტაფორიულია. ვინაიდან უჯერებენ ეროვნულ ბანკს, რომელსაც ყველა საფინანსო დარგი, საბანკოს გარდა საშიშად მიაჩნია, რაც ბუნებრივია, რადგან საბანკო დარგის ზედამხედველობის გარდა გამოცდილება და ცოდნა არ გააჩნიათ.



ლიზინგი გაცილებით განვითარებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის თურქეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში და ა.შ. არადა განვითარებად ქვეყნებში სოფლის მეურნეობის სექტორში ლიზინგის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ სჭირდებათ ახალი დანადგარები და ტექნოლოგიები, იმისთვის რომ საქონელი ექსპორტზე გაიტანო და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნო. ლიზინგი ერთადერთი დარგია, რომელიც სტარტაპსაც კი აფინანსებს და ითვლება რომ ლიზინგის დარგი თუ იზარდება პირდაპირპროპორციულად იზრდება მშპ-ც. გარდა ამისა, ლიზინგი არ იწვევს ჭარბვალიანობას, ის ერთადერთი მექანიზმია ბაზარზე, რომელიც საშუალებას იძლევა ადამიანს აქტივი მისცე, რომელსაც გირაო არ აქვს. ადამიანს შეუძლია აქტივი იქირაოს, არ ჰქონდეს საკუთარ ბალანსზე და იმ დღიდანვე დაიწყოს შემოსავლის გენერირება“, - განაცხადა აიეტი კუკავამ.


„სალიზინგო კომპანიების ასოციაციის“ თავმჯდომარე საქართველოში ლიზინგის განვითარების ხელისშემშლელ ფაქტორებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი მხოლოდ საბანკო სექტორს და მის დაქვემდებარებაში არსებულ სექტორებს უწყობს ხელს, სხვა სფეროებს კი არამომგებიანს ხდის.


„ლიზინგის განვითარებას საქართველოში სხვადასხვა პატარა მექანიზმებით იმდენად უშლიან ხელს, განსაკუთრებით ეროვნული ბანკი, რომ თუ არ ხარ საბანკო სექტორის ქვეშ, ამ სფეროს არამომგებიანს ხდიან. ერთადერთი დამოუკიდებელი ლიზინგის კომპანია ვიყავით წლების განმავლობაში, რადგან არცერთი ინვესტორი არ შემოდის ამ სფეროში, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, დარგი არ არის მათთვის მიმზიდველი, ჩვენი კომპანიაც პასიურ რეჟიმშია, მიუხედავად იმისა რომ დიდი დარტყმები და კრიზისები არ გვქონია. არიან ლიზინგის კომპანიები, რომლებიც ბანკის დაქვემდებარებაშია და მათი საკრედიტო პორტფელის ზრდა საკუთარი ბანკების დახმარებით გარანტირებულია. ჩვენ კი ერთადერთი ლიზინგის კომპანია ვართ რომელიც დამოუკიდებელია და არცერთი ფინანსური ორგანიზაცია ჩვენს უკან არ დგას. მცდარია მოსაზრება, რომ საქართველოში ლიზინგის დარგი ვითარდება, ვინაიდან ეს დარგი საინტერესო რომ იყოს ათეული მოთამაშე გვეყოლებოდა“, - განმარტავს აიეტი კუკავა.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up