ახლა გვჭირდება აგრესიული ხელშეწყობა, თუ ვინმე ინვესტორს რამე იდეა გაუჩნდება, ორივე ხელი უნდა ჩავჭიდოთ და არ გავუშვათ

ახლა გვჭირდება აგრესიული ხელშეწყობა, თუ ვინმე ინვესტორს რამე იდეა გაუჩნდება, ორივე ხელი უნდა ჩავჭიდოთ და არ გავუშვათ

access_time2020-12-08 10:00:59

„ახლა ინვესტორს რამე ინტერესი  და იდეა თუ გაუჩნდა ჩვენი ქვეყნის მიმართ, ორივე ხელი უნდა ჩავავლოთ და არ გავუშვათ. მთავრობამ ბიუროკრატიული დაბრკოლებების ნაცვლად,  უნდა სტაცონ ხელი ასეთ ადამიანებს და  მარტივად გააკეთებინონ საქმე. ნამდვიალდ მძიმე ვითარებაა ქვეყანაში და მთავრობის მხრიდან უფრო „აგრესიული ხელშეწყობაა“ საჭირო,“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ East Gate Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი იაშვილმა ისაუბრა.


საერთაშორისო ორგანიზაცია SOS International-მა უსაფრთხოების ნიშნით,  სხვადასხვა ქვეყნების შეფასების რუკა გამოაქვეყნა. შეფასება მოიცავს ისეთ კრიტერიუმებს, როგორებიცაა სოციალურ, პოლიტიკური უსაფრთხოება, პანდემიის დროს ჯანმრთელობის უსაფრთხოება და პოსტპანდემიურ პერიოდში ბიზნესის კეთების უსაფრთხოების რისკები. პოსტპანდემიურ პერიოდში ბიზნესის კეთებისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნაწილში საქართველო მსოფლიო რუკაზე უკიდურესად მაღალი რისკის მქონე ერთადერთ ქვეყნადაა მონიშნული.



ბიზნესმენები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ეკონომიკის სისუსტე საერთაშორისო კვლევებშიც იჩენს თავს, თუმცა ბიზნესმენ ირაკლი იაშვილის განმარტებით, ეს პროცესები შექმნის დიდი რესტარტის დასაწყისს და როგორც ყველაზე მოწყვლადი ბიზნესგარემოს მქონე ქვეყანა, ყველაზე დიდ გავლენას საქართველო საკუთარ თავზე დაინახავს.



„ეს ჩვენ გვგონია, რომ რაღაცას წარმოვადგენთ, თორემ რეალურად არაფერსაც არ წარმოვადგენთ, იმდენად ღარიბები ვართ.  ის ბიზნესები, რომელიც იხურება, ხომ ისედაც დახურულია და დანარჩენი ვეღარ უძლებს მეორე ტალღას და ეს ჩემი ბიზნესების მაგალითზეც ჩანს. ჯაჭვური რეაქციაა - როცა ერთი კომპანია იხურება, მეორეზე მაინც ახდენს გავლენას, სექტორები ერთამნეთზეა გადაბმული.  ჩვენი ეკონომიკის სისუსტე, რა თქმა უნდა თავს იჩენს, განსხვავებით ჩვენი მეზობლებისგან, ჩვენ არაფერი გვაქვს გარდა იმისა, რომ ვისესხოთ ფული. ვინმეს ინტერესი თუ გაუჩნდა ან რამე იდეა ჩვენი ქვეყნის მიმართ, ბიუროკრატიული დაბრკოლებების ნაცვლად უნდა სტაცონ ხელი და  მარტივად გააკეთებინონ საქმე, ინვესტორს უნდა ჩაავლონ ორივე ხელი და არ გაუშვან. ამ სუსტი ეკონომიკის დროს, მეტი რა დგავრჩენია. ნამდვილად მძიმე ვითარებაა ქვეყანაში და მთავრობის მხრიდან უფრო „აგრესიული ხელშეწყობაა“ საჭირო.  ეს ბარიერები და გადაუწყვეტლობა არის მთავრობის პრობლემა, თვეები უნდებიან მთავრობაში, რომ რამე მოიფიქრონ.

მე ვფიქრობ , პოსტპანდემიური პერიოდი დიდი რესტარტის დასაწყისი იქნება. ეს პანდემია შექმნის გადარჩენის ფორმულას, გადარჩება ის კომპანია, ვინც სწორ  გადაწყვეტილეებს იღებს. ეს არის ბუნებრივი შერჩევის პროცესი. შეიძლება მოხდეს კონსოლიდაციები გაერთიანებები და კომპანიების გამსხვილებები.  ახალ რეალობაში აღმოჩნდება სამყარო, ხოლო ჩვენ ყველაზე ძალიან,  იმიტომ, რომ ჩვენ ერთერთი ყველაზე ღარიბი ერი ვართ და ბიზნესზეც პანდემიამ ყველაზე მეტად იმოქმედა,“ - განმარტავს ირაკლი იაშვილი.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი კი მიიჩნევს, რომ ბიზნესი და საინვესტიციო გარემო პანდემიის გარეშეც იძირებოდა, შესაბამისად ინვესტორების დამოკიდებულებას აღნიშნული კვლევის შედეგები დიდად ვერ შეცვლის.

 

„არ აქვს მნიშვნელობა, ერთ მეტრის სიღრმეში იძირები თუ მეტრნახევრის - მაინც იძირები. ეს იმას ნიშნავს, რომ პანდემიის გავლენა ბინზესზე ცალსახაა, მაგრამ მთავრობის განწყობა უცხოური ინვესტიციების მიმართ კორონავირუსითაც და მის გარეშეც ძალიან მძიმე იყო. პანდემიის გამო ბიზნესის კეთებისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების კუთხით საქართველო ყველაზე მაღალი რისკის მქონე ქვეყანა აღმოჩნდა, მაგრამ ეს იმიტომ რომ 8  წელია მთავრობა ცუდ პოლიტიკას მისდევს და ეს ინვესტორების განწყობაზეც აისახება.  არ მუშაობს სასამათლო, მათი უმრავლესობა მთავობასთან დაახლოებული პირების მსხვერპლნი გახდნენ. ფაქტი, რომ მთავობამ მაღაზიები და რესტორნები კიდევ ორი თვით დახურა. ეს ქართულ ბიზნესებზე მძიმედ აისახა, უცხოური ბიზნესები კი ისედაც არ მოდიოდნენ საქართველოში. ამ ორი თვის განმავლობაში რამე ფანტასტიურ იდეას ნუ ელოდებით მათგან,  როცა მთელი 8 წელი კრახი იყო. მათ არ ესმით ეკონომიკა, არ ესმით ფინანსები. ქურდი ვერ მოგაწვდის გადაწყვეტილებას, როგორ არ იყო გაძარცვული,“ - განმარტავს ფადი ასლი.

SOS International-ის კვლევის თანახმად კოვიდპანდემიის დროს ჯანრთელობის უსაფრთხოებისა და პანდემიასთან ბრძოლის ზომების ეფექტურობით საქართველო მაღალი რისკის მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა. პოლიტიკური ძალადობის, სოციალური არეულობისა და ამ საკითხებთან დაკავშირებით, პანდემიის ზეგავლენის მიხედვით საქართველო დაბალი რისკის მქონე ქვეყნებს შორის არის.  ორგანიზაცია რისკის შეფასების კრიტერიუმებსა და მოცემული მაჩვენებლების მიხედვით მსოფლიო რუკას ყოველთვიურად აახლებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up