AXIS TOWERS-ის სავაჭრო სივრცის პირველი ბინადარი - 26 მარტს ცათამბჯენში „აგროჰაბი“ იხსნება

AXIS TOWERS-ის სავაჭრო სივრცის პირველი ბინადარი - 26 მარტს ცათამბჯენში „აგროჰაბი“ იხსნება

access_time2019-03-22 15:33:05

„აქსის თაუერსის“ - თბილისის ახალი ლენდმარკის, დედაქალაქის ცენტრში განთავსებული ცათამბჯენის ერთ-ერთი მიმართულება - სავაჭრო ცენტრი ფუნქციონირებას იწყებს.


ულტრათანამედროვე კომპლექსის პირველი ბინადარი, 26 მარტიდან, აგროპროდუქტების პოპულარული ჰიპერმარკეტი - „აგროჰაბი“ იქნება, რომლის ძირითადი კონცეფცია მომხმარებლისთვის 100%-ით ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტების მიწოდებაა.


„აქსის თაუერსში“ „აგროჰაბის“ განთავსების თაობაზე გადაწყვეტილება მხარეებმა რამდენიმე თვის წინ, კერძოდ, 2018 წლის 9 აგვისტოს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე განსაზღვრეს. ჰიპერმარკეტი კომპლექსის კომერციული სივრციდან 2460 კვ.მ-ს დაიკავებს.


„აქსის თაუერსის“ 5 დეველოპერულ მიმართულება აერთიანებს - 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „პულმანს“, ბიზნესცენტრს, გასართობს, საცხოვრებელსა და კომერციულ სივრცეებს. კომპლექსში, ასევე, განთავსდება საგამოფენო და რეკრეაციული სივრცეები.


„აქსის თაუერსის“ გამორჩეული არქიტექტურა - 37-სართულიანი ნაგებობითა და დამატებით 4 მიწისქვეშა სართულით, სიმაღლეში 147 მეტრია და ყველაზე მაღალი შენობაა დედაქალაქში. პიედესტალით გაერთიანებული ქვისა და მინის კოშკების ყოველი სართული 2 გრადუსით ბრუნავს ბირთვის გარშემო, რაც შენობების მოძრაობის ილუზიას ქმნის.



გამორჩეული არქიტექტურით, დატვირთული სხვადასხვა ფუნქციებით, მასშტაბითა და მნიშვნელობით „აქსის თაუერსი“ საქართველოში დეველოპმენტის ფლაგმანად, ქართული არქიტექტურისა და ინჟინერიის წარმატების სიმბოლოდ არის აღიარებული.


„აქსის თაუერსი“ მთლიანად ქართული პროექტია, რომელიც შექმნილია ქართველი არქიტექტორების მიერ უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით. კომპლექსი თანაინვესტირების ფონდის თანამონაწილეობით აშენდა, ხოლო პროექტის ერთობლივი ინვესტიცია 92 მლნ დოლარს შეადგენს.


„აქსის თაუერსის“ მშენებლობა წელსვე დასრულდება და მისი ხუთი დეველოპერული მიმართულება ეტაპობრივად დაიწყებს ფუნქციონირებას. უკვე ივნისში გაიხსნება ბიზნესცენტრი, სექტემბერში საცხოვრებელი, ოქტომბერში სასტუმრო. ხოლო ბოლოს, დეკემბერში, გასართობი სივრცეები ამოქმედდება.


სავაჭრო სივრცის პირველი ობიექტი - „აგროჰაბი“ ევროპული სტანდარტების აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტია საქართველოში. მისი კონცეფცია გულისხმობს 100%-ით ნატურალური ქართული ნედლეულისგან დამზადებული პროდუქტების მიწოდებას მომხმარებლისთვის.


ჰიპერმარკეტის გახსნის ერთ-ერთი უმთავრესი იდეაა მომხმარებლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბება და წახალისება.
„აგროჰაბი“ აწარმოებს ISO 22000 სტანდარტით სერტიფიცირებულ, 100%-ით ნატურალურ ქართულ რძის პროდუქტებს. გამოირჩევა ხილ-ბოსტნეულის მრავალფეროვანი ასორტიმენტით, Fresh თევზეულობითა და ზღვის პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევნით, „აგროჰაბის“ ფერმის ხორცით.


„აგროჰაბს“ აქვს ღვინის მარანი, საკონდიტრო და პურ-ფუნთუშეულის საცხობები, ცივი და ცხელი სამზარეულო, ნახევარფაბრიკატების და მურაბა-მჟავეულობის დამამზადებელი საამქროები.


პროდუქციის უმაღლესი ხარისხი „აგროჰაბის“ #1 პრიორიტეტია. ხარისხის კონტროლს „აგროჰაბში“ ევროპული დანადგარებით აღჭურვილი სამი სახის ლაბორატორიის (ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და ვეტერინარული) ყოველდღიური მუშაობა განაპირობებს.


(NS)






Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია

Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია
access_time2020-04-01 20:00:58
1 აპრილს მილიონობით ამერიკის მაცხოვრებლისთვის იჯარის გადახდის ბოლო ვადა ყველაზე დამამძიმებელი აღმოჩნდა. უძრავი ქონების ყოველი მეოთხე მოქირავნე ახლა შემოსავლის მეოთხედზე მეტს საცხოვრებელზე იხდის. საცხოვრებლის ქირა კი მხოლოდ პირველია იმ გადასახადების რიგში, რისი მოგვარებაც აპრილში ხალხს მოუწევს -  კომუნალური გადასახადები, საკრედიტო ბარათები, დაზღვევა, იპოთეკა, სტუდენტური გადასახადი - ბევრი რამ რასაც არაერთი ამერიკელი უბრალოდ ვერ გასწვდება. კარგი ამბავი ისაა, რომ აპრილიდან სექტემბრის...

ლიბერთი მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს

ლიბერთი  მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს
access_time2020-04-01 17:50:52
დღეიდან, 1 აპრილიდან, ლიბერთის გადაწყვეტილებით, არაასაკობრივი პენსიონერები „პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. ,,ჩვენ ვაგრძელებთ მომხმარებელზე ზრუნვას და მათ უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე მორგებულ კიდევ ერთ სიახლეს ვთავაზობთ. დღევანდელი გადაწყვეტილებით, არაასაკობრივ პენსიონერებს შეეძლებათ შეუფერხებლად და რაც მთავარია, ნულოვანი ტარიფით გაიაქტიურონ ‘პენსია ჩარიცხვამდე’ სერვისი სერვისცენტრებსა და ლიბერთის ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით. გვინდა, ვთხოვოთ...

1 აპრილი - ქართული ლარი მყარდება, თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა

1 აპრილი - ქართული ლარი მყარდება, თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა
access_time2020-04-01 19:00:37
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2413 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა...

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა
access_time2020-04-01 18:10:11
საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა. როგორც „კომერსანტმა“  გაარკვია, შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა.    ინფორმაციის გადამოწმება მთავრობის ცხელ ხაზზეც ვცადეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ დეველოპერული საქმიანობა ქვეყანაში გუშინ აიკრძალა. 144-ზე გვითხრეს, რომ შპს-ს იმ შემთხვევაში აქვს მუშაობის უფლება...

ხელისუფლების სახიფათო გადაწყვეტილება - ზემო რაჭა ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს

 ხელისუფლების სახიფათო გადაწყვეტილება - ზემო რაჭა ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს
access_time2020-04-01 17:50:09
„თუ იქნება ჰესი, არ იქნება მდინარე აქ. კარგად დაიმახსოვრეთ, რომ აქ იქნება პატარა, რუჩუაზე ოდნავ დიდი ნაკადული“, - ეს სიტყვები მოძრაობა „არა ონის კასკადის“ ერთ-ერთ აქტივისტს ეკუთვნის, რომელიც მან რაჭის სოფელ ნიგავზების მდინარის ვიდეოკადრებთან ერთად გამოაქვეყნა. ასე გააპროტესტა მან რაჭაში ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა. გარემოს დაცვის სამინისტროსგან მშენებელი კომპანიისთვის რამდენჯერმე შენიშვნებით უკან დაბრუნებული პროექტი მოწონებულია - 2020 წლის 17 მარტს, როცა ქვეყანა მთლიანად...


მსგავსი სიახლეები

up